საფესტივალო ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფესტივალო ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია (ინგლ. Federation Internationale des Organisations de Festivals FIDOF)1966 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირდა აშშ-ში, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. თავდაპირველად მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა სპლიტში, შემდეგ კი აშშ-ში გადაიტანეს. იყო აშშ-ის ნაციონალური მუსიკალური საბჭოს წევრი. ორგანიზაციამ შეწყვიტა თავისი მუშაობა 2005 წელს მისი დამაარსებლის გარდაცვალების გამო.

მიზნები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

FIDOF წარმოადგენდა ფესტივალების, კონკურსების და კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციების კოორდინატორს. კავშირი ჰქონდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-ზე მეტ ფესტივალსა და ღონისძიებასთან. იგი მხარს უჭერდა ფესტივალების ორგანიზატორებს, მათ სპონსორებს, ხმისჩამწერ სტუდიებს და ხელოვნების სხვა მიმართულებებს. ასევე ფესტივალებთან დაკავშირებულ გამოჩენილ იმპრესარიოებს, არტისტებს, გამომცემლებს, კომპოზიტორებს, პოეტებს და ა.შ. გამორჩეულ ახალგაზრდა არტისტებს აჯილდოვებდა საერთაშორისო დიპლომებით. მისი დაწესებულია ფესტივალის ორგანიზატორებისთვის სპეციალური ჯილდო „DISTANT ACCORDS AWARDS“. FIDOF-ის მიზანს წარმოადგენდა მუსიკითა და ხელოვნებით მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]