შინაარსზე გადასვლა

სასტუმრო ტრანსილვანია (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასტუმრო ტრანსილვანია2012 წლის ანიმაციური კომედიური ფილმი მონსტრების შესახებ. რეჟისორია გენდი ტარტაკოვსკი, სცენარის ავტორები არიან პიტერ ბეინჰემი და რობერტ სმიგელი.ფილმს ახმოვანებდნენ ადამ სენდლერი, ენდი სემბერგი, სელენა გომესი, კევინ ჯეიმსი, ფრენ დრეშერი, სტივ ბუჩემი, მოლი შენონი, დეივიდ სპეიდი და სილო გრინი. ფილმი მოგვითხრობს გრაფ დრაკულაზე, რომელიც არის სასტუმრო ტრანსილვანიის მფლობელი, სადაც მსოფლიოს მონსტრებს შეუძლიათ დაისვენონ ადამიანთა ცივილიზაციისგან. როდესაც „უადამიანო სასტუმროს" მოულოდნელად სტუმრობს ჯონათანი — ადამიანი მოგზაური, დრაკს ყველაფრის გაკეთება უწევს, რათა თავიდან აიცილოს ის, რომ მისმა ქალიშვილმა მეივისმა და სხვა სტუმრებმა გაიგონ, რომ ადამიანმა იპოვა მათი უსაფრთხო ადგილი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სასტუმროს მომავალს და მის კარიერას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.imdb.com/title/tt0837562/