შინაარსზე გადასვლა

სასამართლოს მეგობარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae) — ინდივიდი ან ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სამართლებრივ საქმეში, მაგრამ უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით დაეხმაროს სასამართლოს საკუთარი წერილობითი მოსაზრების წარდგენის გზით. მოსაზრების წარდგენის მიზანია არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ სასამართლოს დახმარება, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი[1] სასამართლოს მეგობრის მიერ შეთავაზებული ინფორმაციის, ექსპერტიზის და გარემოებათა ანალიზის საფუძველზე. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების გათვალისწინების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა ძირითადად ხდება ისეთ საქმეებზე, რომელთა მიმართაც ფართო საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. LawHub - სასამართლოს მეგობარი
  2. „The Statement of Interest as a Tool in Federal Civil Rights Enforcement“ (PDF). Harvard Civil Rights-Civil Liberties Law Review. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2023-05-12. ციტირების თარიღი: 2025-04-28.