საფეხბურთო კლუბ ლივერპულის ისტორია (1959–1985)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Four trophies inside a glass cabinet. The trophies have ribbons on them and there is memorabilia next to them
ლივერპულის თასების მუზეუმი. 1977 წლიდან 1984 წლამდე ოთხჯერ მოგებული ევროპული თასები

საფეხბურთო კლუბ ლივერპულისთვის 1959 წლიდან 1985 წლამდე პერიოდი იწყება მთავარ მწვრთნელად ბილ შენკლის დანიშვნით, ლივერპული მეორე დივიზიონიდან უბრუნდება უმაღლეს ჩემპიონატს, მომდევნო წლებში კლუბმა არაერთი ტიტული მოიგი, წარმატების წლები სრულდება ეიზელის სტადიონის კატასტროფით.

შენკლიმ კლუბში მისვლის შემდეგ ლივერპული დაატოვებინა 24 ფეხბურთელს და შექმნა სპეციალური ოთახი სადაც სამწვრთნელო შტაბი საფეხბურთო ტაქტიკებს განიხილავდა.1961-62 სეზონში ლივერპული იმარჯვებს მეორე დივიზიონში და რვა წლის შემდეგ პირველი დივიზიონის წევრი ხდება. კლუბს დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ (1963-64) როგორც ინგლისის ჩემპიონს, პირველად ეძლევა ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება. 1965 წელს ლივერპულმა პირველად მოიგო ასოციაციის თასი, ხოლო ინგლისის ჩემპიონი კვლავ გახდა 1965-66 და1972-73 წლის სეზონებში. 1973 წელს კლუბმა პირველი ევროპული ჯილდო უეფა-ს თასი მოიპოვა. 1974 წელს ასოციაციის თასის მოგების შემდეგ ბილ შენკლიმ კლუბი დატოვა.

შენკლი შეცვალა მისმა ასისტენტმა ბობ პეიზლიმ. სადებიუტო სეზონში ლივერპულმა პირველ დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა. ინგლისელი მწვრთნელის პერიოდში ლივერპულმა არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის სამი ევროპის თასი (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა) და ოთხი ლიგა. 1982-83 სეზონში პეიზლის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ხდება მისი ასისტენტი ჯო ფაგანი.

ფაგანის სადებიუტო სეზონში კლუბმა მეოთხედ მოიგო ევროპის თასი, ასევე ლიგა და ინგლისის ლიგის თასი. 1985 წელს ევროპის თასის ფინალზე ბრიუსელის ეიზელის სტადიონზე ერთმანეთს შეხვდნენ ლივერპული და იუვენტუსი. თამაშის დაწყებამდე ლივერპულის გულშემატკივრებმა დაარღვიეს სტადიონის ჯებირები და იუვენტუსის ფანებს თავს დაესხნენ. სტადიონმა ადმიანების წონას ვერ გაუძლო და საყრდენი კედელი ჩამოინგრა, დაიღუპა 39 გულშემატკივარი, უმეტესად იტალიელები. სასჯელის სახით უეფამ ყველა ინგლისური კლუბი ხუთი წლით ევრო ტურნირებიდან მოკვეთა.

1959–65: ხელახლა აშენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Statue of Bill Shankly with his arms held aloft
ენფილდის გარეთ დადგმული ბილ შენკლის ქანდაკება. შენკლიმ 1947 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის ჩემპიონობა

1959-60 სეზონის შუა პერიოდში ჰადერზფილდ თაუნის მთავარი მწვრთნელი ბილ შენკლი ლივერპულის მწვრთნელად დაინიშნა. მას ლივერპულის პრეზიდენტმა ტომ უილიამსა კითხა მზად იყო თუ არა ქვეყნის საუკეთესო კლუბი გაეწვრთნა, რაზეც შენკლიმ მიუგო "რატომ, განა მეთ ბასბი წავიდა?"[1] ჰადერზფილდის ამბიციების ნაკლებობამ და ლივერპულში არსებულმა პოტენციალმა შენკლი აიძულა რომ ლივერპულში გადასულიყო.[2] მისი მოვსლის პერიოდში კლუბი მეორე დივიზიონში იყო დაქვეითებული 1954 წლიდან.[3] პირველ სეზონში შენკლიმ ორ ფეხბურთელს მისცა დებიუტის საშუალება: იან კალაჰანი, მომავალში კლუბის რეკორდსმენი და რობერტ ჰენტი, შემდგომ წლებში მთავარი გოლეადორი.[4][5]

