სარძევეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სარძევეები, სარძევე ჭურჭლებიმცენარის ჭურჭლები (მილები, უჯრედები), რომლებიც შეიცავენ რძეწვენს (ლატექსს) აქვს რძიანასებრთა, რთულყვავილოვანთა, ღვედკეცისებრთა და სხვა ოჯახის ზოგიერთ მცენარეს. სარძევეები ორგვარია:დანაწევრებული და დაუნაწევრებელი. დანაწევრებული სარძევეები წარმოიქმნება სარძევე უჯრედებს შორის ტიხრების გახსნით; დაუნაწევრებელი სარძევეები — ინიციალური სარძევე უჯრედების გაზრდით და დატოტვით. ცოცხალ სარძევეებს აქვს ციტოპლაზმის კედლისპირული შრე, მრავალი ბირთვი, ცელულოზოვანი გარსი და ცოცხალი უჯრედის ყველა სხვა სტრუქტურა. სარძევეები მცენარის თითქმის ყველა ორგანოშია და ქმნის მთლიან სისტემას, თუმცა ზოგს (ჭანჭყატი, ევკომია) რძეწვენი უგროვდება ცალკეულ წაგრძელებულ უჯრედში. სარძევეების ფიზიოლოგიური როლი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ფიქრობენ, რომ სარძევეებში გროვდება ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]