საუკუნო ზავი (532)
იერსახე
საუკუნო ზავი (ბერძ. ἀπέραντος εἰρήνη; სპარს. صلح دائمی;) — სამშვიდობო ხელშეკრულება ბიზანტიის იმპერიასა და სასანიდურ ირანს შორის. დაიდო იმპერატორ იუსტინიანე I-სა და შაჰინშაჰ ხოსრო I-ს შორის. ირანში არასტაბილური მდგომარეობით ბიზანტიელებმა ისარგებლეს და დაიბრუნეს 506 წელს წართმეული ტერიტორიები მესოპოტამიასა და კავკასიაში. 532 წელს, ირანის ტახტზე ასული შაჰი, ხოსრო ანუშირვანი იძულებული გახდა ბიზანტიელებთან დაწყებული დამამცირებელი ომის შესაწყვეტად ირანისთვის არახელსაყრელი პირობებით დაედო „საუკუნო ზავი“. მიუხედავად ამისა, სპარსელებმა მალევე განაახლეს ომი ბიზანტიასთან, 540 წელს შეიჭრნენ სირიაში და აიღეს ქალაქი ანტიოქია. მოგვიანებით, 562 წელს იმპერიებს შორის დაიდო მორიგი „საუკუნო ზავი“ დარას ზავის სახელწოდებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Greatrex, Geoffrey; Lieu, Samuel N. C. (2002). The Roman Eastern Frontier and the Persian Wars (Part II, 363–630 AD). New York, New York and London, United Kingdom: Routledge (Taylor & Francis). ISBN 0-415-14687-9.
- (2005) The Cambridge Companion to the Age of Justinian. Cambridge, United Kingdom: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81746-2.