შენკლის მისვლავს კლუბში მყისიერი წარმატება არ მოჰყოლია, პირველი წელი მეორე დივიზიონში მესამე ადგილზე დასრულდა.[6] შოტლანდიელმა სპეციალისტმა ძირეული ცვლილებები დაიწყო, მან მოთამაშეების 24 კაციანი სია შეადგინა ვისაც კლუბი უნდა დაეტოვებინათ. სეზონის ბოლოს ისინი წავიდნენ.[7] შენკლიმ თანამშრომლებისთვის არსებული ოთახს ახლებური დანიშნულება მოუძებნა.[8] ეს სივრცე უნდა გამოყენებულიყო შეხვედრების ოთახად, სადაც ის და სამწვრთნელო შტაბის წევრები განიხილავდნენ სტრატეგიულ საკითხებს. ბუტრუმი კლუბის მომავალი წარმატების საწინდარი უნდა გამხდარიყო.[9] მოგვიანებით ბობ პეიზლი იტყვის: "ბუტრუმში იმაზე ცხარე დისკუსიები იმართებოდა ვიდრე პოლიტიკრ სხდომათა დარბაზებში. რაც ამ ოთხ კედელში ხდებოდა განსაკუთრებულ მისტიკურ ელფერს ანიჭებდა ამ ადგილს."[10]

მომდევნო სეზონი კვლავ მესამე ადგილზე დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ 14 თამაში არ ჰქონდა გუნდს წაგებული, სეზონის სტარტზე 5 თამაშის დათმობამ ხელი შეუშალა უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებას.[8] კლუბის აქციონერი ჯონ მორისი მიიჩნევდა, რომ მეტი ფული უნდა დახარჯულიყო ტრანსფერებზე, მან მოუწონდა კიდეც კლუბის პრეზიდენტს აქტიური ქმედება დაეწყო.[11] მომდევნო წელს შენკლიმ ლივერპულის რიგებში მოტერუელიდან იან სტ ჯონი და დანდი იუნაიტედიდან რონ იეიტსი დაიმატა.[12] იმდენად დარწმუნებული იყო ამ ტრანსფერების სისწორეში, რომ ამბობდა "გამათავისუფლეთ თუ ვერ ითამაშებენ"[13] ამ შენაძენის შემდეგ კლუბი პირველ დივიზიონში გადავიდა, მეორე დივიზიონი 62 ქულით ისე დამთავრდა რომ ლივერპულს ერთი თამაშიც არ წაუგია საშინაო ენფილდის სტადიონზე.[14] 1962-63 სეზონში რვა წლის შემდეგ ლივერპული უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. მძიმე სტარტის მიუხედავად, 1963 წლის მარტში ლივერპული მეხუთე პოზიციაზე იმყოფებოდა და 13 თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.[15] ლივერპული ასოციაციის თასის ნახევარფინალში 1-0 დამარცხდა ლესტერ სიტისთან, რასაც ტოტენჰემ ჰოტსპურთან 7-2 მარცხი მოყვა, საბოლოოდ მიმდინარე სეზონი მერვე ადგილზე დასრულდა.[16]

ლივერპული აიაქსის წინააღმდეგ, ნიდერლანდებში. თამაში 5-1დასრულდა.

მომდევნო წელს ლივერპულის რიგებს პრესტონ ნორტ ენდიდან შეუერთდა პიტერ ტომპსონი, შენკლის აზრით ის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას შეძლებდა.[17] კლუბისთვის 1963-64 სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო, ცხრა თამაშიდან მხოლოდ ცხრა ქულა.[18] ლივერპულმა 1950 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა ევერტონის წინააღმდეგ მერსისაიდული დერბში 2-1.[19] ლივერპული სატურნირო ცხრილში დაწინაურდა, მომდევნო 30 მატჩში 47 ქული მოაგროვა და მეექვსედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.[17] ენფილდზე დამსწრეთა რაოდენობა საშუალოდ 50,000-მდე გაიზარდა. ამ პერიოდიდან იწყება ფანების მიერ სიმღერების შესრულება, მათ შორის იყო ლივერპულის ჰიმნი You'll Never Walk Alone.[20]

გაჩემპიონების შემდეგ ლივერპული პირველად გამოჩნდა ევროპულ ტურნირებზე, ეს იყო ევროპის თასის 1964-65 სეზონი. პირველი მეტოქე ბელგიური ანდერლეხტი იყო, შენკლის გადაწყვეტილებით ფეხბურთელები მთლიანად წითელ ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. მისი აზრით ამით მოწინააღმდეგეებზე ზეგავლენას მოახდენდნენ.[21] ლივერპული ნახევარფინალში იტალიურ ინტერთან დამარცხდა. შედეგი საკამათო იყო, შენკლი კი მიიჩნევდა, რომ მსაჯები ინტერის სასარგებლოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.[22] ევროპული მარცხის პარალელურად ლივერპული ასოციაციის თასის ფინალში გავიდა სადაც მოწინააღმდეგე ლიდზ იუნაიტედი იყო. თამაში ფრედ დასრულდა, დამატებით დროში ჰანტმა გოლი გაიტანა, ლიდზმა გაათანაბრა, საბოლოოდ გაამარჯვების გოლი სტ ჯონსმა შეაგდო. ისტორიაში პირველად ლივერპულმა ინგლისის ასოციაციის თასის მოიგო.[23] ასოციაციის თასზე წარმატების მიუხედავად, ლიგაში მერსისაიდულმა კლუბმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა სეზონი.[24]

