საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ისტორია (1892–1959)
საფეხბურთო კლუბ ლივერპულისთვის 1892 წლიდან 1959 წლამდე არის საწყისი პერიოდი, რაც მოიცავს კლუბის დაარსებას, პირველი წარმატებას 1900-იან წლებში, 1920-იანების ჩემპიონობას, საწყისი პერიოდი ბილი შენკლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით სრულდება.
ლივერპული შეიქმნა 1892 წლის 15 მარტს, ევერტონის წარმომადგენლებსა და კლუბის პრეზიდენტ ჯონ ჰოულდინგს შორის განხეთქილების შედეგად. ჰოულდინგი ფლობდა ენფილდის სტადიონს. წასვლის შემდეგ ევერტონი გუდისონ პარკზე დაფუძნდა. ჰოულდინგმა ცარიელი სტადიონის ბაზაზე შექნა ახალი კლუბი ლივერპული, რომელიც თავდაპირველად ლანკანშირულ ლიგაზე გამოდიოდა. პირველი სეზონის წარმატებით დასრულების შემდეგ ლივერპული საფეხბურთო ლიგის წევრი გახდა.
1896 წელს კლუბის მთავარ მწვრთნელად ტომ უოტსონის დანიშვნა კლუბისთვის წარმატების საწინდარი გახდა. მას შემდეგ, რაც პირველი დივიზიონში დაწინაურდა კლუბის პოზიციები ცხრილში ყოველწლიურად იზრდებოდა, 1901 წელს ლივერპულმა პირველი ლიგა მოიპოვა. რასაც მოყვა 1906 წლის ჩემპიონობა და 1914 წელს ასოციაციის თასის ფინალში გასვლა, სადაც ბარნლისთან დამარცხდა. 1915 წელს უოტსონი მოულოდნელად გარდაიცვალა პნევმონიით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლივერპული ორჯერ გახდა ჩემპიონი 1922 და 1923 წლებში.
1920-იან წლებში ენფილდზე გაიზარდა კოპის ადგილების რაოდენობა. ომის შემდეგ ლივერპული ხშირად ასრულებდა სეზონს ცხრილის შუაში. მეორე მსოლიო ომის შემდეგ ლივერპულმა ერთხელ იზეიმა ჩემპიონობა 1947 წელს. შემდგომ წლებში კლუბი მუდმივ რეგრეს განიცდიდა, 1954 წელს ლივერპული დაქვეითდა მეორე დივიზიონში. 1959 წელს კლუბის მთავარ მწვრთნელად ინიშნება ბილი შენკლი, ამ დროს ლივერპული ხუთი წელი მეორე დივიზიონში ასპარეზობდა.
ფორმირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლივერპულის შექმნა კავშირშია მეზობელ ევერტონთან. რომელიც დაარსდა 1878 წელს, 1884 წლიდან ევერტონის თამაშები ენფილდზე ტარდებოდა, რომელიც ეკუთვნოდა ლივერპულის ყოფილ მერს და ბიზნესმენ ჯონ ჰოულდინგს. 1892 წელს დაიწყო პირველი დავა კლუბის პრეზიდენტსა და საბჭოს შორის, კლუბის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. წლიური ქირის რაოდენობა 1884 წლის შეთანხმებით უნდა ყოფილიყო £100, რაც 1892 წლიდან იზრდებობდა £250-მდე; ჰოულდინგს კლუბის ქონების გაყიდვის სურვილი ჰქონდა, რადგან ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენა ევერტონის წარმომადგენლებს, ჰოულდინგი გრძელვადიან გაქირავებას დათანხმდა.[1] საბოლოოდ უთანხმოება განხეთქილებით დასრულდა, საბჭოს წევრებმა დატოვეს ჰოულდინგის მფლობელობაში არსებული ქონება და ახალი სტადიონის ძებნა დაიწყეს. საპასუხოდ ჰოულდინგმა ახალი კლუბი დააარსა, შეეცადა შეენარჩუნებინა სახელი, რომელიც დარეგისტრირებული იყო როგორც "ევერტონის საფეხბურთო კლუბი და ატლეტიკ გრაუნდზ კომპანი", თუმცა ეს არ გამოვიდა, რადგან ფეხბურთის ასოციცამ მიიჩნია, რომ სახელი გუდისონ პარკზე დაფუძნებულ ევერტონის კლუბს ეკუთვნოდა. ამიტომ ჰოულდინგმა ახალ კლუბს "ლივერპულის საფეხბურთო კლუბი" დაარქვა.[2]
