საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნო
საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნო — რუსეთი
საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნო
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 54°55′34″ ჩ. გ. 43°19′30″ ა. გ. / 54.92611° ჩ. გ. 43.32500° ა. გ. / 54.92611; 43.32500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა საროვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210180000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

საროვის ღვთისმშობლის მიძინების უდაბნო (რუს. Свято-Успенская Саровская пустынь) — მამათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ საროვში. დაარსებულია XVIII საუკუნის დასაწყისში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. უდაბნო ცნობილია იმით, რომ აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდანი სერაფიმ საროველი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მონაზონი, რომელიც დასახლდა საროვის მთაზე, იყო პენზელი ბერი თეოდოსი, რომელიც აქ დასახლდა 1664 წელს და ააშენა კელია. იგი აქ ცხოვრობდა ექვსი წელი, შემდეგ დაბრუნდა პენზაში. ამავე პერიოდში ძველ ნაქალაქარზე დასახლდა ბერი გერასიმე, რომელიც იყო კრასნოსლობოდის ხარებს ეკლესიიდან. მცირე ხნის მანძილზე ორივე ბერი ცხოვრობდა ერთად, მაგრამ მალევე თეოდოსი წავიდა პენზაში და გერასიმე დარჩა ძველ ნაქალაქარზე. ერთი წლის ცხოვრების შემდეგ იგი დაუბრუნდა კრასნოსლობოდის ხარების ეკლესიას, რის შემდეგაც ძველი ნაქალაქარი კვლავ გაუდაბურდა.

დაახლოებით 1683 წელს აქ მოვიდნენ მღვდელმონაზონი საბა და ბერი ფილარეტი 1659 წელს დაარსებული სანაქსარის მონასტრიდან, მაგრამ მალევე ისინი დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში.

საროვის უდაბნოს დამაარსებელი გახდა მღვდელმონაზონი ისააკი, რომელმაც მიატოვა ვედენის მონასტერი და სანაქსარელ ბერ ფილარეტთან ერთად დასახლდა ძველ ნაქალაქარზე.

1705 წელს თავადმა გრუშევმა, რომელიც იყო ძველი ნაქალაქარის მფლობელი, მამა ისაკს გადასცა მიწის ნაკვეთი მდინარეებს სატისსა და საროვსკს შორის, რათა ამ ტერიტორიაზე დაეარსებინა სავანე. 1706 წლის იანვარში რიაზანის მიტროპოლიტმა სტეფანე იავორსკიმ დააკმაყოფილა მამა ისააკის თხოვნა ძველ ნაქალაქარზე ეკლესიის აშენების შესახებ. 1706 წლის 28 აპრილს მამა ისაკმა საფუძველი ჩაუყარა ხის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1706 წლის 16 ივნისს შესრულდა საროვის უდაბნოს კურთხევის ცერემონია, ეს დღე ითვლება საროვის უდაბნოს დაარსების დღედ.

1731 წელს უდაბნს პირველმა წინამძღვარმა ისააკმა უარი თქვა წინამძღვრობაზე და ადგილი დაუთმო თავის მოსწავლეს დოროთის.

შემდეგი წინამძღვარი მამა ეფრემ კოროტკოვი უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს სახელმწიფოს ღალატში და გადაასახლეს ორლის ციხესიმაგრეში 16 წლით. იგი გაამართლეს და საროვის უდაბნოში დააბრუნეს 1755 წელს. 1775 წლის შიმშილის პერიოდში მამა ეფრემმა გახსნა მონასტრის მარცვლეულის საწყობი, რათა დახმარებოდა გაჭირვებულებს.

მამა ეფრემმა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე შეარჩია მემკვიდრე, ეს იყო მღვდელმონაზონი პახომი. სწორედ პახომის წინამძღვრობის დროს უდაბნოში მივიდა პროხორ მოშნინი, მომავალი წმინდანი სერაფიმ საროველი.

1897 წელს დაიწყო სერაფიმ საროველის კელიის შენება[1]. პროექტის ავტორი გახდა არქიტექტორი ალექსანდრე კამინსკი. 1903 წელს ტაძარი აკურთხა სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ანტონიმ.