1965–70: სტაბილურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რონ იეიტსი ლივერპულის კაპიტანი 1961 - 1970 წლებში.[25]

ასოციაციის თასის მოგება ნიშნავდა 1965-66 წლის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირზე გასვლას. ლივერპულმა ფინალამდე მიაღწია, სადაც მოწინააღმდეგე ბორუსია დორტმუნდი იყო. 90 წუთის შემდეგ ანგარიში 1-1 იყო, თამაში დამატებით დროში გადავიდა სადაც გერმანელებმა იმარჯვეს 2-1.[26] შენკლი უკმაყოფილი იყო და თქვა "ჩვენ კარგად ვერ ვითამაშეთ და ორი სულელური გოლი მივიღეთ".[27] ასევე მარცხით დასრულდა ასოციაციის თასის მესამე ტური ჩელსისთან.[28] თასიდან გამოვარდნის შემდეგ 1966 წლის აპრილში ჩელსი და ლივერპული ერთმანეთს ლიგაზე შეხვდნენ სადაც "წითლებმა" იმარჯვეს.[29]

არც შემდეგი წელი ყოფილა წარმატებული. ევროპის თასის 1966-67 სეზონში ლივერპული კვლავ დაბრუნდა, თუმცა ჰოლანდიურმა აიაქსმა გამოაგდო, ორივე მატჩის ანგარიში 7-3 იყო.[30] ასევე იმედგაცრუებით დასრულდა ლიგაც (მეხუთე ადგილი), ბოლო თერთმეტი თამაშიდან ლივერპულმა მხოლოდ ორჯერ მოიგო.[31] ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბლეკპულიდან ემლინ ჰიუზის დამატება £65,000-ად, შემდგომში ემლინი ლივერპულის კაპიტანი გახდა.[32] ლივერპულმა კარგად დაიწყო 1967-68 სეზონი, ნოემბრის ბოლომდე ცხრილში ლიდერობდა.[33] გადატვირთულმა სათამაშო კალენდარმა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასზე, ასოციაციის თასზე დ ინგლისის ლიგის თასზე უარყოფითად იმოქმედა და შიდა ჩემპიონატში ქულები დაიკარგა.[34] სეზონი მესამე ადგილზე დასრულდა მანჩესტერ სიტის და მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ.[35] ლივერპულისთვის წარმატება არცერთ ტურნირზე არ ჰქონია, მაქსიმუმი ასოციაციის თასის მეთხედფინალში გასვლა იყო.[36]

შემდგომ სეზონში ლივერპული მალევე გამოეთიშა სხვადასხვა ტურნირებს. კალენდრის შემცირება ლიგის თამშებზე არ ასახულა, საბოლოოდ ლიდზ იუნაიტედს ექვსი ქულით ჩამორა.[33] შენკლის ფეხბურთელების ასაკი მატულობდა. გარი ბაირნი ლივერპულიდან წავიდა, მან 12 სეზონი და 333 თამაში ჩაატარა.[37] შენკლიმ გუნდის შემადგენლობის გადახალისება დაიწყო, სეზონის ბოლოს შეიძინა ჰიუზი და რეი კლემანსი. თუმცა ყველა ტრანსფერი წარმატებული არ ყოფილა, ჩელსიდან £96,000 შეძელი ტონი ჰატლი, ცუდი ფორმის და ტრამვიანობის გამო მალევე გაუშვეს კოვენტრი სიტიში.[38] 1968-69 სეზონში სარეკორდო £100,000 ტრანსფერი შედგა ვულვერჰემტონტ უონდერერსთან, ალუნ ევანზი ლივერპულის ფეხბურთელი გახდა. კარგი სტარტის მიუხედავად ტრამვიანობამ ევანზის კარიერას ხელი შეუშალა.[39]

1969-70 სეზონში ლივერპულში ბოლო თამაში ჩაატარეს სტ ჯონმა და იეიტსმა.[40] უოტფორდთან ასოციაციის თასის მატჩმა შენკლი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ლივერპულის რამდენიმე ფეხბურთეს კლუბი უნდა დაეტოვებინა.[41] სეზონის სტარტზე ლივერპული დაუმარცებელი იყო (10 მატჩი), ეს სერია 1-0 გამარჯვებით მანჩესტერ იუნატედმა დაასრულა.[42] ლივერპულმა სეზონის სტარტის ფორმა ვერ შეინარჩუნა და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.[43] ასევე წარუმატებელი გამოდგა გამოსვლა ასოციაციის თასზე და ბაზრობათა თასზე.[36]

1970–75: გარდამავალი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენკლიმ ახალი გუნდის ფორმირება 1970-71 სეზონში დაიწყო, ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებით გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი გახდა.[40] ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდნენ: ტივ ჰეივეი, ელის ლინდსლი და ლარი ლორდი. კარდიფ სიტიდან გადმოსულმა ჯონ ტოშაკმა ჰუნტი ჩაანაცვლა.[44] სატურნირო ცხრილში კლუბის პოზიცია არ გაუმჯობესებულა, სეზონი კვლავ მეხუთე ადგილზე დასრულდა, ასევე წარუმატებელი იყო ბაზრობათა თასზე ასპარეზობა, სადაც ნახევარფინალში ლიდზ იუნაიტედმა გაიმარჯვა.[45] ასოციაციის თასის ფინალში კი მოწინააღმდეგე არსენალი იყო. თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში ლონდონურმა კლუბმა გაიმარჯვა 2-1 და დუბლის შესრულება შეძლო.[46]

