საფირონი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „საფირონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საფირონი (მრავალმნიშვნელოვანი).

საფირონი — ქართული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოვიდა 1916 წელს თბილისში. გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი. რედაქტორ-გამომცემლები ს. შანშიაშვილი და გიორგი ლეონიძე. ჟურნალში დაბეჭდილია ნ. ლორთქიფანიძის, კ. მაყაშვილის, ს. ფაშალიშვილის, შიო მღვიმელის, გიორგი ლეონიძისა და დ. ერისთავის ლექსები და მოთხრობები. გ. ქიქოძისა და ა. პაპავას სტატიები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]