საფეხბურთო ხულიგნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის სპარტაკის ხულიგნები

საფეხბურთო ხულიგნობა[1] — ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ფეხბურთის ფანების მიერ ძალადობრივ, უწესო ქმედებას.[2] საფეხბურთო ხულიგანიზმის დროს შეტაკებები მიმდინარეობს, როგორც წესი ფირმებს შორის (სიტყვა ფირმა მომდინარეობს ბრიტანული სლენგიდან, რაც კრიმინალურ დაჯგუფებას ნიშნავს). შეტაკებების მთავარი მიზანი არის მეტოქე გუნდის ფანებში შიშის დანერგვა. ფირმებთან მიმართებაში ასევე გამოიყენება სიტყვები „army“, „boys“, „casuals“, და „crew“. კლუბების უმეტესობას ჰყავს პრინციპული მეტოქე, ხშირად გეოგრაფიულად საკმაოდ ახლოს (ლოკალური დერბი), დერბის დროს შეტაკებები ხშირდება და დიდ მასშტაბებს იძენს.

კონფლიქტი ხულიგნებს შორის შეიძლება წარმოიშვას მატჩამდე, მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის შემდეგ. ჩხუბის მონაწილეები ხშირად შეტაკებისთვის ირჩევენ სტადიონისგან მოშორებულ ადგილს, რადგან თავიდან აიცილონ პოლიციის მხრიდან მათი დაპატიმრება, თუმცა კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას სპონტანურად სტადიონზე ან მის მიმდებარე ქუჩებზე. ზოგიერთ შემთხვევაში მაღაზიების ვიტრინები იმსხვრევა, ნაგვის ურნებს ცეცხლი ეკიდებათ და პოლიციის მანქანები იმტვრევა.[3] რთული შემთხვევების დროს შეიძლება ხულიგნების ან პოლიციელების მკვლელობამდე მივიდეს საქმე. ამ დროს პოლიცია ცრემლმდენი აირით, სასამსახურო ძაღლებით, ჯავშნიანი მანქანებით და წყლის ჭავლით შლის მათ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]