სასწაული მეშვიდე საკანში (2019 წლის ფილმი)
„სასწაული მეშვიდე საკანში“ (თურქ. 7. Koğuştaki Mucize) — 2019 წლის თურქული ფილმი. რომლის რეჟისორია მეჰმეთ ადა ოზტეკინი. ის რიმეიქია ამავე სახელწოდების სამხრეთ კორეული ფილმისა, რომლის სცენარი, პერსონაჟები და ატმოსფერო მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება 1983 წელს თურქეთში, მუღლის პროვინციაში ვითარდება. გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მემო სანაპიროსთან ახლოს თავის პატარა ქალიშვილთან, ოვასთან და ბებიასთან, ფატმასთან ერთად ცხოვრობს. საბედისწერო შემთხვევითობის შედეგად, ის მაღალჩინოსანი არმიის პოლკოვნიკის ქალიშვილის სიკვდილის შემსწრე ხდება და მის გადარჩენას ცდილობს. გამვლელი, რომელიც დაინახავს, არასწორად აღიქვამს ამ ფაქტს და ყველაფერში მემოს ადანაშაულებს. მემოს ციხეში აგზავნიან. აქ, მე-7 საკანში, სხვა პატიმრები თავდაპირველად მას მტრულად ხვდებიან. თუმცა, თანდათან მიხვდებიან, რომ ახალმოსული უკიდურესად კეთილი და გულუბრყვილო ადამიანია და უსამართლოდ არის ბრალდებული. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მემოს ჩამოხრჩობა მიუსაჯა, მისი თანამესაკნეები მის დახმარებას გადაწყვეტენ.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არას ბულუტ იინემლი — მემო
- ნისა სოფია აქსონგური — ოვა (ბავშვობაში)
- სესილ ტოიონი — ბებია ფატმა
- დენიზ ბაისალი — მესწავლებელი მინე
- ილქერ აქსუმი — ასკოროზლუ
- დენიზ ჯელიოღლუ — ფარუქი
- ხაიალ კიოსეოღლუ — ოვა
- დერიტ კაია — ალი
ფესტივალები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2019 — ნომინირებული იყო თურქეთის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოზე საუკეთესო დამდგმელი დიზაინერული ნამუშევრისთვის (ჰაკან იარკინი).
- 2020 — იზმირის კინოფესტივალის 6 ჯილდო: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (მეჰმეთ ადა ოზტეკინი), საუკეთესო მსახიობი კაცი (არას ბულუტ იინემლი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი (ილკერ აქსუმი), საუკეთესო ბავშვი მსახიობი (ნისა სოფია აქსონგური), საუკეთესო ოპერატორი (ტორბენ ფორსბერგი). ფილმმა ასევე მიიღო 10 ნომინაცია.
- 2020 — ოქროს პალმის რტო საუკეთესო ფილმისთვის.