1906 წელს საროვის უდაბნომ აღნიშნა დაარსებიდან 200 წლის იუბილე. იუბილეზე უდაბნოს მრავალი სტუმარი ეწვია. საროვის უდაბნო გახდა რუსეთში საზოგადოდ აღიარებული სიწმინდე.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ საროვის უდაბნოს ეკონომიკური მდგომარეობა დაქვეითდა. 1925 წლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება მონასტრის დახურვის შესახებ, ხოლო 1927 წლის მარტში მიიღეს მონასტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. უდაბნოს სიმდიდრეები გადასცეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ნიჟნი-ნოვგოროდის განყოფილებას.

საროვის მონასტრის ბაზაზე 1927 წელს შეიქმნა საბავშვო სამუშაო კომუნა. 1931 წელს შრომითი კომუნა დახურეს. ამის შემდეგ ჩამოაყალიბეს შრომა-გასწორების კოლონია. აღნიშნული კოლონიაც 1938 წელს დახურეს[2].

აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 26 სექტემბერს საროვს პირველად ეწვია ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი ნიკოლაი (კუტეპოვი)[3]. 1990 წელს ჩამოყალიბდა მართლმადიდებლური მრევლი. 1991 წელს კი მოხდა მისი რეგისტრაცია. 1990 წელს მოხდა სერაფიმ საროველის ცხედრის შეძენა სანქტ-პეტერბურგის ათეიზმისა და რელიგიის მუზეუმში. 1991 წლის 11 იანვარს მოხდა რუსეთის მართლმადივებელი ეკლესიისათვის ნეშტის ოფიციალური გადაცემა. 30 ივლისს სერაფიმეს ცხედარი გადაიტანეს დივეევოში.

1991 წლის 2 აგვისტოს ქალაქს პირველად ეწვია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II. 1992 წლის 25 აპრილს ეკლესიაში შედგა პირველი საღვთო ლიტურგია.

1993 წლის თებერვალში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აკურთხა ყველაწმინდის სახელობის ტაძარი.

1992 და 1993 წლებში ალექსი მეორე კვლავ ეწვია საროვის უდაბნოს სერაფიმ საროველის დღესასწაულის აღსანიშნავად.

1997 წლის 17 მაისს სამრეკლოზე დაკიდეს ზარები.

1998 წელს ფედერალურმა ატომურმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება იოანე წინასწარმეტყველის ტაძრის მრევლისთვის გადაცემაზე. გადაცემა შედგა 1999 წელს[4].

2006 წლის 17 ივლისს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გახსნა მონასტერი[5][6]. მონასტრის გახსნის შემდეგ საროვის უდაბნო გახდა მეშვიდე მოქმედი ტაძარი საროვში.

2016 წელს საროვის უდაბნოში დაიწყო მიძინების მონასტრის აღდგენითი სამუშაოები[7].

2016 წლის 1 ოქტომბერს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი დანიშნეს საროვის უდაბნოს სქემარქიმანდრიტად[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Степашкин В. А. Хроника событий, связанных с именем Преподобного Серафима Саровского (Часть III) // Преподобный Серафим Саровский: предания и факты. — 3-е издание, испр. и доп. — Саров: ЗАО «ИНФО», 2009. — С. 148—263. — 264 с. — 1000 экз. — ISBN 978-5-89269-010-2.
  • Подурец А. М. Саров: памятник истории, культуры, православия. — 3-е изд., доп. — Саров: ЗАО «ИНФО», 2006. — 400 с. — 2000 экз.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 100-летие прославления преп. Серафима Саровского. Хроника восстановительных работ. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2009-09-05.
  2. История города Арзамас-16 до 1946 года
  3. 100-летие прославления преп. Серафима Саровского. Хроника возрождения православной жизни в Сарове в 1989—2003 гг.. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2009-09-05.
  4. Церковная хроника г. Сарова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-23. ციტირების თარიღი: 2018-03-20.
  5. ЖУРНАЛ № 61//ЖУРНАЛЫ заседаний Священного Синода Русской Православной Церкви (17-19 июля 2006 года) Официальный сайт МП 19 июля 2006 г.
  6. В Сарове возобновляется монашеская жизнь. Официальный сайт МП 20 июля 2006 г.
  7. Надежда Муравьева. (2016-03-17) В Сарове началось восстановление Успенского собора. Нижегородская митрополия. ციტირების თარიღი: 2016-03-18.
  8. Журналы заседания Священного Синода от 21 октября 2016 года