სასათბურე კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასათბურე კულტურებიბოსტნეული, დეკორატიული, ხეხილოვანი და კენკროვანი მცენარეები, რომლებიც სათბურში გამოჰყავთ. სასათბურე კულტურები მოსავალს იძლევიან არასეზონურ ვადებში, როდესაც მათი მოყვანა ღია გრუნტზე არ შეიძლება.

ბოსტნეული კულტურებიდან მოჰყავთ უმთავრესად კიტრი და პამიდორი, აგრეთვე ბადრიჯანი,ლობიო, ხახვი, თვის ბოლოკი, წიწაკა, საზამთრო, ნესვი და სხვა.

დეკორატიული მცენარეებიდან — ყოჩივარდა, ქრიზანთემა, მიხაკი და სხვა, მოჰყავთ აგრეთვე ხეხილოვანი კულტურები: ლიმონი, ატამი; კენკროვანებიდან — მარწყვი და ა. შ.

დასახელებული კულტურების სათბურში გამოსაზრდელად გამოჰყავთ სპეციალური ჯიშები და ჰიბრიდები. სასათბურე კულტურების მოვლა გულისხმობს კარგ განათებას, ოპტიმალურ ტემპერატურას, ნიადაგსა და ჰაერში საჭირო ტენიანობის შექმნას, მინერალური და ორგანული სასუქებით ნიადაგის დამატებით განოყიერებას, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]