სასაფლაო სკივრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
XII საუკუნის სასაფლაო სკივრი იჩერი-შახერეს ნაკრძალში, ბაქო

სასაფლაო სკივრი[1] (აზერ. sənduqə; არაბ. صندوقة – „მომცრო სკივრი“), ასევე ცნობილია, როგორც სამკერდე ქვა (აზერბ. sinə daşı)[2] — მცირე ფორმის არქიტექტურული ნაკეთობა. იდგმევა გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე. სასაფლაო სკივრი კეთდება ქვისგან, მარმარილოსგან ან სხვა მასალისგან. ასეთი სკივრები ირთვება ქითაბით, რომელიც შედგენილია სხვადასხვა ორნამენტებით, აიათებით ყურანიდან, ამონარიდებით ლექსებიდან, ფაქტებით მიცვალებულის ცხოვრებიდან. სასაფლაო სკივრები ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთში შუა საუკუნეებში.

საინტერესოა აფშერონისა და აზერბაიჯანის სხვა რაიონების დასახლებების (ბუზოვნის, ნარადარის, ჰაზრის და ა. შ.) საერთო სასაფლაოების სკივრები. ეს საფლავს ქვები უმეტესწილად პარალელეპიპედის ფორმისაა და გამოკვეთილია დიდი ქვის ლოდებიდან (მოგვიანებით შემოტანილი დასახელებით „სანდურა“). ქვების ზედაპირი ღიაა თვალსაჩინოებისთვის და ხშირად მორთულია მეტ-ნაკლებად კარგად ორგანიზებული და ოსტატურად შესრულებული დეკორატიული მხატვრული კვეთით. კომპოზიციის ცენტრს ხშირად წარმოადგენს მედალიონ-ლირსები სხვადასხვა მონახაზისა და მოორნამენტებული შიდა სიბრტყეებით. საფლავის ქვების მედალიონები გაფორმებულია ორნამენტებიანი ურთირთჩამნაცვლებელი თასმებით. ეს ორნამენტები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მცენარეული ნაირსახეობების ჩუქურთმებს და დეკორატიულ წარწერებს, მეტწილად ციტირებებს ყურანიდან. ზოგიერთი სასაფლაო სკივრის ერთიანი სურათის კომპოზიციაში გვხვდება სხვადასხვა ცხოველის სქემატური ბარელიეფური გამოსახულებები და მარტივი სიუჟეტური სცენები ნიზამი განჯევის პოემიდან „შვიდი ლამაზმანი“. აზერბაიჯანის ისტორიის მუზემში ინახება რამდენიმე სკივრი. რიგი შუასაუკუნეების დროინდელი სასაფლაო სკივრები გამოფენილია გობუსტანის ნაკრძალის მუზეუმისა და ბაქოს იჩერი-შეხერეს ბაზრის მოედნის ეზოებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бретаницкий Л. С., Веймарн Б. В. Искусство Азербайджана IV — XVIII веков / Редактор И. А. Шкирич. — Москва: Искусство, 1976. — 250—251 с.
  2. Сәндугә // Азербайджанская советская энциклопедия. — Б., 1984. — Т. VIII. — С. 357.