ჰოულდინგმა მიმართა ინგლისის საფეხბურთო ლიგას, რათა ლივერპული შეერთებოდა პირველი დივიზიონს, რაზეც პასუხი უარყოფით იყო. ამის შემდეგ ლივერპული გამოდიოდა ლანკანშირულ ლიგაზე.[3] პირველი ამხანაგური მატჩი ლივერპულმა გამართა სეზონი დაწყებამდე 1892 წლის 1 სექტემბერს როტერემ თაუნის წინააღმდეგ, მატჩი 7-1 დასრულდა. ამ თამაშში ლივერპულის შემადგენლობა შოტლანდიელებით იყო დაკომპლექტებული, მწვრთენლმა ჯონ მაკკენამ ფეხბურთელები შოტლანდიაში სკაუტური მოგზაურობისას შეარჩია და მათ ეწოდა "მაკკეს გუნდი".[4] ლანკაშირულ ლიგაში ლივერპულის პირველი თამაში გამარჯვებით 8-0 დაიწყო. მატჩს 200 ადამიანი უყურებდა, სეზონის 22 ტურის განმავლობაში ლივერპულის პროგრესთან ერთად მაყურებლის რაოდენობაც იზრდებოდა. ბოლოს წინა ტურში ენფილდზე 2000 კაცი ესწრებოდა.[5]
პირველი სეზონი ლივერპულმა ლანკაშირული ლიგის მოგებით დაასრულა, უშუალო კონკურენტ ბლეკპულს ბურთების სხვაობით აჯობა. ევერტონის დამარცხებით კი ლივერპულის ოლქის თასის გამარჯვებული გახდა. ლივერპულმა კვლავ მიმართა საფეხბურთო ლიგას. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რადგან მეორე დივიზიონიდან დაქვეითდა კრინგტონი და ბუტლი. თავდაპირველად ლივერპულის სათამაშო ფორმა ევერტონის მსგავსად ლურჯ და თეთრ ფერებში იყო. 1894 წლიდან შეიცვალა წითელი მაისურით და თეთრი შორტით.[6]
პირველი თამაში საფეხბურთო ლიგაში შედგა მიდლზბრო აირონპოლისთან 1893 წლის 2 სექტემბერს, სადაც მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, პირველი ლივერპულელი ფეხბურთელი, ვინც ლიგაში გოლი გაიტანა იყო მალკოლმ მაკვინი.[4] პირველ სეზონში ლივერპულმა 28 მატჩიდან 22 მოიგო და მეორე დივიზიონი პირველ ადგილზე დაასრულა. რადგან იმ პერიოდში ლიგის გამარჯვებულის ავტომატურად დაწინაურება არ არსებობდა ლივერპულს უნდა ეთამაშა ტესტ მატჩი. თამაში უნდა გამართულიყო პირველი დივიზიონის აუტსაიდერ ნიუტონ ჰიტთან (თანამედროვე მანჩესტერ იუნაიტედი). ლივერპულმა ეს შეხვედრა მოიგო და პირველ დივიზიონში გადაინაცვლა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დაყო, 30 თამაშიდან შვიდის მოგებით სეზონი ცხილის ბოლოს დაასრულა. ლივერპული ბურისთან ტესტ მატჩში 1-0 დამარცხდა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.[7]
გაერთიანება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც ლივერპულის თამაშებზე დამსწრეთა რაოდენობამ იმატა სტადიონის ტერიტორიაც გაფართოვდა. აშენდა მთავარი ტრიბუნა, რამაც 20,000 ადამიანს თამაშის ყურების საშუალება მისცა. ლივერპულის ყოფნა მეორე დივიზიონში ცოტახანს გაგრძელდა, 1895-1896 სეზონში ლიგის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ ლივერპულმა სატესტო მატჩში გაიმარჯვა სმოლ ჰეტთან (თანამედროვე ბირმინგემი) და ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან, ამრიგად ლივერპულმა პირველ დივიზიონში გადაინაცვლა. 