სასილოსე ნაგებობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასილოსე ნაგებობებისილოსის ჩასაყრელი და შესანახი ნაგებობები. მათი ძირითადი დანიშნულებაა სილოსის დაცვა ჰაერის, წყლის მოქმედებისა და გაყინვისაგან. სასილოსე ნაგებობები არის ტრანშეის, კოშკისა და ორმოს სახისა. ტრანშეის სასილოსე ნაგებობებს აწყობენ ამაღლებულ ადგილებზე, ბაქნებზე, რომელთაც აქვთ ზედაპირული წყლების ჩასადენი და სატრანსპორტო საშუალების მისასვლელი ქანობები. განასხვავებენ მიწისზედა, ნახევრად ჩაღრმავებული და ჩაღრმავებულ ტრანშეებს.

მიწისზედა ტრანშეებს აგებენ ისეთ ადგილებში, სადაც რელიეფი სწორია და გრუნტის წყლების დონე მაღალია.

ჩაღრმავებულ და ნახევრად ჩაღრმავებულ ტრანშეებს აწყობენ თიხის და თიხნარ ნიადაგებში. ამგვარი ტრანშეების სიგანე ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს სატრანსპორტო, სატკეპნი აან განმტვირთავი მანქანების სიგრძეს.

მიწისზედა სასილოსე ნაგებობების სიმაღლეა არაუმეტეს 3 მ-ისა, ჩაღრმავებულისა და ნახევრად ჩაღრმავებულისა — არანაკლები 3 მ-ისა. ტრანშეების მინიმალური სიგრძეა — არანაკლები 2 სიგანისა, ტევადობა — 250÷ 3000 ტ სილოსი. მათი კედლებისა და ძროს ასაგებად იყენებენ ბეტონს, რკინაბეტონს, აგურს, ქვაყორეს, აგრეთვე ასაწყობ რკინაბეტონის ელემენტებს. მიწისზედა ტრანშეებში სილოსის ჩაწყობის დამთავრების შემდეგ მათ ტორსებს ფარავენ ხის ფარებითან ნამჯის ბარდანებით. კედლებს გრუნტით ათბუნებენ. ნახევრად ჩაღრმავებული ტრანშეების მიწისზედა კედლების შემოსაზვინად იყენებენ ამოღებულ გრუნტს. სასილოსე ნაგებობებთან აკეთებენ წყლის ჩასადენ თხრილებს, ხისტსაფარიან გზებსა და პანდუსებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]