სასახლის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასახლის მოედანი
რუს. Дворцовая площадь

მოედნის ხედი ზამთრის სასახლიდან
ზოგადი ცნობები
ქვეყანა: რუსეთი
მდებარეობა: სანქტ-პეტერბურგი
კოორდინატები: 59°56′21″ ჩ. გ. 30°18′57″ ა. გ. / 59.93917° ჩ. გ. 30.31583° ა. გ. / 59.93917; 30.31583
შექმნის თარიღი: XVIII-XIX საუკუნეები

სასახლის მოედანი (რუს. Дворцовая площадь, 1918—1944 წლებში — ურიცკის მოედანი) — სანქტ-პეტერბურგის მთავარი მოედანი, არქიტექტურული ანსამბლი, შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში. მოედანი წარმოადგენს რუსეთის ისტორიისა და კულტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლს, მოიცავს ზამთრის სასახლეს, გვარდიის კორპუსის შტაბის შენობას, მთავარი შტაბის შენობას ტრიუმფალურ თაღთან ერთად და ალექსანდრეს კოლონას. მოედნის ფართობი დაახლოებით 5 ჰექტარია (ზოგიერთი მონაცემებით — 8 ჰა[1]). სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედნის თავდაპირველი სახელი საადმირალოს მდელო, რომელიც მოიცავდა ალექსანდრეს ბაღსაც, ცნობილია 1736 წლიდან. ეს სახელი მოედანმა საადმირალოს გემთსაშენიდან მიიღო (დღევანდელი მთავარი საადმირალო). სახელწოდება სასახლის მოედანი ცნობილია 1766 წლიდან და ეწოდა ზამთრის სასახლის გამო, რომლის სამხრეთი ფასადიც მოედანზეა გამოშვერილი. 1918 წლის ოქტომბერში მოედანს დაერქვა ურიცკის მოედანი (ზამთრის სასახლის აღების ოპერაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოისეი ურიცკის, პატივსაცემად, იგი იყო პეტროგრადის ჩეკას თავმჯდომარე და 1918 წლის 30 აგვისტოს მთავარი შტაბის შენობაში შესვლის დროს მოკლეს). 1944 წლის 13 იანვარს გამოვიდა ბრძანება 20 ისტორიული სახელწოდების დაბრუნების შესახებ, რომელთა რიცხვშიც სასახლის მოედანიც იყო.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედნის პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საადმირალოს გამზირი, 1753 წელი.

სასახლის პრეისტორია 1704 წლის 5 ნოემბერს საადმირალოს ციხესიმაგრე-გემთსაშენის საძირკვლის ჩაყრასთანაა დაკავშირებული. ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობის დროს აუცილებელი გახდა საადმირალოს გარშემო მიწაყრილებისა და წყლის თხრილების შემოვლება. მოწინააღმდეგე ძალების თავდასხმისგან დასაცავად საადმირალოს ღია დაცვითი სისტემა — გლასისი შემოავლეს, ამ სისტემას ციხე უნდა დაეცვა საარტილერიო თავდასხმის შემთხვევაში. მოგვიანებით შენობას სამხედრო ციხესიმაგრის სტატუსი დაკარგა და ყოფილ საფორტიფიკაციო ნაგებობად გადაიქცა. ციხესიმაგრის ტერიტორიას პირველ ხანებში გემების სამშენებლო მასალების, დიდი ღუზებისა და სხვა საადმირალო მასალების შესანახად იყენებდნენ. მაგალითად, 1712—1717 წლებში ყოფილი გლასისის ტერიტორიაზე საზღვაო ბაზარი მდებარეობდა,[3] ხოლო ტერიტორია მწვანე საფარის გამო საადმირალოს მდელოდ იყო გადაქცეული.[4]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის კუსტოდიევის ნახატი: „კომინტერნის მე-2 კონგრესის აღსანიშნავად გამართული აქცია ურიცკის მოედანზე“ (რუსული მუზეუმი, 1921)

საბჭოთა პერიოდში სასახლის მოედანი დემონსტრაციებისა და რევოლუციური დღესასწაულების დროს პარადების ჩასატარებელ ადგილად იყო გადაქცეული. 1918 წლის ოქტომბრიდან მოედანს ოფიციალურად ეწოდა ურიცკის მოედანი (მოისეი ურიცკი პატივსაცემად).

„ცოცხალი ჭადრაკი“ სასახლის მოედანზე, 1924 წლის 20 ივლისი

1918—1921 წლებში მოედანზე მასშტაბური თეატრალიზებული წარმოდგენები იმართებოდა. 1920 წლის 7 ნოემბერს მოედანზე 100 ათასი მაყურებლის წინაშე ოქტომბრის რევოლუციის მოვლენები გაითამაშეს, ამ წარმოდგენაში 6 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 1924 წლის 20 ივლისს მოედანზე „ცოცხალი ჭადრაკის“ წარმოდგენა გაიმართა, რომელშიც წითელი არმიისა (თეთრები) და სამხედრო-საზღვაო ძალების (შავები) მებრძოლები მონაწილეობდნენ. ამ წარმოდგენის დროს თამაშობდნენ საჭადრაკო დიდოსტატები ილია რაბინოვიჩი და პეტრე რომანოვსკი.[5]