1896-97 სეზონში პირველად გავიდა ლიგის თასის ნახევარფინალში, სადაც შეხვდა ასტონ ვილას, მეორე ნახევარფინალში თამაშობდა ევერტონი, შესაძლებელი იყო ლიგის თასზე პირველი მერსისაიდული ფინალი გამართულიყო. ევერტონმა მოიგო, მაგრამ ლივერპული დამარცხდა 3–0.[8] სანდერლენდის ლიგაზე წარმატების შემდეგ (ოთხ სეზონში სამი გამარჯვება) მთავარი მწვრთნელი ტომ უოტსონი ლივერპულის ხელმძღვანელად დაინიშნა. წლიური ანაზრაურება £300, მწვრთნელისთვის ეს ყველაზე მაღალი ხელფასი იყო იმ პერიოდში.[9]
შემდგომ წლებში ლივერპულმა შეინარჩუნა ადგილი პირველ დივიზიონში და სეზონი მეხუთე და მეცხრე ადგილზე დაასრულა. 1898-99 სეზონში პირველად მიეცა კლუბს შანსი მოეგო ლიგის ტიტული, თუმცა უშუალო კონკურენტმა ასტონ ვილამ უკეთესი შედეგი აჩვენა.[10] ლივერპული ასოციაციის თასის ნახევარფინალში დამარცხდა შეფილდ იუნაიტედთან, პირველი თამაში ფრედ 2-2 დასრულდა, განმეორებითი თამაში ბერდენ პარკზე ასევე ფრედ 4-4, მეორე განმეორებითი შეხვედრა პატარა სტადიონ ფალოუფილდისზე არ შედგა, რადგან გულშემატკივრები მოედანზე შევიდნენ, საბოლოოდ ბეისბოლ გრაუნდზე შეფილდმა 1-0 გაიმარჯვა.[11]
1901 წელს ლივერპულმა პირველი ლიგის ტიტული მოიპოვა. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კაპიტან ალექს რაისბეკს[12] და თავდამსხმელ სემ რეიბოლდს. რაისბეკი ლივერპულს 1898 წელს შეუერთდა ჰიერბიანიდან, ერთი წლის შემდეგ გახდა კლუბის კაპიტანი, ხშირად იყო გუნდის გადამწყვეტი მოთამაშე თავდაცვაში და ასევე შეტევების ორგანიზატორი.[13] რეიბოლდი ადგილობრივი ახალი ბრაიტონიდან გადავიდა ლივერპულში, 1899-1900 სეზონში შეძლო 7 გოლის გატანა, ბოლო თერთმეტი თამაშიდან კლუბმა ცხრის მოგება მოახერხა. სულ ლივერპულის მაისურით 226 მატჩში 128 გოლი გაიტანა.[14] 1900-01 სეზონის თებერვალში ლივერპულის წარმატება საეჭვოდ გამოიყურებოდა, ამ მომენტისთვის დათმობილი იყო რვა თამაში, ქულათა რაოდენობა კი 31, მომდევნო თორმეტი თამაშიდან ლივერპულმა მოიგო 9, ფრედ ითამაშა 3 და პირველად ლიგის ტიტულის მფლობელი გახდა.[15] მომდევნო ორი სეზონი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, მეთერთმეტე და მეხუთე ადგილი ცრილში.[8] 1903-04 სეზონში ლივერპულმა მეორე დივიზიონში გადაინაცვლა, სადაც ერთი სეზონი გაატარა. 1906-07 სეზონში ლივერპულმა მეორედ მოიგო ლიგა და გახდა ერთადერთი კლუბი რომელმაც ერთდროულად პირველი და მეორე დივიზიონი მოიგო.[16][17] თუმცა ასოციაციის თასისი ნახევარფინალში ევერტონთან 2–0 დამარცხდნენ.[18]
1902 წელს გარდაიცვალა ჰოულდინგი, 1905 წელს კი განხორციელდა კლუბის მფლობელების რესტრუქტურიზაცია. არსებული 3000 წილიდან 2000 ჰოულდინგის ოჯახი ფლობდა. კლუბს ეკისრებოდა £10,000 სესხი, რასაც ემატებოდა ბანკის გადასახადი. ოჯახი მზად იყო უარი ეთქვა წილებზე თუ ბაკის სესხისგან გათავისუფლდებოდნენ. კლუბის გამგეობა დათანხმდა ამ წინადადებას. საბოლოოდ, ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს მაკკენა.[19]