A set of gates with the inscription "Paisley Gateway" at the top. In the middle of the sets of gates are two emblems
პეიზლის ჭიშკარი, შექმნილია ლივერპულის ყველაზე წარმატებული მწვრთნელის ბობ პეიზლის საპატივსცემოდ

არსენალთან ფინალის წაგების შემდეგ შენკილიმ სკანთროპ იუნაიტედიდან შეიძინა კევინ კიგანი. კიგანი გუნდის მთავარი ფეხბურთელი გახდა, მისი სადებიუტო გოლი პირველივე თამაშში მოედანზე შესვლიდან 12 წუთში შედგა.[47] კიგანის დამატებამ მერსისაიდული კლუბი საჩემპიონო ბრძოლაში დააბრუნა, ბოლო ტურამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა, ლივერპული ერთი ქულით ჩამორჩებოდა დერბი ქაუნთს, თუ არსენალს დაამარცხებდა ლივერპული ჩემპიონი გახდებოდა, ეს ვერ მოხერხდა და საზონი მესამე ადგილზე დასრულდა.[48] 1972-73 სეზონში შენკლის ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ევროპული ტიტული უეფა-ს თასი მოიგო. ასევე კარგად დაიწყო ლიგაც, შეფილდ იუნაიტედის 5-0 დამარცხების შემდეგ ლივერპულმა პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა,[49] სადაც მთელი სეზონი დარჩა და ლესტერ სიტისთან 0-0-ის შემდეგ ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.[49] ლიგის მერვედ მოგებით ლივერპული დაეწია არსენალის მაჩვენებელს.[50] უეფას თასის ფინალში მეტოქე გერმანული კლუბი ბორუსია მენხენგლადბახი იყო. პირველი ტაიმი "წითლების" გამარჯვებით 3-0 დასრულდა, მეორე ნახევარში გერმანელებმა 2 გოლის გატანა შეძლეს, საბოლოო ანგარიში 3-2.[51] ლივერპული გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში ლიგა და ევროპული ტურნირი მოიგო.[52]

1973 წელს კლუბის პრეზიდენტი გახდა ბიზნესმენი ჯონ სმიტი, დანიშვნის მთავარი მიზეზი ბიზნეს გამოცდილება იყო.[53] ახლად არჩეულ პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მოქმედებისთვის ხანგრძლივი დრო იყო საჭირო და კლუბის პოლიტიკა შესაცვლელი იყო, როცა ცვლილებები ხდებოდა ყოველ სამ წელიწადში.[54] 1973 წელს ენფილდზე განახლდა ტრიბუნები.[55] ლიგის მოგება ავტომატურად გულისხმობდა ევროპის თასის 1973-74 სეზონში მონაწილეობას. წინა წლისგან განსხვევბით ეს სეზონი ლივერპულისთვის წარუმატებელი იყო, მეორე ტურში იუგოსლავიურმა ცრვენა ზვეზდამ გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა, ლივერპული კი ტურნირს გამოეთიშა.[56] უიღბლო გამოდგა ლიგაზე ასპარეზობაც, მარცხი ქოვენთრი სითისთან და დერბი ქაუნთან, ამ დროს ლიდზ იუნაიტედი 29 მატჩი დაუმარცხებელი იყო.[57] სეზონის ბოლოს ცხრილში მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა ბოლო რვა მატჩიდან ორის მოგებამ ლივერპულს ჩემპიონობის შანსები აღარ დაუტოვა და მეორე ადგილს დასჯერდა.[58] სხვა ტურნირებში წარუმატებლობის მიუხედავად ინგლისის თასის ფინალში 3-0 დამარცხდა ნიუკასლ იუნაიტედი და ამით ლივერპულმა მეორე "ფა თასი" მოიპოვა.[59] სეზონის ბოლოს შენკლიმ რეი კენედი შეიძინა არსენალიდან, ეს მისთვის ბოლო სამწვრთნელო გადაწყვეტილება იყო. ბილ შენკლიმ თანამდებობა დატოვა,[60] მწვრთნელად დაინიშნა შენკლის ასისტენტი ბობ პეიზლი.[61]

