სასირეთის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სასირეთის ბრძოლა
თარიღი 1047
მდებარეობა სასირეთი, საქართველოს სამეფო
შედეგი კლდეკარის საერისთავოს გამარჯვება
მხარეები
Flag of Kingdom of Georgia.svg საქართველო კლდეკარის საერისთავო
მეთაურები
ბაგრატ IV ლიპარიტ IV

სასირეთის ბრძოლა 1047 — საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ IV ლიპარიტის ძეს შორის მიმდინარე ხანგრძლივი შინაკლასობრივი ბრძოლის ერთი ეპიზოდი. 1040 წელს, თბილისის ამირასთან ბაგრატ IV-ის დაზავების შემდეგ კლდეკარის ერისთავი საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს. ლიპარიტმა დახმარებისათვის მიმართა ბიზანტიას. კეისარმა ერისთავს დამხმარე ლაშქარი, დიდძალი ფული და ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძე გამოუგზავნა. საქმე შეთანხმებით დამთავრდა. ბაგრატ IV ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უწყალობა. ბერძენთა ჯარი და დემეტრე ბიზანტიაში დაბრუნდნენ, მაგრამ ეს მორიგება დროებითი აღმოჩნდა; ლიპარიტი ბიზანტიის აგენტად დარჩა და განაგრძობდა ბრძოლას მეფის წინააღმდეგ. ლიპარიტს კახელები მიემხრნენ, მან ბიზანტიიდან კვლავ ჩამოიყვანა დემეტრე გიორგის ძე, ბოლოს მაწყვერელიც მის მხარეს გადავიდა.

მეფე და ერისთავი ქართლში, სასირეთის ჭალაში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) შეებრძოლენ ერთმანეთს. ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. ლიპარიტმა არტანუჯის ციხე დაიპყრო; ბაგრატ IV იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და მხოლოდ თურქ-სელჩუკების მიერ 1048 წელს ლიპარიტის დატყვევების შემდეგ შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. სასირეთის ბრძოლა მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვანი ეპიზოდია.

მეტად საგულისხმოა „მატიანე ქართლისა“-ის ცნობა ამ ბრძოლაში ვარიაგების (ვარანგთა) მონაწილეობის შესახებ. ბაგრატ IV-ის მხარეზე იბრძოდა 1000 შვედი ვიკინგი, 3000 კაციანი ექსპედიციის სუბდივიზია, რომელსაც სარდლობდა ინგვარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]