კლუბის წარმატებასთან ერთად ქალაქ ლივერპულში უალტონ ბრეკ როუდის გასწვრივ ენფილდზე ახალი ტრიბუნა აშენდა.[20] ტრიბუნა ცნობილი გახდა სპიონ კოპის სახელით, რომელიც დაარქვა Liverpool Daily Post-ის და Echo ჟურნალისტმა ერნესტ ედუარდმა. სახელი მომიდნარეობს ბურების მეორე ომიდან, როცა სპიონ კოპის ბრძოლაში 300-მდე ლივერპულელი დაიღუპა, ბრიტანეთისთვის ამ ადგილის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.[21]
ლიგის მეორედ მოგების შემდგომ წლებში ლივერპული შეზღუდული წარმატებებით სარგებლობდა და ძირითადად სატურნირო ცხრილს შუაში ასრულებდა.1909-10 სეზონში ლივერპული მეორე ადგილს დასჯერდა და რამდენიმე ქულით ჩამორჩა ასტონ ვილას, ეს იყო ბოლო სეზონი როცა რაისბეკი კაპიტონობდა და მშობლიურ პატრიკ ტისლში დაბრუნდა. კაპიტნის წასვლა ლივერპულის თამაშებსაც დაეტყო, 1912-13 სეზონი კლუბისთვის მეთორმეტე პოზიციაზე დასრულდა. 1914 წელს ლივერპული პირველად გავიდა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, კრისტალ პალასის სტადიონზე ბარნლიმ 1-0 გაიმარჯვა. მომდევნო წელს ლივერპულის ოთხი მოთამაშე საფეხბურთო ფსონების სკანდალში გაეხვა, თამაში ეხებოდა ლივერპულის მარცხს მანჩესტერ იუნაიტედთან (2-0). თამაშის მსვლელობისას, მარცხის მიუხედავად, ლივერპულის ფეხბურთელი ფრედ პაგნამი იბრძოდა გამარჯვებისთვის, რასაც თანაგუნდელებისგან აგრესია მოყვა.[22] ფეხბურთის ასოციაციამ სკანდალში მონაწილეებს (4 ლივერპულიდან და 3 მანჩესტერიდან) ფეხბურთის თამაში აუკრძალა. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს 1917 წელს არასის ბრძოლაში დაიღუპა ტურნბელი. ფეხბურთის ასოციაციამ ფეხბურთელების კონფლიქტებში გაწვევა გააუქმა.[23]
ომებსშორისი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტომ უოტსონი 56-ე დაბადების დღის აღსანიშნავად მშობლიურ ქალაქ ნიუკასლს ეწვია, 3 კვირის შემდეგ მწვავე გაციება პნევმონიაში გადაეზარდა და 1915 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. რაისბეკიმ და ორმა ლივერპულის ფეხბურთელმა ნედ დოიგმა და არტურ გოდარმა უატსონის დაკრძალვაში კუბოს წაღებაში მიიღეს მონაწილეობა.[24]
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საფეხბურთო ლიგა შეჩერდა. ამ პერიოდში ლივერპული რეგიონალურ ლიგაში ლანკაშირულ სექციაცში ასპარეზობდა.[25] შეჯიბრება ორად გაიყო "ძირითადი ტურნირი" და "დამატებითი შეჯიბრება" , ლივერპული პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა 1917–18 წელს ხოლო მერე ეტაპის 1918–19-ში.[26] ომში ლივერპულის არაერთი ფეხბურთელი იბრძოდა, მათ შორის: ფილ ბრატლი, რობერტ კროუფორდი და ვილფრიდ ბარტროპი, ბარტროპი ერთადერთი იყო ვინც დაიღუპა 1918 წლის 7 ნოემბერს.[27]
