საფითხი
იერსახე
საფითხი, შპატელი (გერმ. Spatel — „ნიჩაბი“) — სამღებრო ინსტრუმენტი, საფითხნი და სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად. ამზადებენ თხელი, დრეკადი, სწორპირიანი უჟანგავი ფოლადის ზოლისგან სახელურით. გამოიყენება ბზარების, ღრეჩოების ამოსავსებად, კედლის უთანაბრო ზედაპირების გასასწორებლად, კედლებიდან და ჭერიდან ძველი საღებავების, წებოს და შპალერის მოსაცილებლად და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ტ. IV, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 122, ISBN 978-9941-28-496-0.