სარკინიგზო ტრანსპორტი ესტონეთში
სარკინიგზო ტრანსპორტი ესტონეთში — სარკინიგზო გზა, რომელიც შედგება დაახლოებით 1 200 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზებისაგან, საიდანაც ამჟამად საჯარო მოხმარებაშია 900 კილომეტრი. სარკინიგზო ქსელის ინფრასტრუქტურის უმეტესობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და რეგულირდება ესტონეთის ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოს (ესტონურად: Tehnilise Järelevalve Amet) მიერ.
ესტონეთის ყველა საჯარო სარკინიგზო ხაზი აგებულია 1520 მმ (4 სტოპი 11+27⁄32 დიუმი) ბაქნით (რუსული გაბარიტი), ისევე, როგორც რუსეთში, ბელორუსში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ესტონეთში გამოყენებული 1520 მმ გაბარიტი შეთავსებადია ფინეთის 1524 მმ (5 სტოპი) გაბარიტთან. ზოგჯერ იგი განისაზღვრება 1524 მმ-ად, მაგალითად, როდესაც ხდება სარკინიგზო ტექნიკის ან სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ფინეთიდან.
დღეს ესტონეთის სარკინიგზო მაგისტრალები გამოიყენება ძირითადად სატვირთო გადაზიდვებისთვის, მაგრამ კომფორტულია მგზავრობისათვისაც. 2019 წელს დაფიქსირდა 8,3 მილიონი მგზავრის გადაყვანა.[1] ყველაზე ხშირად მოსახლეობა რკინიგზას იყენებს ტალინის მახლობლად, რომელიც ძირითადად უკავშირდება ბალტიის სადგურებს.
ტალინი-ტარტუს სარკინიგზო მაგისტრალი უნდა იქნეს ელექტრიფიცირებული 2024-2025 წლამდე, დანარჩენი ქსელის ელექტრიფიკაციის დასრულება იგეგმება 2028 წლისთვის. [2] 16 ახალი ელექტრომატარებელი, რომელიც აწარმოა შკოდამ, უნდა შევიდეს მომსახურებაში 2025 წლიდან, პირველი მათგანი ესტონეთში უკვე ჩამოვიდა 2024 წლის ივნისში.[3][4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარკინიგზო ქსელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთო სიგრძე: დაახლოებით 1200 კმ, საიდანაც 900 კმ საჯარო მოხმარებაშია [5]
- გაბარიტი: 1,520 მმ (4 სტოპი 11+27⁄32 დიუმი)
- ელექტრიფიცირებული: 133 კმ (83 მილი)

ესტონეთის სარკინიგზო ქსელი ეკუთვნის სახელმწიფო კომპანია AS Eesti Raudtee-ს და კერძო კომპანია Edelaraudtee Infrastruktuuri AS-ს. ამ სარკინიგზო ქსელის ინფრასტრუქტურის ოპერატორები უზრუნველყოფენ ყველა სარკინიგზო სერვისს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებისთვის. AS Eesti Raudtee უზრუნველყოფს დაახლოებით 800 კილომეტრ სარკინიგზო ხაზს, საიდანაც 107 კილომეტრი ორლიანდაგიანია და 133 კილომეტრი - ელექტრიფიცირებული. Edelaraudtee Infrastruktuuri AS ემსახურება 298 კილომეტრ სარკინიგზო ხაზს, რომელიც მოიცავს 219 კილომეტრ მთავარ ხაზს და 79 კილომეტრ სადგურის ხაზს.
მთავარი ხაზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]AS Eesti Raudtee-ს კუთვნილი ხაზები:
- ტალინი–ნარვა სარკინიგზო ხაზი - 209,6 კმ (130,2 მილი). გაიხსნა 1870 წელს. თავდაპირველად იყო რუსეთის იმპერიის სარკინიგზო ქსელის ნაწილი, აკავშირებდა პალდისკის სანქტ-პეტერბურგთან ტალინისა და ნარვას გავლით.

- ტალინი–კეილა–პალდისკი - 47,7 კმ (29,6 მილი).
- კეილა–ტურბა, -24,4 კმ (15,2 მილი). ეს ხაზი არის ყოფილი კეილა–ჰააფსალუ ხაზის ნაწილი, რომლის მშენებლობა 1905 წელს. რიისიპერე–ჰააფსალუ მონაკვეთი დაიხურა 2004 წელს,[6] მაგრამ აღდგა ტურბამდე 2019 წელს, როგორც პირველი ნაბიჯი ჰააფსალუს (და შესაძლოა როჰუკიულის პორტის) ხაზის საბოლოო აღსადგენად.[7]