ომის შემდეგ აღდგენილ სეზონში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა დევიდ ეშვოთი, გუნდმა ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჯორჯ V გახდა პირველი მონარქი, ვინც ლივერპული მანჩესტერ სიტის თამაშს დაესწრო.[28] მომდევნო1920-21 სეზონში კლუბი მეოთხე ადგილს დასჯერდა. შოტლანდიელი მცველი დონალდ მაკინლი გახდა გუნდის ახალი კაპიტანი 1922 წლის იანვრიდან 1928 წლამდე.[29][12] 1921-22 სეზონში ლივერპული ლიგის ჩემპიონი გახდა. სეზონის ბოლოს ექვსი თამაშის დათმობით ტიტულის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ბოლო ტურში ვესტ ბრომვიჩთან 4-1 მოგება საკმარისი იყო მესამედ გაჩემპიონებისთვის.[30]
შემდგომი სეზონის შუა პერიოდში ეშვოთმა გუნდი დატოვა, რადგან ოლდჰემ ატლეტიკის გაწვრთნით ის უფრო ახლოს იქნებოდა მეუღლესთან და ქალიშვილთან, რომლებიც სტოკპორტთან ცხოვრობდნენ.[31] შემცვლელი გახდა ლივერპულის ყოფილი მოთამაშე და კლუბის დირექტორი მეთ მაკქუინი. ის განიხილებოდა, როგორც დროებითი მწვრთნელი, მაგრამ ლივერპულის გაჩემპიონებამ მაკქუინს წასვლა გადააფიქრებინა.[32] ლივერპულის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა მეკარე ელაიშა სკოტს.[33] ჯამში საჩემპიონო სეზონში ლივერპულმა 60 ქულა დააგროვა და ვესტ ბროვიჩის სამი წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორა.[34]
წარმატებასთან ერთად იზრდებოდა მოთამაშეების ასაკიც, ზოგი მათგან, მაგალითად მეკარე სკოტი 1912 წლიდან ირიცხებოდა კლუბში.[35] 1923-24 სეზონი დაიწყო იმის იმედით, რომ ზედიზედ მესამედ იზეიმებდნენ ჩემპიონობას, ლივერპულმა სეზონი მეთორმეტე ადგილზე დაასრულდა. მომდევნო წელს კი მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაც მეორე მსოფლიო ომამდე კლუბისთის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.[36] 1925-26 წელს შეიცვალა თამაშგარეს წესები, რამაც მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობა გაზარდა.[37] წესების ცვლილებამ საშუალება მისცა ლივერპულს მოეპოვებინა მნიშვნელოვანი გამარჯვება მანჩესტერ იუნაიტედთან და ნიუკასლთან, ამის მიუხედავად, ლიგა მეშვიდე ადგილზე დასრულდა.[38]
1920-იან წლებში ენფილდზე კოპის სექცია თავიდან დაპროექტდა, რის შემდეგაც ტევადობა გაიზარდა 30,000 დასადგომი ადგილით.[39] იმ დროისთვის ეს ყველაზე დიდი სექცია იყო სადაც ზოგჯერ უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა ვიდრე ზოგიერთ სტადიონზე.[40] მაყურებელთა ზრდამ ლივერპულის შედეგები ვერ შეცვალა, 1928-29 წლის სეზონში გავიდა 90 გოლი, აქედან 30 გორდონ ჰოჯსონის სახელზე იყო, ტურნირი კი მეხუთე ადგილზე დასრულდა. მაკქუინს ადრეული წარმატების გამეორების იმედი ჰქონდა, მაგრამ ავტოვარაიაში მოხვედრის შემდეგ იძულებული გახდა პენსიაზე გასულიყო.[41] მაკქუინი შეცვალა კლუბის მდივანმა ჯორჯ პეტერსონმა.[42] სასურველი შედეგი ვერც ახალი მწვრთნელის პირობებში დადგა, კლუბი არასტაბილურ შედეგებს აჩვენებდა, ლივერპულმა 1930 წლის სექტემბერში ვესტ ჰემ იუნაიტედთან 7-0 მარცხიდან ცხრა დღეში ენფილზე ბოლტონ უონდერერს 7-2 სძლიეს.[43]