შენკლი კვლავ განაგრძობდა მელვუდში სტუმრობას, მოთამაშეები მას კვლავ "ბოსად" მოიხსენიებდნენ. ამის გამო, პეიზლიმ თხოვა, რომ სამწვრთნელო პროცესში არ ჩარეულიყო რადგან ფეხბურთელებს მისდამი ნდობა გასჩენოდათ.[62] 1974-75 სეზონი ლივერპულმა წარმატებით დაიწყო, ლიგის ექვს თამაშში გამარჯვებას მოყვა თასების მფლობელთა თასზე ისტორიული შედეგის დაფიქსირება, სადაც ნოვეგიული კლუბი სტრიომსგოდსეტი 11-0 დამარცხდა.[63] თუმცა ტურნირიდან ლივერპული უნგრულმა ფერენცვაროშმა გამოაგდო.[64] კლუბი მალევე ჩამოშორდა ასოციაციის თასის და ლიგის თასის გათამაშებას.[65] კარგი სტარტის მიუხედავად ლივერპულისთვის ლიგა მეორე ადგილზე დასრულდა.[61] სეზონის განმავლობაში პეიზლიმ რამდენიმე ფეხბუთელი მოიყვანა: ფილ ნილი, ტერი მაკდერმორტი და ჯიმი კეისი, რომლებიც გახდნენ კლუბის მომავალი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი.[65]

1975-81: წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Kenny Dalglish in a white shirt, wearing sunglasses.
კენი დალგლიში გამარჯვების გოლის ავტორი 1978 წლის ევროპის თასის ფინალში

1975-76 სეზონი ქუინზ პარკ რეინჯერსთან 2-0 მარცხით დაიწყო.[63] ოქტომბრის შუა პერიოდამდე შედეგები არ გაუმჯობესებულა, პირველი თორმეტი თამაშიდან მხოლოდ ექვისის მოგება.[63] ლივერპული გამარჯვების გზას დაუბრუნდა სეზონის მეორე ნახევარში, ამ დროს ქუინზ პარკთან ერთი ქულის სხვაობა იყო.[61] ბოლო ტურში უნდა გარკვეულიყო გამარჯვებულის ვინაობა, ქუინზ პარკს დასრულებული ჰქონდა თამაშები, ხოლო თუ ლივერპული ვულვერჰემპტონს ვერ მოუგებდა გამარჯვებულიც ვერ გახდებოდა, მძიმე სტარტის მიუხედავად საბოლოოდ ეს შეხვედრა 3-1 დასრულდა და ლივერპული ჩემპიონი გახდა.[66] თუმცა გამოეთიშა ასოციაციის და ლიგის თასების გათამაშებას, მაგრამ გავიდა უეფას თასის ფინალში, სადაც ბელგიური კლუბი ბრიუგე 4-3 დაამარცხა და ლივერპულმა მეორედ მოიგო უეფას თასი.[67]

1976-77 სეზონის სტარტზე კიგანმა განაცხადა, რომ ლივერპულის მთავარი მიზანი ევროპული თასების მოგება იქნებოდა: "ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ამბიცია, გვსურს გავიდეთ ევროპის თასზე. ბოლო ხუთ წელში ჩვენ მოვიგეთ ყველაფერი, შემდეგი ევროპის თასია."[68] ლივერპულმა სეზონი კარგად დაიწყო პირველი 16 თამაშიდან მხოლოდ ორი წაგება, "წითლები" სეტემბერში უკვე ცხრილის სათავეში იმყოფებოდნენ.[69] საშობაოდ ასტონ ვილასთან 5-1 მარცხის მიუხედავად ლივერპული მეათედ გახდა ჩემპიონი.[70] წარმატებული იყო ევროპული ასპარეზობა, ევროპის თასის (თანამედროვე ჩემპიონთა ლიგა) ფინალში გლადბახის 3-1 დამარცხებით ლივერპული პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა.[71] პეიზლის გუნდს ასოციაციის თასის მოგებით ტრებლის შესრულების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ფინალი მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო.[72]

1977-78 სეზონის დასაწყისში კიგანი ჰამბურგმა იყიდა £500,000-ად.[73] პეიზლიმ შემცვლელად სელტიკიდან კენი დალგლიში მოიყვანა, შოტლანდიელი ფეხბურთელის გავლენა მყისიერი იყო, მან პირველივე სეზონში ლიგის 42 მატჩში 20 გოლი გაიტანა.[74] დალგლიშს ეკუთვნის გამარჯვების გოლი ევროპის თასის ფინალში ბრიუგეს წინააღმდეგ,[75] ლივერპული გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.[76] ევროპაში წარმატების პარალელურად ინგლისის ჩემპიონატში ლივერპული გამარჯვებულ ნოტინგემ ფორესტს შვიდი ქულით ჩამორჩა, ასევე ნოტინგემი იყო მთავარი მოწინააღმდეგე ლიგის თასის ფინალში.[77] თამაში ფრედ 0-0 დასრულდა, რის გამოც განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ნოტინგემმა 1-0 გაიმარჯვა.[78]

