სატენიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სატენიკი

დედოფალ სატენიკისა და მეფე არტაშეს I-ის შეხვედრა
სომხეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: უცნობია
მმართ. დასასრული: უცნობია
წინამორბედი: ანტიოქე
მემკვიდრე: კლეოპატრა პონტოელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: უცნობია
მეუღლე: არტაშეს I, სომხეთის მეფე
შვილები: არტავაზდ I, სომხეთის მეფე
ტიგრან I, სომხეთის მეფე
დინასტია: არტაშესიანები
მამა: ალან-ოსთა უცნობი მეფე
დედა: უცნობია

სატენიკი (სომხ. Սաթենիկ), მეტსახელად სატანა (სომხ. Սատանան) — ალანელი პრინცესა, რომელიც იყო სომხეთის დედოფალი, როგორც მეფე არტაშეს I-ის მეუღლე. მათი სასიყვარულო ისტორიის შესახებ სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი მოგვითხრობს თავის „სომხეთის ისტორიაში“. მოვსესი თავის ისტორიაში პირდაპირ ციტირებს სატენიკის სიტყვებს, რამაც ეს ნაწარმოები ხალხში უფრო პოპულარული გახადა და მის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდაც იქცა. დღეისათვის დედოფალი სატენიკი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს სომხებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Movses Khorenatsi. History of Armenia, 5th Century (Հայոց Պատմություն, Ե Դար). Annotated translation and commentary by Stepan Malkhasyants. Gagik Sargsyan (ed.) Yerevan: Hayastan Publishing, 1997, 2.50, p. 165. ISBN 5-540-01192-9.
  • Bournoutian, George A. (2006). A Concise History of the Armenian People: From Ancient Times to the Present. Costa Mesa, CA: Mazda, pp. 27-28. ISBN 1-56859-141-1.