- ტაპა–ტარტუ - 112,5 კმ (69,9 მილი). მშენებლობა დასრულდა 1877 წელს.
- ტარტუ–ვალგა - 82,5 კმ. მშენებლობა დასრულდა 1887 წელს. საერთაშორისო კავშირი ორნაწილიანია: ვალგასთან ესტონეთში და ვალკამდე ლატვიაში. სამგზავრო მატარებლებს ტარტუსა და ვალგას შორის ემსახურება Elron. სამგზავრო მატარებლებს ვალგასა და რიგას შორის ემსახურება ლატვიური სარკინიგზო კომპანია.
- ტარტუ–პეჩორი - 83,5 კმ (51,9 მილი). აშენდა 1929-1931 წლებში. საერთაშორისო კავშირი კოიდულას სარკინიგზო სადგურიდან პეჩორამდე (რუსეთში). სამგზავრო მატარებლებს ემსახურება Elron.
- ვალგა–პეჩორი - 91,5 კმ (56,9 მილი). რიგა–ფსკოვის სარკინიგზო ხაზის ნაწილი, რეგულარული მოძრაობისთვის გაიხსნა 1889 წელს. საერთაშორისო კავშირი კოიდულას სარკინიგზო სადგურიდან ესტონეთში პეჩორამდე რუსეთში. 2001 წლიდან ხაზი გამოიყენება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვის. [8]
Edelaraudtee Infrastruktuuri AS-ს კუთვნილი ხაზები:

- ტალინი–ლელე–(პარნუ) - 141,4 კმ (87,9 მილი) (ადრე 190 კმ). ლელე-პარნუს მონაკვეთი სამუდამოდ დაიხურა სამგზავრო გადაყვანებისთვის 2018 წლის 8 დეკემბერს, რადგან რეაბილიტაცია საჭიროებდა 17 მილიონ ევროს. სარკინიგზო მომსახურება პარნუს სადგურამდე აღდგება Rail Baltica ხაზის გახსნით. [9][10]
- ლელე–ვილიანდი - 78,7 კმ (48,9 მილი). ეს ხაზი ვილიანდის აკავშირებს ტალინი–პარნუს ხაზთან ლელეს გავლით.
სარკინიგზო ქსელი ახლო ქვეყნებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის შემოდგომის მდგომარეობით, ლატვიის რკინიგზის მიერ მოქმედი სამი მატარებელი ყოველდღიურად აკავშირებს რიგას (ლატვია) ვალგასთან (ესტონეთი). მეზობელი ქვეყნების სხვა სარკინიგზო ხაზები ამჟამად არ გამოიყენება პირდაპირი სამგზავრო გადაადგილებისთვის. შესაძლებელია ტალინსა და რიგას შორის მგზავრობა ვალგაში მატარებლის შეცვლით და ტალინი-ვალგასა და ვალგა-რიგას განრიგი ამ მიზანს არის მორგებული, მაგრამ ამას მაინც დიდი დრო სჭირდება ავტობუსთან (მგზავრობის დრო დაახლოებით 5 საათი) ან საჰაერო გადაადგილებასთან შედარებით.
ისტორიული მატარებლის მარშრუტებია ტალინი-მოსკოვი ტარტუ-პეჩორის გავლით და რიგიდან პეტერბურგისკენ. ორივე დაიხურა 1990-იან წლებში. ახალი მაღალსიჩქარიანი ხაზი ტალინი-ვარშავა, Rail Baltica, ამჟამად მშენებლობის პროცესშია და 2028-2030 წლებში შევა ექსპლუატაციაში. ასევე იგეგმება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ჰელსინკისკენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ IRJ in brief – Financial: Strong sales for TMH – passenger growth for SJ – loss for DSB (24 February 2020). ციტირების თარიღი: 7 September 2020
- ↑ „€43 million missing from Estonia's railway electrification budget“. ERR News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-03. ციტირების თარიღი: 9 July 2021.
- ↑ Skoda Group delivers the first EMU to Estonia en. ციტირების თარიღი: 2024-06-12
- ↑ „Estonia buys 10 more electric trains“. ERR News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-03. ციტირების თარიღი: 6 September 2022.
- ↑ Estonian Technical Surveillance Authority. ციტირების თარიღი: 2008-12-09
- ↑ Eesti Raudteemuuseum et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-07. ციტირების თარიღი: 2008-12-09
- ↑ Go Track to build Riisipere - Turba railway et. ციტირების თარიღი: 2018-12-30
- ↑ Arhiiv | ERR et. ციტირების თარიღი: 2024-06-12
- ↑ Estonia to close railway line and wait for Rail Baltica (6 November 2018).
- ↑ ERR News. Tallinn-Pärnu railway line to be closed permanently in December. Retrieved 7 June 2019