1978-79 სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო. ლივერპული ევროპის თასიდან ნოტინგემ ფორესტმა გამოთიშა, ხოლო ლიგის თასიდან შეფილდ იუნაიტედმა. მარცხი გამოსწორდა ლიგაზე კარგი თამაშებით, ექვისდან ექვსივე მოგება და წაუგებლობა 12 თამაშში, კარგი სერია დასრულდა ევერტონთან 1-0 მარცხით.[79] ლივერპულმა დამაჯერებელი ფორმა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა და ინგლისის ჩემპიონი გახდა, ნოტინგემ ფორესტი ლივერპულს რვა ქულით ჩამორჩა.[78] "მერსისაიდულმა კლუბმა" ლიგაზე რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა, მათ შორის ლიდზ იუნაიტედის 1968–69 სეზონში მოპოვებული უმაღლესი 67 ქულა და გაშვებული 16 გოლი, ასევე რეკორდულად მცირე მაჩვენებელია.[74]

ჩემპიონობა შენარჩუნდა მომდევნო სეზონში. მიუხედავად საუთჰემპტონთან და ნოტინგემ ფორესტთან სეზონის სტარტზე განცდილი მარცხისა 1980-ის იანვარში ლივერპული ცხრილში ლიდერობდა, ასტონ ვილასთან 4-1 მოგების შემდეგ კი ოფიციალურად გახდა გამარჯვებული.[80] კლუბის წარმატების გასაღები ენფილდი იყო, მთელი სეზონის განმავლობაში საშინაო არენაზე ლივერპულს არ წაუგია და მხოლოდ 8 გოლი გაუშვა.[74] ლიგაზე წარმატების პარალელურად ლივერპული ევროპის თასიდან საბჭოთა დინამო თბილისმა გამოაგდო.[81] უკეთესად გამოვიდნენ ლიგის და ასოციციის თასზე, მაგრამ ვერც ამ ტურნირებში შეძლეს ნახევარფინალების გადალახვა.[78] სეზონის განმავლობაში ლივერპული გახდა პირველი ბრიტანული კლუბი, რომელმაც კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე მაისურზე სპონსორის Hitachi-ის ლოგო გამოსახა.[82]

1980-81 სეზონში ლივერპული იბრძოდა როგორც ლიგაზე ასევე ევროპის თასზე. ლიგაზე რვა თამაშის წაგებამ და 17 თამაშის ფრედ დასრულებამ ლივერპულს ბოლო 16 სეზონში ყველაზე ცუდი მეხუთე ადგილი დააკავებინა, გამარჯვებული კი ასტონ ვილა გახდა.[83] უკეთესად გამოიყურებოდა ლიგის თასის შეჯიბრება, სადაც ფინალში ვესტ ჰემ იუნაიტედი 2-1 დამარცხდა.[84] ევროპის თასის ფინალში ლივერპულის მეტოქე რეალ მადრიდი იყო. ალან კენედის გოლით ლივერპულმა მესამედ მოიგო ევროპული თასი.[85]

1981–85: ტრიუმფი და ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Exhibit of Liverpool F.C. memorabilia from the 1984 European Cup Final
კლუბის მუზეუმში გამოფელი 1984 წლის ევროპის თასის ფინალის მოგონება

წინა სეზონის ჩაგდების შემდეგ მთავარი მიზანი ლიგის მოგება იყო. მეკარე კლემენსმა კარიერა ტოტენჰემში გააგრძელა, მის ნაცვლად მოიყვანეს ბრუს გრობელერი.[86] ლივერპულმა სეზონის სტარტი ცუდად დაიწყო, პირველ მატში მარცხს რამდენიმე ფრე მოყვა.[87] გუნდის ცუდი შედეგები გაგრძელდა 1981 წლის დეკემბრამდე, ამ დროს 17 თამაშიდან მხოლოდ 6 იყო მოგებული და ცხილის ბოლოსკენ იმყოფებოდა.[84] სეზონის მეორე ნახევარში ყველაფერი გამოსწორდა, ბოლო 11 შეხვედრიდან ყველას მოგებამ ლივერპულს საშუალება მისცა კვლავ გამხდარიყო ჩემპიონი, უშუალო კონკურენტი იფსვიჩ თაუნი კი 4 ქულით ჩამორჩა.[88] ლიგის ტიტული შენარჩუნდა 1982-83 სეზონშიც, მეორე ადგილზე მყოფი უოტფორდი 11 ქულით ჩამორჩებოდა.[89] ლივერპული გამოეთიშა ასოციაციის თას და ევროპულ თას მეხუთე რაუნდში და მეოთხედ ფინალში, მაგრამ წარმატებული იყო ლიგის თასზე ასპარეზობა. ფინალში მანჩესტერ იუნაიტედის 2-1 დამარცხებით ლივერპული ზედიზედ მესამედ გახდა გამარჯვებული.[90] სეზონის სტარტზე პეიზლიმ განაცხადა, რომ ასაკის გამო წასვლას აპირებდა.[91] პეიზლიმ მწვრთნელობის პერიოდში მოიგო 6 ლიგის ჩემპიონობა, 3 ევროპის თასი და ლიგის თასები, ის ლივერპულის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა.[90] ახალ მწვრთნელად დაინიშნა პეიზლის ასისტენტი ჯო ფაგანი.[92]

