საურმაგ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საურმაგ I
იბერიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 237
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 162
წინამორბედი: ფარნავაზ I
მემკვიდრე: მირიან I
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 162
შვილები: ორი ასული
დინასტია: ფარნავაზიანები
მამა: ფარნავაზ I
დედა: დურძუკი ქალი


საურმაგიიბერიის მეორე[1][2][3] მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მესამე მეფე ძვ. წ. III საუკუნეში.

მეფობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილი
ვიკიციტატა
„საურმაგ მეფე იქმნა სრულიად ივერიის მფლობელ წელთა დასაბამითგან სოფლისათ ბერძნულთა რიცხვითა 5271. ქართულსა ქვარონიკონსა მეათერთმეტისა მოქცევისასა 47-სა. უწინარეს ქრისტეს შობისა 237-სა... ... ამას ჟამთა შინა გარდაიცვალა მეფეცა საურმაგ, რომელმანცა იმეფა წელნი სამეოცდა ათხუთმეტნი.“
ვახუშტი ბატონიშვილი
ვიკიციტატა
„მეფე საურმაგ (237-162). შემდგომად მოკვდა საურმაგ დასაბამითგან 3787, ქართულსა 122.“

მეცნიერთა მოსაზრებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგი გორგაძე
კირილ თუმანოვი
ვიკიციტატა
„Saurmaces/Saurmag I (234-159 B.C.). L26-27; RL I 49. — Son of Pharnabazus I, married to an Albanian princess and credited with a long reign, traditionally 75 years[5].“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბერიის მეფე ფარნავაზ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ძე საურმაგ I. მეფის გარშემო მყოფ ქართველ დიდებულთა შორის გაღვივდა მოსაზრება, რომ ისინი უფრო მეტად ხეირობდნენ იმ პერიოდში, როცა არ ჰყავდათ მეფე და გადაწყვიტეს საურმაგ მეფის მოკვლა. საურმაგი მიხვდა რა დიდებულთა განზრახვას, თავი შეაფარა დედულეთს ჩრდილოკავკასიაში — დურძუკეთს გადახვეწილა (თანამედროვე ვაინახთა მხარე). დურძუკთა და ოსთა დახმარებით საურმაგმა შეძლო შეთქმულების ჩახშობა და დიდგვაროვანთა ახალი კლასი ჩამოაყალიბა, რომლებიც პირდაპირ მეფეს ექვემდებარებოდნენ. ამავე წყაროს თანახმად საურმაგს მცხეთის გზაზე აღუმართავს ორი კერპი – აინინა და დანანა. მას მიეწერება ჩრდილო კავკასიიდან კავკასიელ ტომთა გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის სამეფო სელევკიდების ვასალი იყო. მას ცოლად მოუყვანია სპარსი ცოლი, ბარდაველი ერისთავის ასული, რომელთანაც ჰყოლია ორი ასული. ამის გამო სპარსეთიდან უშვილებია თავისი ცოლის ნათესავი (დედის დისწული), სახელად მირვანი, ნებროთიანი. მისთვის მიუთხოვებია ერთი ასული და მიუცია ქალაქი გაჩიანი და სამშვილდის საერისთავო. მეორე ასული მიუთხოვებია ეგრისის ერისთავ ქუჯის ძისთვის, თავისი მამის დისწულისთვის. საურმაგის დროს მცხეთის გზის პირას დაიდგა აინინას და დაინანას კერპები და დაიწყო არმაზის შენება. საურმაგმა იმეფა 75 წელი და გარდაიცვალა.

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქცევაჲ ქართლისაჲ[6]
ვიკიციტატა
„და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აჲნინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შენებად.“
მეფეთა ცხოვრება[7]
ვიკიციტატა
„მას ჟამსა შინა ზრახვა ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქუეს: „არა კეთილ არს ჩუენდა, რაჲთამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავისუფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინცავინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფროჲს განვისუენებთ“.

დაამტკიცეს განზრახვაჲ და მოკვლაჲ საურმაგისი. ხოლო იგრძნა საურმაგ და წარვიდა ფარულად, და ივლტოდა, და წარიტანა თანა დედაჲ მისი, და მივიდა დურძუკეთს დედისძმათა მისთა თანა.

მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს, და მივიდეს დურძუკეთსავე და ჰრქუეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისაჲ. ამისთჳს ვართ ჩუენ ერთგულებასა შენსა“.

მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დისწულსა მისსა, და ითხოვა შეწევნაჲ. ხოლო იგი სიხარულით წარვიდა შუელად მისა. და საურმაგ შეკრიბა დურძუკეთიცა და წარმოემართა ქართველთა ზედა და ვერვინ წინა აღუდგა მას. და დაიპყრა ყოველი ქართლი და მოსრნა განდგომილნი მისნი, და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი...

