შინაარსზე გადასვლა

სარკინიგზო გვირაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარკინიგზო გვირაბი — მატარებლების მოძრაობისათვის განკუთვნილი გვირაბი. პირობითად გამოიყოფა მთიან მასივში გამავალი გვირაბები, წყლის ქვეშ გამავალი გვირაბები, შიდასაქალაქო გვირაბები, მეორენაირად ეწოდებათ ღრმა შესასვლელები. თავისი არსით მეტროპოლიტენის გვირაბები ასევე მიეკუთვნება სარკინიგზო გვირაბებს.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბია გოთარდის საბაზო გვირაბი შვეიცარიაში. მისი სიგრძე შეადგენს 57 კილომეტრს, ის ექსპლოატაციაში შევიდა 2016 წლის ბოლოს.

საქართველოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დაიწყო 2015 წელს ზესტაფონი-ხაშურის უბანზე მოლითი-ქვიშხეთის გადასარბენზე და ექსპლოატაციაში შევიდა 2025 წლის ბოლოს. ორლიანდაგიან გადასარბენზე აშენდა ორი გვირაბი, თითო სიგრძით 8300 მეტრი, დაგებული რკინა-ბეტონის შპლებით და Р65 ტიპის რელსებით ღორღის ბალასტზე.

რუსეთში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბია 2003 წლის 5 დეკემბერს გახსნილი სევერომუისკის გვირაბი — ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ნაწილი. გვირაბის სიგრძეა 15 343 მეტრი და გადის ჩრდილოეთ მუიის ქედის ქვეშ. გვირაბის მშენებლობა გაგრძელდა 27 წელი. 2006 წლის ივლისში რუსეთის რკინიგზების ქსელში ექსპლოატაციაში იმყოფებოდა 162 გვირაბი საერთო სიგრძით 119 კილომეტრი.[1]

სარკინიგზო გვირაბების მართვის სისტემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითოეული დიდი და აქტიურ ექსპლოატაციაში მყოფი გვირაბი ითხოვს მართვის სისტემების მუშაობას, რომელიც მოიცავს ვენტილაციის, უსაფრთხოების, ტელემეტრიის სისტემას. განსაკუთრებით გრძელი სარკინიგზო გვირაბების მთელ მანძილზე დამონტაჟებულია ავარიული სადგურები, რომლებიც ხანძრის გაჩენის შემთხვევებში შესაძლებლობას იძლევა მგზავრების ევაკუაციისათვის.

  1. Плановый обвал в тоннеле. «Гудок», 26 июля 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2026-01-25