სასკე უჩიჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასკე უჩიჰა
სასკე უჩიჰა
უჩიჰა სასკე, ნარუტოს პერსონაჟი
დებიუტი ნარუტოს მანგა, თავი 3
გახმოვანება
ნორიაკი სუგიამა[1]
ინგლისური
ჯეფ ჰარდი[2]
პროფილი
წოდება გენინი
ნათესავები იტაჩი უჩიჰა (ძმა)

უჩიჰა სასკენარუტოს მანგას და ანიმეს ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიების დასაწყისში ის იყო მეშვიდე რაზმის წევრი და ფოთლებში დამალული სოფლის ნინძა. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ მან დატოვა სოფელი. იგი გახდა კრიმინალური ორგანიზაციის: აკაცუკის წევრი. სასკე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ის ასევე არის ერთ-ერთი გადარჩენილი უჩიჰას კლანიდან.

სასკე დაიბადა 23/07, სიმაღლე:168სმ, წონა:52.2კგ, სისხლის ჯგუფი: AB. გენი:სირინგანი, მანგეკიუ სირინგანი, ალის განთავისუფლება. სირინგანი გამოუვლინდა 7 წლის ასაკში, სრული სირინგანი კი 13 წლის ასაკში.

ძიუცუები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიქიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცეცხლი
  • ელვა
  • ალი

სასკეს პირველი ძიუცუ იყო ცეცხლის ბურთი, რომელიც მამამ_ უჩიჰა ფუგაკუმ ასწავლა. სასკეს პატარაობაში მისმა ძმამ, უჩიჰა იტაჩიმ დახოცა უჩიჰას კლანის ყველა წევრი სასკეს გარდა. სასკემ კი დაიფიცა რომ მას მოკლავდა. როდესაც იგი გახდა გენინი, მოხვდა №7 ჯგუფში უძუმაკი ნარუტოსთან და ჰარუნო საკურასთან ერთად, ჯგუფის მეთაური არის ჰატაკე კაკაში.

ჩუნინების გამოცდის დროს სასკე შეხვდა ოროჩიმარუს რომელმაც სასკეს კისერზე კბენით წყევლის ნიშანი დაადო და მას ძალიან დიდი ძალა მიანიჭა, მაგრამ ამ ძალის კონტროლი ძალიან ძნელი იყო და სასკე შიძლება საფრთხეში ჩავარდნილიყო. ოროჩიმარუ გეგმავდა სასკეს სხეულში ჩასახლებას და მისი კეკკეი გენკაის მოპოვებას. კაკაშიმ წყევლის ნიშანს ლუქი დაადო, მან ჩუნინების მესამე გამოცდისათვის სასკეს ასწავლა ჩიდორი, რომელიც შემდეგში სასკემ განავითარა. ნარუტოს გაძლიერების ფონზე სასკე მიხვდა რომ ამ სოფელში ყოფნით იტაჩის ვერ დაამარცხებდა, მას შემდეგ რაც იტაჩი მოვიდა კონოჰაში და სასკემ მას ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწია, მან დატოვა კონოჰა და ოროჩიმარუსთან წავიდა, რომ მასთან ევარჯიშა და გაძლიერებულიყო. კონოჰადან წასვლისას ნარუტომ სცადა მისი შეჩერება და ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ, მაგრამ სასკემ ნარუტო დაამარცხა. იგი 3 წელი ოროჩიმარუსთან ემზადებოდა. 3 წლის შემდეგ, როდესაც ოროჩიმარუს სასკეს სხეული დასჭირდა, სასკემ მოკლა ოროჩიმარუ და საკუთარი ჯგუფი შეადგინა ოროჩიმარუს ქვეშევრდოებისგან(სუიგეცუ,კარინი და ჯუგო). სასკემ დაიწყო ძმის ძებნა. ამ ძებნაში მან დაამარცხა აკაცუკის წევრი დეიდარა. შემდეგ კი შეებრძოლა იტაჩის. მან შეძლო იტაჩისათვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და სიკვდილამდე მიიყვანა. იტაჩი ბრძოლაში მოკვდა უცნობი დაავადებით, თუმცა სასკეს მაინც უყვარდა თავისი ძმა, მიუხედავად ყველაფრის, ამიტომ მისი სიკვდილის შემდეგ განუვითარდა მანგეკიუ შერინგანი. იტაჩისთან ბრძოლის შემდეგ სასკეს შეხვდა უჩიჰა ობიტო(ტობი), მან სასკეს იტაჩის შესახებ სიმართლე მოუყვა , სასკემ გაიგო რომ იტაჩიმ კლანი კონოჰას უხუცესების დავალებით ამოხოცა. სასკემ სოფელზე შურისძიება გადაწყვიტა.იგი მცირე ხნით იყო აკაცუკის წევრი, თუმცა ორგანიზაციის მიზნები არ აინტერესებდა.სასკე შეებრძოლა კილერ ბის, რვაკუდას ჯინჩურიკს, რათა გამოეცადა თავისი ამატერასუ.ბრძოლის დროს სასკემ კილერ ბი დაიჭირა მაგრამ კილეერ ბიმ რვაკუდას საცეციტ მისი კლონი გააკეტა და სასკემ ის წაიყვანა რათა ჩაკრა ამოეგოტ მისტვის. შემდეგ ის შეიჭრა კაგეების სამიტზე.ის აქ შეებრძოლა რაიკაგეს და მიზუკაგეს. და მოკლა მეექვსე ჰოკაგე - დანზო შიმურა, კონოჰას ერთ-ერთი უხუცესი. მასთან ბრძოლის შემდეგ სასკემ მხედველობა თითქმის დაკარგა და ტობის იტაჩის შერინგანი გადაანერგვინა თავის თვალებში, რითაც იგი გახდება მარადიული მანგეკიუ შერინგანის მფლობელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 宿敵!?サスケとサクラ. Naruto (3).  Unknown parameter |credits= ignored (help)
  2. Sasuke and Sakura: Friends or Foes?. Naruto (3).  Unknown parameter |credits= ignored (help)