...და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა, და მან შექმნა ორნი კერპნი: აინინა და დანანა, და აჰმართნა გზასა ზედა მცხეთისასა. და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველისა ერისთავისაჲ, და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ესუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთის ნათესავისაგან, ცოლისა მისისა დედის დისწული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქვა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთავო სამშჳლდისაჲ. და მეორე ასული მისცა ძესა ქუჯისასა, მამისა დისწულსა მისსა.

მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა, და მოკუდა საურმაგ. და მეფე იქნა მის წილ შვილი მისი მირვან.“
ივერიის ისტორია (თეიმურაზ ბატონიშვილი)[8]
ვიკიციტატა
„ხოლო შემდგომად სიკვდილისა ფარნავაზისა დაიპყრა ყოველი ივერია საურმაგ და იქმნა მეფედ ყოველსა საბრძანებელსა ზედა მამისა თჳსისასა, არამედ ვინაჲთგან რაოდენ იგი თავის-უფლებითსა მმართებელობასა უმეტეს სასარგებლოდ ქვეყანისა თჳსისა, ვიდრე მეფობითისა მპყრობელობისა და სურდათ მათ ყოველთა ერთა საქართველოსათა ეგრეთ ყოფად, ვითარცა უწინარეს ფარნავაზისა იყო და არცა სათნო უჩნდათ მეფეჲ ნათესავისაგან თჳსისა; ამისთვის განუდგნენ საურმაგს. ხოლო იტალიელნი იგი, რომელნიცა აზონის მიერ იყვნეს მოყვანილ არა გაუდგნენ საურმაგს კეთილის ყოფისათვის ფარნავაზისა, ვინაჲთგან ახსომდათ მოწყალებანი მისნი მამათა თჳსთა ზედა და სახლთა მათთა ზედა.

სცნა რა განდგომილებაჲ ერისა საქართველოჲსა საურმაგ ივლტოდა კავკასიად და შევიდა ძურძუკეთს, ნათესავთა შორის დედეულთა თჳსთა და წარიყვანაცა დედა თჳსი თანა და მწე ექმნა მას მამის დის-წულიცა თჳსი ძეჲ ქუჯისა ქართამ და შეუკრიბნა მან მხედრობანი მრავალნი და დაიპყრა კვალად ყოველი ივერია და დასაჯნა ყოველნი ურჩნი თჳსნი და განიმტკიცა მეფობაჲ თჳსი.

ხოლო არა ესვა ძეჲ არამედ ასულნი ორნი, ერთი ასული თვისი მისცა ძის ძესა ქუჯისასა, რომელიცა იყო დისწულის შვილი ფარნავაზისა და დედის ძმის წული საურმაგისა, რამეთუ ცოლი ფარნავაზისა იყო დაჲ ქუჯისა[9]; ხოლო მეორე ასული თჳსი საურმაგმან მისცა ცოლის დედისა თვისისა დისწულსა შვილსა სახელად მირვანს, რომელიცა იყო მხნე, ახოვანი და ძლიერი წარჩინებული და ჰყო იგი მემკვიდრედ მეფობისა თჳსისა და აღმართნა საურმაგ კერპნი ორნი ანიან და დანიან.

ხოლო იქმნა მეფობასავე შინა საურმაგისსა სირიასა ზედა მეფედ ანტიოხოზ დიდი. ამან ანტიოხოზ დაიპყრა რა ბაბილოვანი ადროპატანია (რომელსაცა სპარსნი ძველისამებრ წოდებისა უწოდებდეს აზარბაეჟანსა, ხოლო აწინდელისაებრ წოდებისა უწოდენ ადრიბეჟანსა); მაშინ ანტიოხოს მოვიდა საზღვართაცა ზედა საქართველოჲსასა; მაშინ მთავრობდა კერძოთა ზედა ალვანიისათა, რომელ არს მჴარე კახეთისა, ვიდრე დარუბანდამდე არტაბაზან დადგენილი ერისთავად ფარნავაზის მიერ კერძოთა ამათ. ესე მივიდა ანტიოხოზის თანა დიდისა, ვინაჲდგან იყო იგი ფრიად მოხუცებულ წლითა; არამედ ანტიოხოზმან შეიწყნარა იგი პატივითა და მოსწერა წიგნი მშვიდობისა საურმაგ მეფესა, და მოითხოვა მხედრობა რაოდენიმე, რომელთაცა აღუთქვა მიცემა სასყიდლისა. ამას ზედა თანახმა ექმნა მეფეცა საურმაგ. და წარუვლინნა რაოდენნიმე მხედრობანი, და წარვიდა ანტიოხოს ბრძოლად რომაელთა; არამედ იძლივა მათგან; ამას ჟამთა შინა გარდაიცვალა მეფეცა საურმაგ, რომელმანცა იმეფა წელნი სამეოცდა ათხუთმეტნი.“
საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)[10]
ვიკიციტატა
„მეფე საურმაგ (237-162 ქრ. წ.). შემდგომად მისა დაჯდა ძე მისი საურმაგ მეფედ; არამედ მეფობა მისი არა სთნდათ ქართველთა, რატა არა ჰმონონ მონათესავეთავე თვისთა და ამისთვის შეიზრახნენ მოკვლად საურმაგისა. ჰსცნა საურმაგ და ივლტოდა ძურძუკეთს დედეულთა თვისთა თანა; გარნა რომნიცა იგი მიივლტოდენ ყოველნი საურმაგისა თანა კეთილ-ყოფისათვის ფარნავაზისა; მაშინ შემოკრიბნა საურმაგ ძურძუკნი და ოვსნი, ჰშთამოვიდა და დაიპყრა კვალად საქართველო. ამისთვის დაამდაბლნა ქართველნი და აღამაღლნა დედეულნი თვისნი და აზნაურნი რომაელნი იგი. მაშინ ძურძუკეთი ვერღა-რა იტევდა კაცთა სიმრავლისაგან, აჰყარა კავკასითურთ საურმაგ და დასხნა დიდოეთს და სვანეთს ეგრისამდე, და დაიპყრნა ესენი მისანდობელად. ამან აღმართნა კერპნი ანიან და დანიან გზასა ზედა მცხეთისასა, არამედ არა ესვა ძე, ამისთვის მოიყვანა ცოლის დედის დისწულის შვილი მირვან მემკვიდრედ სამეფოსა თვისსა და მისცა გაჩიანი და საერისთავოდ სამშვილდე და და კვალად მისცა ასული თვისი და მეორე ასული მისცა ძესა ქუჯისასა, შემდგომად მოკვდა საურმაგ დასაბამითგან 3787, ქართულსა 122.“