1935 წლიდან მოედანზე პუშკინი-ლენინგრადის გარბენა სრულდებოდა ხოლმე, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში უძველესი იყო.[6]

დიდი სამამულო ომის დროს, 1941 წლის შემოდგომაზე, სასახლის მოედნის ტერიტორიაზე 44-ე საავიაციო გამანადგურებელი პოლკისთვის აეროდრომის მოწყობის გეგმა განიხილებოდა, რისთვისაც საჭირო იყო ალექსანდრეს კოლონის გადატანა და საადმირალოს ბაღის გაჩეხვა, თუმცა ეს იდეა უარყოფილ იქნა.[7]

მოედანს თავისი ისტორიული სახელი 1944 წლის 13 იანვარს დაუბრუნდა. 1977 წელს მოედანს მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, შესრულდა დეკორატიული სამუშაოები, ასფალტის ფენა შეიცვალა დიაბაზის ქვაფენილით, აღდგა მოედნის კუთხეებში არსებული 4 ფანრის პირვანდელი სახე.

1991 წლის 20 აგვისტოსს მოედანზე ჩატარდა აქცია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის საქმიანობის პროტესტის ნიშნად, ამ აქციაში 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს არქეოლოგიურ მასალას მიაკვლიეს, ნაპოვნი იქნა ანა იოანოვნას ფლიგელის ფუნდამენტი. როგორც ცნობილია ეს ფლიგელი საწყის ეტაპზე სამსართულიანი სასახლის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ფრანჩესკო რასტრელი პროექტის მიხედვით 1746 წელს აუგიათ. სარესტავრაციო გეგმის მიხედვით ეს ფლიგელი შეისწავლეს, ფოტოები გადაუღეს და კვლავ მიწით დაფარეს. თუმცა, ასევე, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ფლიგელის დატოვება ღია სახით დამთვალიერებელთათვის, რის შემთხვევაშიც იგი სქელი,გამჭვირვალე მინით უნდა დაეფარათ. 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ალექსანდრეს ბაღსაც.

სასახლის მოედანზე 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება სპორტული და საზოგადო ღონისძიებები, როგორებიცაა:

2007 წლის ნოემბერში სასახლის მოედანზე ხელოვნური ყინულის ფენა დააგეს, რომელზეც ერთდროულად 700-მდე ადამიანს შეეძლო სრიალი. თუმცა ამ ქმედებამ მალევე მიიპყრო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ყურადღება, რომლებიც ამ ყინულის მოედნის მშენებლობის მოწინააღმდეგენი იყვნენ. მოედნიდან ყინულის ფენა 2008 წლის მარტში აიღეს.[13]

2005 წელს ალექსეი კოვალიოვმა სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა კანონპროექტი, სასახლის მოედანზე მასობრივი ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. ასევე, კანონპროექტის მიხედვით უნდა განესაზღვრათ, ამ ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში სასახლის მოედნის ტერიტორიული საზღვრები და ის ნორმები, რომლის დაცვითაც ჩატარდებოდა აქცია. თუმცა ეს კანონპროექტი არ იქნა მხარდაჭერილი.[14] 2008 წელს პეტერბურგელების მსოფლიო კლუბმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც სასახლის მოედნის გამოყენების ნორმებს მოიცავდა.[15][16].

მოედნის სქემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 — ზამთრის სასახლე.
2 — გვარდიის კორპუსის შტაბის შენობა.
3 — ალექსანდრეს კოლონა.
4 — მთავარი შტაბის შენობა.
5 — მთავარი შტაბის ტრიუმფალური თაღი.
6 — საადმირალო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Канн П. Я., Площади революционных восстаний, Л.: Лениздат, 1955. — გვ. 83 - 143 (Исторические достопримечательности Ленинграда) 30 000 ეგზ. (обл.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дворцова пл. // Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-07. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
  2. Топонимическая энциклопедия Санкт-Петербурга. СПб.: Информационно-издательское агентство ЛИК, 2002. С.106
  3. Невский Проспект (1985):Парадный въезд в новую страницу გვ: 6-7
  4. Веснина В. Н. Сады Невского проспекта. — СПб.: Пропилен, 2008. С.21-70.
  5. Шахматы. Энциклопедический словарь. გვ.120
  6. Официальный портал Администрации Санкт-Петербурга[მკვდარი ბმული]
  7. Воздушный щит ленинграда. versiya.org (17 октября 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  8. Концерты в Санкт-Петербурге.. stagepro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  9. Выступление Джо Кокера на Дворцовой площади. spblife.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  10. Сергей Полотовский. (18 июня 2001) Пласидо Доминго спел на Дворцовой площади. kommersant.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  11. 6 июля на Дворцовой площади состоится долгожданный концерт Элтона Джона (Elton John). spb.kassir.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  12. Власти Петербурга одобрили концерт Rolling Stones на Дворцовой площади. newsru.com (31 мая 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  13. Суд признал каток на Дворцовой площади незаконным. vz.ru (5 февраля 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  14. Об использовании Дворцовой площади при проведении массовых мероприятий. kadis.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  15. Будет разработан закон о статусе Дворцовой площади. nevastroyka.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
  16. Всемирный клуб петербуржцев разработает закон о статусе Дворцовой площади. gorzakaz.org (24 ноября 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-02.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540
ინგლ.რუს.ფრ.