წარმატებული იყო 1983-84 სეზონი, ლივერპული ზედიზედ სამგზის გამარჯვებული გახდა ინგლისში. მძიმე სტარტის მიუხედავად ნოემბერში უკვე ცხრილის ლიდერი იყო, კონკურენტი საუთჰემპტონი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.[93] წარმატების გასაღები აღმოჩნდა თავდამსხმელი იან რაში, ლიგაზე 32 გოლით და სამ სხვადასხვა ტურნირზე 13 გოლით.[93] ლივერპული კვლავ გავიდა ლიგის თასის ფინალში, მოწინააღმდეგე მხარეს ევერტონი იყო. უემბლის სტადიონზე შეხვედრა 0-0 დასრულდა, ერთი კვირის შემდეგ განმეორებითი თამაში მეინ როუდზე შედგა, სადაც გრაამ სოუნსის გოლით ლივერპულმა 1-0 გაიმარჯვა და ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს.[94] ასევე წარმატებული იყო გამოსვლა ევროპულ თასზე. რომში სტადიო ოლიმპიკოზე ფინალში მოწინააღმდეგე ადგილობრივი რომა იყო. 90 წუთში დაფიქსირდა ფრე 1-1, დაინიშნა პენალტების სერია სადაც ლივერპულმა მოიგო.[95]

ეიზელის სტადიონის გეგმა სადაც ნაჩვენებია კატასტროფის ადგილი

მომდევნო წელი ფაგანისთვის წარუმატებელი იყო, ცხრა წელში პირველად ლივერპულმა ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო ვერცერთ ტურნირზე.[96] ლიგის ცხრილში ლიდერობა 1984 წლის ოქტომბერში დასრულდა.[97] შედგომ თამაშების მოგების მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა ევერტონთან 13 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა და ლივერპულისთვის ლიგა მეორე ადგილზე დასრულდა.[98] წარუმატებელი იყო თასებზე ასპარეზობაც, ლიგის თასიდან მესამე რაუნდში, ხოლო ასოციაციის თასის ნახევარინალიდან მანჩესტერ იუნაიტედმა გამოაგდო .[99] ლივერპული მეხუთედ გავიდა ევროპის თასის ფინალში.[100] სანამ თამაში დაიწყებოდა იუვენტუსის წინააღმეგ, ეიზელის სტადიონზე ტრაგედია დატრიალდა. ლივერპულის გულშემატკივრებმა გადალახეს დამცავი ჯებირები და იუვენტუსის ქომაგებს თავს დაესხნენ, ფანების ნაწილი გაიქცა, ბევრი ადამიანის ერთად შეკრებამ სტადიონის კედლის ჩამონგრევა გამოიწვია, დაიღუპა 39 გულშემატკივარი, უმეტესობა იტალიელები.[101] კედლის ჩამოგრევამ თამაში ორი საათით გადაწია, განიხილებოდა შეხვედრის გაუქმებაც, მაგრამ შიშობდნენ რომ ეს უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევდა.[102] ფინალი იუვენტუსმა 1–0 მოიგო.[103]