1930-იან წლებში კლუბის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, 1933-34 სეზონში მეორე დივიზიონში დაქვეითებას 4 ქულით გადაურჩნენ. ვეტერანმა მეკარე სკოტმა კლუბი დატოვა, რადგან მისი ბოლო სეზონი საშინელი აღმოჩნდა, 1934 წლის სტარტზე ათი მატჩიდან ლივერპულმა მხოლოდ ერთი მოიგო, ნიუკასლთა 9-2 წაგების შემდეგ კი სკოტი შეცვალა არტურ რაილიმ. ელაიშა სკოტი კლუბს ბელფასტ სელტიკიდან შეუერთდა და 24 წელი დაყო, ეს ლივერპულის ფეხბურთელისთის რეკორდული მაჩვენებელია.[44] მეკარის ცვლილებამ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, ლივერპულმა მომდევნო ტურებში ბიმინგემ სიტი დამარცხდა 6–2, ხოლო მიდლზბრო 4-1. ცხრილის ქვედა ნაწილში ჩამოსვლასთან ერთად დაიწყო მოთამაშეების დაკარგვაც, მთავარი მეგოლე ჰოჯსონი (358 თამაში ლივერპულში 233 გოლი) ასტონ ვილაში წავიდა. ტურნირის 19-ე ადგილზე დასრულების შემდეგ 1936 წელს მთავარი მწვრთნელი პატერსონი თანამდებობიდან გადადგა და კლუბში მდივნის საქმიანობას დაუბრუნდა.[42] შემცვლელი გახდა საუთჰემპტონის მწვრთნელი ჯორჯ კეი, თავდაპირველად შედეგები სახარბიელო არ იყო, 1936-37 სეზონის შემდგომი ორი წელი ლივერპულმა ტურნირი 11-ე ადგილზე დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის ლივერპული მუდმივად ცხრილის შუაში ასრულებდა.[30]
1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე 1939-40 სეზონი გაუქმდა. განახლების შემდეგ თამაშები რეგიონალურ ბაზაზე ტარდებოდა, პირველი მსოფლიო ომის მსგავსად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში კლუბები ვერ ახერხებდნენ სეზონის ბოლომდე მიყვანას. ლივერპული ჩრდილოეთის საფეხბურთო ლიგის მონაწილე იყო, რომელიც 1942-43 წელში მოიგო.[45] ბევრი ფეხბურთელი წავიდა ომში. ორი ლივერპულელი დაჯილდოვდა ომში გაწეული სამუშაოსთვი. ბერი ნოვენჰოუს მიენიჭა ჩეხეთის მედალი და ბილი ჯონს კი ბრიტანეთის სამხედრო მედალი.[25]
ომისშემდგომი ჩემპიონობა და დაღმასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვიდი სეზონის გამოტოვების შემდეგომ საფეხბურთო ლიგა 1946 წელს აღდგა. განახლებამდე ლივერპული რვა კვირით ამხანაგური თამაშების გასამართად შეერთებულ შტატებში და კანადაში გაემგზავრა, სადაც 10 მატჩში 70 გოლი გაიტანეს. ამ პერიოდში ლივერპულის ფეხბურთელებმა წონაში მოიმატეს საშუალოდ 7 ფუნტი (3.2 kგ). გასტროლებზე კლუბს თან დაყვებოდაThe New York Times-ის ჟურნალისტი, ის ნაწერებში აღნიშნავდა მოთამაშეების წონის მატების შესახებ.[46]
ომის შემდგომ პირველი ტური ენფილდზე დაიწყო, სადაც მიდლზბრომ 0-1 გაიმარჯვა, თამაშს ესწრებოდა 34,140 მაყურებელი.[47] პირველი მარცხის მიუხედავად ამ სეზონში ლივერპული გაჩემპიონდა.[48] წარმატებაში მთავარი როლი ჰქონდა შემტევ ფეხბურთელებს, მანჩესტერ იუნაიტედის 5-0 დამარცხების შემდეგ, კლუბმა ნიუკასლიდან შეიძინა ალბერტ შტუბინსი, ასევე სხვა შემტევი ფეხბურთელები ჯეკ ბალმერი და ბილი ლიდლი. შტუბინის და ბალმერის ანგარიშზე 24 გოლი დაგროვდა, ბალმერმა კი სამჯერ ჰეთ-თრიკი შეასრულა.[49]