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
Heraldic Royal Crown (Common).svg
აზო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მამა
Prince crown.svg
მცხეთის
მამასახლისის
სამარას ძმა
 
დედა
Achaemenid Falcon.svg
დარიოს III-ის
ქალიშვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ეგრისის
ერისთავი
ქუჯი
 
უმცროსი
და
დეიდა
 
დედაHeraldic Royal Crown (Common).svg
ფარნავაზ I
 
უფროსი
და
 
სარმატიის
მთავარი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბარდაველის
ქალი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
საურმაგ I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშეს IHeraldic Royal Crown (Common).svg
მირიან I
 
 
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ I
 
ასულიHeraldic Royal Crown (Common).svg
ფარნაჯომი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არტაგ I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბარტომ I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქართამი
 
ასული
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიან II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბარტომიHeraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ II
 
 
 
 
 
ავგაროზ
მეფის

ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ადერკი
Heraldic Royal Crown (Common).svg
არშაკ III
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ქართამ I
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბარტომ II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მითრიდატე
ივერი
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმან I
Heraldic Royal Crown (Common).svg
კაოსი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რადამისტიHeraldic Royal Crown (Common).svg
აზორკ
Heraldic Royal Crown (Common).svg
არმაზელ
 
 
 
 
სპარსეთის
მეფე
ფიროზი
Heraldic Royal Crown (Common).svg
ამაზასპ I
Heraldic Royal Crown (Common).svg
დეროკი
სომხეთის
მეფე
არტავაზდი
 
 
 
 
 
 
 
 
ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მითრიდატე I
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმან II
 
ასული
Heraldic Royal Crown (Common).svg
ღადამი
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ადამ I
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმან III
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ამაზასპ II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიანი
27-ე მეფე
 
ნანა
დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სალომე
 
რევი
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბაქარი
28-ე მეფე
 
ასული
 
ფეროზი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ასული
 
ბაკური
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
თრდატი
31-ე მეფე
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
29-ე მეფე
 
 
 
 
ძე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფარსმანი
 
ბაკური
 
ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ვარაზ-ბაქარი
30-ე მეფე
 
 
 
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თრდატი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
33-ე მეფე
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმანი
32-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არჩილი
34-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატ
35-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ვახტანგი
36-ე მეფე

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
  • ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000
  • გ, მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I;
  • გ, მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის სერია, 1978, №3;
  • ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, "მოამბე", 1905, №XI.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. და მოკუდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა. და მის წილ მეფე იქმნა ძე მისი, საურმაგ (ლ. მროველი „ქართლის ცხოვრება“).
  2. მეფობა მეორე ყოვლისა ივერიისა საურმაგ პირველი ძეჲ ფარნავაზ პირველისა ქართლოსიანისა, ქართლოსიან-ფარნავაზიანი (თ. ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“).
  3. შემდგომად მისა დაჯდა ძე მისი საურმაგ მეფედ (ვ. ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“).
  4. ს. გორგაძე, „მეფე ადერკი და, ეგრეთ წოდებული ორ-მეფობა ძველ ივერიაში“, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II გვ. 45
  5. Cyril Tumanoff, «Chronology of the early kings of Iberia», Traditio, Vol. 25, page 9, (1969)
  6. მოქცევაჲ ქართლისაჲ
  7. მეფეთა ცხოვრება
  8. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა
  9. მოიყვანა ამან ცოლი ასული ბარდაველის ერისთავისა
  10. ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.
წინამორბედი:
ფარნავაზ I
იბერიის მეფე
ძვ. წ. 237 - ძვ. წ. 162
შემდეგი:
მირიან I