მატჩის შემდეგ ეიზელის სტადიონის კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ლივერპულელ გულშემატკივრებს დაეკისრათ. UEFA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუნტერ შნაიდერმა თქვა "მხოლოდ ინგლისელი ფანები არიან პასუხისმგებლები. ეს ეჭვგარეშეა".[104] შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კლუბებს დაატოვებინა ევროპული შეჯიბრებები, ორი დღის შემდეგ უეფამ ყველა ინგლისურ კლუბს განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა.[105] სასჯელი 5 წელი იყო, ლივერპულს კი დამტებით 1 წელი.[106] ფაგანმა დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.[107] ის შეცვალა კენი დალგლიშმა და გახდა მოთამაშე-მწვრთნელი.[99]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shankly & Roberts 1976, p. 84.
  2. Shankly signs in at Anfield. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 21 January 2016.
  3. Pead 1986, p. 23.
  4. Ian Callaghan. LFC History. ციტირების თარიღი: 20 December 2015.
  5. Roger Hunt. LFC History. ციტირების თარიღი: 20 December 2015.
  6. Wilson & Murray 2013, p. 90.
  7. Wilson & Murray 2013, p. 89.
  8. 8.0 8.1 Pead 1986, p. 24.
  9. Kelly 1988, p. 57.
  10. Wilson & Murray 2013, p. 120.
  11. Williams 2010, p. 118.
  12. Wilson & Murray 2013, p. 93.
  13. Shankly & Roberts 1976, pp. 90–91.
  14. Pead 1986, pp. 24–25.
  15. Liverpool 4–1 Wolves. LFC History. ციტირების თარიღი: 24 January 2016.
  16. Kelly 1988, p. 64.
  17. 17.0 17.1 Kelly 1988, p. 66.
  18. Liversedge 1991, p. 65.
  19. Wilson & Murray 2013, p. 95.
  20. Kelly 1988, pp. 66–67.
  21. Reds sport all-red kit for first time. Liverpool F.C. ციტირების თარიღი: 19 January 2016.
  22. Hale & Ponting 1992, p. 20.
  23. Liversedge 1991, p. 67.
  24. Pead 1986, p. 27.
  25. Captains for Liverpool FC since 1892. LFC History. ციტირების თარიღი: 11 August 2012.
  26. Hale & Ponting 1992, p. 43.
  27. Shankly & Roberts 1976, p. 106.
  28. Liversedge 1991, p. 212.
  29. Kelly 1988, pp. 75–76.
  30. Hale & Ponting 1992, p. 48.
  31. Wilson & Murray 2013, p. 123.
  32. Kelly 1988, p. 80.
  33. 33.0 33.1 Wilson & Murray 2013, p. 124.
  34. Wilson & Murray 2013, pp. 124–125.
  35. Kelly 1988, p. 90.
  36. 36.0 36.1 Liversedge 1991, p. 213.
  37. Gerry Byrne. LFC History. ციტირების თარიღი: 14 January 2016.
  38. Kelly 1988, p. 89.
  39. Kelly 1988, p. 91.
  40. 40.0 40.1 Kelly 1988, p. 93.
  41. Wilson & Murray 2013, p. 126.
  42. Pead 1986, p. 28.
  43. Kelly 1988, p. 92.
  44. Kelly 1988, p. 95.
  45. Hale & Ponting 1992, p. 68.
  46. Pead 1986, p. 30.
  47. Pead 1986, pp. 30–31.
  48. Kelly 1988, p. 100.
  49. 49.0 49.1 Wilson & Murray 2013, p. 130.
  50. Kelly 1988, p. 102.
  51. Hale & Ponting 1992, p. 84.
  52. Kelly 1988, p. 105.
  53. Hopkins, Long & Williams 2001, p. 152.
  54. Fox, Norman (2 February 1995). „Sir John Smith: Obituaries“. The Independent. London. ციტირების თარიღი: 24 January 2016.
  55. Inglis 1983, p. 210.
  56. Hale & Ponting 1992, p. 86.
  57. Wilson & Murray 2013, p. 144.
  58. Kelly 1988, p. 106.
  59. Wilson & Murray 2013, pp. 145–146.
  60. Wilson & Murray 2013, p. 147.
  61. 61.0 61.1 61.2 Pead 1986, p. 34.
  62. Wilson & Murray 2013, p. 152.
  63. 63.0 63.1 63.2 Kelly 1988, p. 111.
  64. Hale & Ponting 1992, p. 94.
  65. 65.0 65.1 Liversedge 1991, p. 74.
  66. Kelly 1988, p. 113.
  67. Hale & Ponting 1992, p. 99.
  68. Wilson & Murray 2013, p. 161.
  69. Kelly 1988, p. 119.
  70. Pead 1986, p. 35.
  71. Hale & Ponting 1992, p. 111.
  72. Liversedge 1991, p. 76.
  73. Ginnell, Luke (3 December 2014). „When Kevin Keegan went to Hamburg“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 10 August 2015.
  74. 74.0 74.1 74.2 Pead 1986, p. 36.
  75. Hale & Ponting 1992, p. 133.
  76. Liversedge 1991, p. 188.
  77. Kelly 1988, p. 128.
  78. 78.0 78.1 78.2 Liversedge 1991, p. 216.
  79. Kelly 1988, p. 133.
  80. Kelly 1988, p. 136.
  81. Hale & Ponting 1992, p. 143.
  82. Wilson & Murray 2013, p. 197.
  83. Kelly 1988, p. 146.
  84. 84.0 84.1 Pead 1986, p. 37.
  85. Hale & Ponting 1992, p. 156.
  86. Wilson & Murray 2013, p. 199.
  87. Kelly 1988, p. 152.
  88. Wilson & Murray 2013, p. 200.
  89. Kelly 1988, p. 154.
  90. 90.0 90.1 Wilson & Murray 2013, p. 201.
  91. Wilson & Murray 2013, p. 2000.
  92. Liversedge 1991, p. 85.
  93. 93.0 93.1 Kelly 1988, p. 158.
  94. Liversedge 1991, pp. 86–87.
  95. Hale & Ponting 1992, p. 179.
  96. Kelly 1988, p. 166.
  97. Lacey, David (22 October 1986). „Spurs show mean streak in open championship race“. The Guardian. London. p. 41. ციტატა: „... but [Fagan's] words do suggest that Anfield is already looking to the cup competitions for salvation.“
  98. Kelly 1988, p. 167.
  99. 99.0 99.1 Pead 1986, p. 42.
  100. Lacey, David (25 April 1985). „Liverpool amass a famous five“. The Guardian. London. p. 26.
  101. Hussey, Andrew (3 April 2005). „How Heysel's lost lives saved a sport“. The Observer. London. ციტირების თარიღი: 19 January 2016.
  102. Graham 1985, p. 55.
  103. Hale & Ponting 1992, p. 195.
  104. Carter, Jon (2 June 2011). „Rewind: The Heysel aftermath“. ESPN FC. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  105. Wilson & Murray 2013, p. 234.
  106. Hale & Ponting 1992, p. 189.
  107. Wilson & Murray 2013, p. 229.