კლუბმა ვერ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და მომდევნო ორი სეზონი 11-ე და 12-ე ადგილზე დაასრულა.[50] იმედგაცრუების წელი აღმონდა 1949-50 სეზონი, სტარტზე ლივერპული 19 მატჩი დაუმარცხებელი იყო და ლიგის სათავეში იმყოფებოდა, შემდგომ წაგებულმა თამაშებმა ლიგის მოგების იმედები გადაწურა. მიუხედავად ამისა, მერსისაიდული კლუბი წარმატებულად გამოდიოდა ასოციაციის თასზე, ფინალში არსენალთან დამარცხდა 2-0.[51]
ასოციაციის თასის ფინალის შემდეგ ლივერპულის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარსედა, ჯორჯ კეი შეცვალა დონ უელშიმ.[41] უელშის პირველი სეზონი წარუმატებელი გამოდგა, ლივერპული ასოცაციის თასის მესამე რაუნდიდან მესამე დივიზიონში მოასპარეზე ნორვიჩ სიტიმ გამოაგდო.[52] მომდევნო წელს ენფილდზე რეკორდული რაოდენობა 61,905 ადამიანი დაესწრო ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდს, სადაც ვულვერჰემპტონ უონდერერსი 2-1 დამარცხდა.[53][54] უელშის ხელმძღვანელობით ლივერპული სულ უფრო ფსკერისკენ ეშვებოდა,1953-54 სეზონი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, ბოლო ადგილის დაკავების გამო ლივერპული მეორე დივიზიონში დაქვეითდა.[55]
პირველი წელი მეორე დივიზიონში ლივერპულისთვის 11 ადგილზე დასრულდა.[56] ამ წელს ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა ბირმინგემ სიტისთან 9-1.[57] მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო სეზონში შედეგი გაუმჯობესდა და სატურნირო ცხრილი მესამე ადგილზე დასრულდა, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი უელშისთვის. ახალ მწვრთნელად დაინიშნა ლივერპულის ყოფილი კაპიტანი და სამწვრთნელო შტაბის წევრი ფილ ტეილორი.[58] ლივერპულმა გაიფორმა ახალი ფეხბურთელები რონი მორანი, ალან ა'კურტი და ჯიმი მელია, მთავარი მიზანი იყო პირველ დივიზიონში დაბრუნება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. 1959 წლის იანვარში ასოციაციის თასისი მესამე რაუნდში ლივერპული დამარცხდა არალიგის წევრმა ვორჩესტერ სიტიმ.[59] 1959-60 სეზონი შედარებით კარგად დაიწყო, მაგრამ სეზონის შუაში გუნდი კვლავ ცუდი შედეგების ჩვენებას დაუბრუნდა, ჰადერზფილდ თაუნთან მარცხის შემდეგ ტეილორი გაათავისუფლეს. კაცი, რომელმაც ტეილორი შეცვალა იყო ჰადერზფილდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბილი შენკი.[60]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Butler, Bryon (1988). The Football League: The First 100 Years. Guildford: Colour Library Books. ISBN 0-86283-583-6.
- Kelly, Stephen F. (1988). The Official Illustrated History of Liverpool FC: You'll Never Walk Alone. London: Queen Anne Press. ISBN 0-356-19594-5.
- Liversedge, Stan (1991). Liverpool: The Official Centenary History, 1892–1992. London: Hamlyn Publishing Group. ISBN 0-600-57308-7.
- Pead, Brian (1986). Liverpool: A Complete Record 1892–1986. Derby: Breedon Books. ISBN 0-907969-15-1.
- Williams, John (2010). Reds: Liverpool Football Club – The Biography. Edinburgh: Mainstream Publishing. ISBN 978-1-84596-682-9.
