შინაარსზე გადასვლა

სასაზღვრე ბოძკინტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასაზღვრე ბოძკინტი რუსეთში
სასაზღვრე ბოძკინტი ისრული გადამყვანის ჯვარედინის წინ

სასაზღვრე ბოძკინტი — მუდმივი სარკინიგზო ნიშანი, რომელიც დგება ლიანდაგშორისის შუაში ლიანდაგების გადაკვეთის ადგილებში და აჩვენებს საზღვარს, რომლის იქითაც აკრძალულია მოძრავი შემადგენლობის დაყენება (გაჩერება) იმ მოძრავ შემადგენლობასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, რომელიც მოძრაობს მეზობელ ლიანდაგზე, რადგანაც შემდეგ შემადგენლობების გაბარიტები იწყებენ გადაკვეთას.[1][2][3]

წარმოადგენს განსაზღვრული ზომის და ფერის ხის ან რკინა-ბეტონის ბოძს, რომელსაც აყენებენ იქ, სადაც შემაერთებელი ლიანდაგების ღერძებს შორის მანძილი ტოლია 4100 მმ-სა — გადასარბენებზე ნორმალურ ლიანდაგშორის მანძილზე. სადგურის ლიანდაგებზე, რომლებზეც არ დადის გაბარიტი Т-ს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა, ასევე გადასატვირთ ლიანდაგებზე დავიწროვებული ლიანდაგშორისით ეს მანძილი შეიძლება შემცირდეს შესაბამისად 3810 ან 3600 მმ-მდე, მრუდ უბნებზე ის უნდა გაიზარდოს ლიანდაგის რადიუსის შემცირებისას. სასაზღვრე ბოძკინტი მიუთითებს იმ ადგილს, რომლის იქითაც ლიანდაგზე არ უნდა გაჩერდეს მოძრავი შემადგენლობა, რომელიც მოძრაობს ისრული გადამყვანის ან ყრუ გადამყვანის მიმართულებით. სასაზღვრე ბოძკინტზე ნაჩვენებია ლიანდაგის ნომრები, რომელთა შორისაც მდებარეობს ბოძკინტი.

  1. Предельный столбик დაარქივებული 2017-10-22 საიტზე Wayback Machine. , Васильев Н. Н., Исаакян О. Н., Рогинский Н. О., Смолянский Я. Б., Сокович В. А., Хачатуров Т. С. Краткий технический железнодорожный словарь. - М.: Государственное транспортное железнодорожное издательство, 1941 г, 998 с.
  2. Предельный столбик დაარქივებული 2017-10-22 საიტზე Wayback Machine. , Большой энциклопедический политехнический словарь, 2004 г.
  3. Предельный столбик დაარქივებული 2016-04-08 საიტზე Wayback Machine. , Введенский Б. А. Большая советская энциклопедия. Изд. 2, том 34// М.: Государственное научное издательство «Большая советская энциклопедия», 1955 г., 656 с.