სასუქა
იერსახე
| სასუქა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Séseli | ||||||||||||
| ||||||||||||
სასუქა (ლათ. Séseli, ყოფილი Libanotis) — მრავალწლოვან ან ორწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი, ქოლგოსანთა ოჯახისა. მისი 20-მდე სახობა უმთავრესად გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში.
საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა — ამიერკავკასიური სასუქა; 5-წევრიანი თეთრი ყვავილები აქვს. ნაყოფი ორად გაყოფილი თესლურაა. ტყუპი ნაყოფის ცალს 5 ვიწრო წიბო აქვს.
ფოთლები გადანაკვთულია. გვხვდება გზისპირებზე, მდელოებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 128.