სასახლე ბრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სასახლე ბრანი

სასახლე ბრანი — სასახლე რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ტრანსილვანიაში, პატარა ქალაქ ბრაშოვთან ახლოს. არქიტექტურული ძეგლი, ლეგენდის თანახმად, თავად გრაფი დრაკულას რეზიდენცია იყო. სასახლე აშენებულია გოთიკურ სტილში 1212 წელს. შენობაში არის ბევრი დერეფანი, ერთმანეთში გამავალი დიდი დარბაზები და პატარა ოთახები, რომლებიც, ფაქტობრივად, ამოუხსნელ ლაბირინთს ქმნიან. სასახლეში, ასევე არის ძველი ჭა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, შენობის სარდაფში ერთადერთი საიდუმლო შესასვლელი იყო. დრაკულას რეზიდენციის შემაძრწუნებელი საიდუმლო რუმინეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად სასახლე გრაფი დრაკულას რეზიდენცია იყო, რომელიც ისტორიული ფიგურაა, თუმცა, რეალურად, სასახლე არასდროს არ ყოფილა გრაფის კუთვნილებაში. ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად გრაფ დრაკულას სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე უყვარდა ნადირობა და მის სარდაფებში მტრების წამება, ხოლო სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ გრაფი მხოლოდ ერთხელ დარჩა სასახლეში.

არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი გრაფთან ასოცირება დაიწყო მას შემდეგ, რაც აბრაამ ბრემ სტოკერმა, ირლანდიელმა მწერალმა, გამოუშვა რომანი სახელწოდებით „დრაკულა“. ისტორიკოსები ეძებდნენ დრაკულას პროტოტიპს ტრანსილვანიის ისტორიაში.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოცდაათი წლის წინ, როცა რუმინეთს ტურისტები ეწვივნენ და ეს სასახლე მოინახულეს, ერთი შეხედვაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ წამოსახვაში ის შემზარავი სასახლე გაცოცხლებულიყო, რომელიც რომანში იყო აღწერილი. თითქოს სწორედ ეს იყო ვამპირების სამკვიდრებელი.

გოთიკურ სტილში აგებული სასახლე ბევრი წლის მანძილზე მიტოვებული იყო, სანამ ის ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა, ფრენცის ფორდ კოპოლამ არ შეისყიდა. რეჟისორმა გააცოცხლა ტრანსილვანიის ისტორია სისხლისმსმელ ვამპირზე და გადაიღო ფილმი სახელწოდებით „დრაკულა“, რომელიც მალევე იქცა საკულტო კინოსურათად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]