სარქის ოვსეფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სარქის ოვსეფიანი
Sargis Hovsepyan.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სარქის რუბენის ძე ოვსეფიანი
დაბადების
თარიღი
2 ნოემბერი, 1972 (1972-11-02) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990-1991 მალათია 25 (0)
1991-1992 ლორი 33 (0)
1992-1997 კილიკია 153 (6)
1998-2003 ზენიტი 153 (2)
2003-2004 ტორპედო-მეტალურგი 14 (0)
2004-2012 პიუნიკი 190 (14)
სულ 568 (22)
ეროვნული ნაკრები
1992-2012 სომხეთი 132 (2)
სამწვრთნელო კარიერა
2013-2016 პიუნიკი
2015 სომხეთი (მ.შ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სარქის ოვსეფიანი (სომხ. Սարգիս Հովսեփյան; დ. 2 ნოემბერი, 1972, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — საბჭოთა და სომეხი ფეხბურთელი, სომეხი საფეხბურთო მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბ „პიუნიკსა“ და სომხეთის ეოვნულ ნაკრებში გამოსვლისას იყო გუნდის კაპიტანი. „კილიკიისა“ და პიუნიკის რიგებში მოღვაწეობისას იყო სომხეთის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარქის ოვსეფიანი „ზენიტის“ მედაგნელობაში

კარიერა 1990 წელს საფეხბურთო კლუბ „მალათიას“ რიგებში დაიწყო, სადაც 25 მატჩი ჩაატარა. 1991 წელს ის საფეხბურთო კლუბ „ლორიში“ გადავიდა და მის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა. ოვსეფიანი 1992 წელს „პიუნიკში“ გადავიდა და იმავე წელს სომხეთის ჩემპიონი გახდა. სეზონის დასრულების შემდეგ ის სომხეთის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 1994 წელს გუნდთან ერთად სომხეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 1995 წელს ოვსეფიანი კიდევ ერთხელ აღიარეს სომხეთის საუკეთესო მოთამაშედ. 1996 წელს ის ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გახდა. 1997 წელს სომხეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა.

1998 წელს ის სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ სკაუტებმა შეამჩნიეს და იმავე წელს კლუბის რიგებში ჩაირიცხა, სადაც სომხეთის ნაკრებში მოთამაშე მეორე ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიის მანძილზე. 1999 წელს გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. 2001 წესლ რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2003 წელს ვერხლის მედლის მფლობელი და რუსეთის პრემიერ-ლიგის თასის მფლობელი. სულ კლუბის შემადგენლობაში 164 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა[1]. ის შესულია „ზენიტის“ იმ ფეხბურთელების სიაში, რომელთაც კლუბის შემადგენლობაში 100 და უფრო მეტი მატჩი ითამაშეს.

2003 წელს ოვსეფიანი „ტორპედო-მეტალურგში“ გადავიდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა და „პიუნიკში“ გადასულიყო. სომხეთის 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის 1-ელ ტურში „შირაკის“ წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში ოვსეფიანმა თავისი მე-500 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მეორე სომეხი ფეხბურთელი გახდა რომელმაც 500-იანი ზღვარი გადალახა. ამ თამაშში ოვსეფიანს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მან პენალტი ვერ გამოიყენა[2].

2010 წლის 10 მაისს სომხეთის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალში „ბანანცის“ წინააღმდეგ „პიუნიკის“ გამარჯვებით, ის სომხური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა რომელმაც ქვეყნის თასის მოგება შეძლო. ამ დღეს ოვსეფიანს 37 წელი და 189 დღე შეუსრულდა. ამით მან გააუმჯობესა კარენ სიმონიანის შედეგი, რომელიც სომხეთის თასის აღებისას 36 წლის და 336 დღის იყო (2007 წელს). ოვსეფიანსვე ეკუთვნის კიდევ ერთი სათასო რეკორდი - საერთო ჯამში მან ამ ტურნირზე 62 მატჩი ითამაშა[3].

2011 წელს ოვსეფიანმა „პიუნიკის“ რიგებში ტრებლი გაიფორმა, მოიპოვა რა სომხეთის ჩემპიონის ოქროს მედალი, თასი და სუპერთასი.

ოვსეფიანმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა[4]. გამოსამშვიდობებელი მატჩი 2012 წლის 14 ნოემბერს შედგა, სადაც ერევნის მერიისგან მედლით დაჯილდოვდა[5]. კარიერის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ ის სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დირექტორად დაინიშნა[6]. 2013 წლის ბოლოს „პიუნიკის“ მთავარი მწვრთნელი გახდა[7].

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვსეფიანმა პირველი მატჩი სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1992 წლის 14 ოქტომბერს, საშიანო შეხვედრაში მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა[8].

2010 წლის დეკემბერში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყველა მოთამაშე რომელთაც თავიანთი ეროვნული ნაკრებების შემადგენლობაში 100 და უფრო მეტი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული უეფასგან სპეციალურ ჯილდოებს მიიღებდნენ. ამგვარად, ოვსეფიანი რომელსაც სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში 100-ზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული ამ ჯილდოს უპირობო მფლობელი გახდა[9].

1992 წლიდან სომხეთის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლისას მან 131 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა[2]. ამ შედეგით ის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გახდა ჩატარებული თამაშების რაოდენობით.

მიღწევები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Овсепян Саркис Рубенович.
  2. 2.0 2.1 Овсепян провел свой 500 матч в официальных играх. Armfootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-01. წაკითხვის თარიღი: 13.12.2010.
  3. Саркис Овсепян стал самым возрастным обладателем кубка Армении. Armsport.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-01. წაკითხვის თარიღი: 13.12.2010.
  4. Саркис Овсепян завершил карьеру футболиста. Armsport.com. წაკითხვის თარიღი: 22.09.2012.
  5. Саркис Овсепян награждён золотой медалью мэрии Еревана. ArmFootball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-20. წაკითხვის თარიღი: 15.11.2012.
  6. Саркис Овсепян назначен директором сборной Армении. ArmSport.com. წაკითხვის თარიღი: 13.10.2012.
  7. Овсепян стал главным тренером «Пюника»
  8. Sargis Hovsepyan. Armfootball.tripod.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-01. წაკითხვის თარიღი: 4.11.2010.
  9. Саркис Овсепян получит награду от УЕФА. Armsport.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-01. წაკითხვის თარიღი: 13.12.2010.