- Wilson, Jonathan; Murray, Scott (2013) The Anatomy of Liverpool: A History in Ten Matches. London: Orion. ISBN 978-1-4091-2692-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Liverpool Football Club is formed. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 September 2012. ციტირების თარიღი: 4 August 2015.
- ↑ Pead 1986, p. 9.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 11.
- ↑ 4.0 4.1 Kelly 1988, p. 15.
- ↑ Liverpool 4–1 South Shore. LFC History. ციტირების თარიღი: 19 February 2012.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 18.
- ↑ Kelly 1988, p. 17.
- ↑ 8.0 8.1 Liversedge 1991, p. 10.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 19.
- ↑ Liversedge 1991, p. 199.
- ↑ 1896–1899: A new exciting era at Liverpool. LFC History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2013. ციტირების თარიღი: 19 February 2012.
- ↑ 12.0 12.1 "Captains for Liverpool FC since 1892"
- ↑ Alex Raisbeck. LFC History. ციტირების თარიღი: 19 February 2012.
- ↑ Wilson & Murray 2013, pp. 30–31.
- ↑ Kelly 1988, p. 19.
- ↑ Scott Murray. (21 January 2011) The Joy of Six: Newly promoted success stories. The Guardian. ციტირების თარიღი: 3 October 2018.
- ↑ Karel Stokkermans. (17 June 2018) English Energy and Nordic Nonsense. RSSSF. ციტირების თარიღი: 3 October 2018.
- ↑ Kelly 1988, p. 21.
- ↑ Liversedge 1991, p. 108.
- ↑ Kelly 1988, p. 22.
- ↑ Kelly 1988, p. 117.
- ↑ Airey, Tom; Burnell, Paul (3 April 2015). „Man Utd v Liverpool: The 1915 Good Friday betting scandal“. BBC News. ციტირების თარიღი: 30 June 2015.
- ↑ Kelly 1988, pp. 28–29.
- ↑ Tom Watson. LFC History. ციტირების თარიღი: 12 June 2015.
- ↑ 25.0 25.1 Pead 1986, p. 259.
- ↑ Pead 1986, pp. 262–266.
- ↑ Wilfred Bartrop. National Football Museum. ციტირების თარიღი: 15 July 2015.
- ↑ Kelly 1988, p. 30.
- ↑ Donald Mackinlay, LFC History
- ↑ 30.0 30.1 Liversedge 1991, p. 17.
- ↑ Williams 2010, p. 56.
- ↑ Matt McQueen. LFC History. ციტირების თარიღი: 7 July 2015.
- ↑ Kelly 1988, p. 33.
- ↑ "Harry Chambers" LFChistory.net
- ↑ Kelly 1988, p. 34.
- ↑ Pead 1986, p. 14.
- ↑ Butler 1988, p. 76.
- ↑ Pead 1986, p. 104.
- ↑ Liversedge 1991, p. 113.
- ↑ Pearce, James (23 August 2006). „How Kop tuned in to glory days“. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 8 December 2008.
- ↑ 41.0 41.1 Liversedge 1991, p. 31.
- ↑ 42.0 42.1 George Patterson. LFC History. ციტირების თარიღი: 13 July 2015.
- ↑ Pead 1986, p. 15.
- ↑ Wilson & Murray 2013, pp. 37–38.
- ↑ Pead 1986, p. 274.
- ↑ Wilson & Murray 2013, p. 43.
- ↑ Liverpool 0–1 Middlesbrough. LFC History. ციტირების თარიღი: 12 February 2012.
- ↑ "Captains for Liverpool FC since 1892"
- ↑ Pead 1986, p. 19.
- ↑ Kelly 1988, p. 43.
- ↑ Pead 1986, p. 21.
- ↑ Kelly 1988, p. 50.
- ↑ Attendances. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2015. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ Heneghan, Michael. (12 December 2002) England FA Challenge Cup 1951–1952. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ Pead 1986, p. 23.
- ↑ Liversedge 1991, p. 208.
- ↑ Matches. Liverpool F.C. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2015. ციტირების თარიღი: 5 August 2015.
- ↑ Liversedge 1991, p. 33.
- ↑ Kelly 1988, p. 54.
- ↑ Pead 1986, p. 24.