შინაარსზე გადასვლა

სასწავლო სემინარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასწავლო სემინარი (ბარბარიზმი - ვორკშოპი, ინგლ. - დან Training workshop) — ინტერაქტიული ტრენინგის, საგანმანათლებლო პროგრამის ან სასწავლო გარემოს სახეობა, რომელიც მდიდარია მასალებით და განკუთვნილია ადამიანთა ჯგუფისთვის. ფოკუსირებულია თვითმართვად სწავლაზე ან გამოცდილებაზე. გამოიყენება პრაქტიკული მიდგომა. მიზანმიმართულია ჯგუფის საჭიროებებსა და/ან ინტერესებზე.[1] ასეთ სემინარზე, ლექციის ან პრეზენტაციის პასიურად მოსმენის ნაცვლად, მონაწილეები ატარებენ უამრავ სასწავლო აქტიობას. არსებობს სემინარების ორი ტიპი: ზოგადი სემინარი - ტარდება შერეული აუდიტორიისთვის და დახურული სემინარი, რომელიც მორგებულია კონკრეტული ჯგუფის სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.[2] ზოგად ან დახურულ სასწავლო სემინარებს აქვს მრავალი ფორმატი. ეს მოიცავს საკლასო ტრენინგს, განვითარების პროგრამებს, რომლებიც მზადდება შიდა აუდიტორიისთვის, გარედან შეთავაზებულ კურსებსა და პროგრამებს, გამოცდილებით სწავლებას და კოუჩინგს/მენტორობას. სასწავლო სემინარებზე პასუხისმგებელი პირები ხშირად იყენებენ ADDIE მოდელს. ეს მოდელი არის ჩარჩო, რომელიც გამოიყენება სასწავლო მასალის შემუშავებაში, სწავლებისა და პერსონალის განვითარებისთვის სასწავლო პროგრამების შესაქმნელად და მათთვის მხარდასაჭერ ინსტრუმენტად. აკრონიმი ხუთ ფაზას აღნიშნავს. ესენია: ანალიზი, პროექტირება, განვითარება, განხორციელება და შეფასება (ინგლ. Analyze, Design, Develop, Implement and Evaluate).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bojanić, Biljana & Pop-Jovanov, Danijela. (2018). WORKSHOPS IN EDUCATION: THEORETICAL AND PRACTICAL ISSUES. Методички видици. 9. 223. 10.19090/mv.2018.9.223-234.
  2. Jolles, Robert L (2005). How to Run Seminars and Workshops (3 ed.). John Wiley & Sons. pp. 5, 12, 48, 155, 320. ISBN 978-0-471-71587-0. Retrieved 2014-11-23