სარკინიგზო გადასასვლელი

სარკინიგზო გადასასვლელი — რკინიგზის ლიანდაგების და საავტომობილო გზების, ველოსიპედის ან საფეხმავლო ბილიკების ერთდონიანი გადაკვეთის ადგილი.
სარკინიგზო გადასასვლელი — მზარდი ხიფათმომცველი ობიექტია და ამოტომ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გადასასვლელები აღჭურვილია შუქნიშნებით, შლაგბაუმებით და ხმოვანი სიგნალებით, ასევე გადასასვლელის ბარიერის მოწყობილობებით — ლითონის ფირფიტებით, რომლებიც მაღლა იწევიან და კეტავენ გადასასვლელს (რკინიგზის დაბალაქტიურ ხაზებზე არსებული გადასასვლელების გარდა, რომლებზეც დაყენებულია მხოლოდ საგზაო ნიშნები).
სარკინიგზო გადასასვლელები დაყენებულია კარგი მხედველობის ადგილებში. საავტომობილო გზისა და რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის კუთხე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60°-ისა.
ზოგიერთ ქვეყნებში ავტოგზების გადაკვეთა გამოყოფილი ტრამვაის ხაზით აღჭურვილია ზუსტად ისევე, როგორც სარკინიგზო გადასასვლელი.
უსაფრთხოება გადასასვლელებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგზაო მოძრაობის წესების თანახმად სარკინიგზო გადასასვლელზე შესვლა აკრძალულია შემდეგ შემთხვევებში:
- დაკეტილი შლაგბაუმების ან მათი დაკეტვის დაწყების შემთხვევაში (შუქნიშნის სიგნალის დამოუკიდებლად);
- შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის შემთხვევაში (შლაგბაუმების რაოდენობის და მდგომარეობის დამოუკიდებლად);
- სარკინიგზო გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის შემთხვევაში (მორიგე მღოლთან დგას მკერდით ან ზურგით თავს ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფანრით ან დროშით, ან გვერდზე გაშლილი ხელებით);
- თუ გადასასვლელის უკან შეიქმნა საცობი, რომელიც მძღოლს აიძულებს გადასასვლელზე გაჩერებას;
- თუ გადასასვლელთან თვალთახედვის არეში ახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
მსგავსი წესები მოქმედებს პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს რკინიგზები.
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერდა გადასასვლელზე და მძღოლს არ შეუძლია მისი იქიდან გადმოგორება (მაგალითად, სტარტერის დახმარებით), მაშინ საგზაო მოძრაობის წესები მძღოლისგან ითხოვს შემდეგი სახის მოქმედებებს:
სარკინიგზო გადასასვლელზე იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გადმოსვას ადამიანები ავტომანქანიდან და მიიღოს ღონისძიებები გადასასვლელის გასანთავისუფლებლად. იმავდროულად მძღოლი ვალდებულია:
- შესაძლებლობის მიხედვით გააგზავნოს ორი ადამიანი ლიანდაგის გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მიმართულებით 1000 მეტრ მანძილზე (თუ აგზავნის ერთს, მაშინ ლიანდაგის ცუდი მხედველობის მიმართულებით) და აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის სიგნალების მიცემის წესები;
- დარჩეს სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს და განახორციელოს საერთო განგაშის სიგნალების მიცემა;
- მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მისკენ შესახვედრად და მას მისცეს გაჩერების სიგნალი.
შენიშვნა: გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღის განმავლობაში კაშკაშა ქსოვილის ნაჭრით ან რაიმე კარგად ხილული საგნით, ღამით — ფაკელით ან ფანრით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალების სერია.
სარკინიგზო გადასასვლელების გადაკვეთის წესების განხორციელება ყოველთვის არ ხდება, რაც იწვევს ადამიანთა მსხვერპლს. რათა მთლიანად გამოირიცხოს სარკინიგზო გადასასვლელებზე ადამიანთა სივდილიანობის შესაძლებლობა, დასავლეთ ევროპაში (უკიდურეს შემთხვევაში, ბელგიაში და ნიდერლანდებში) ტარდება პროგრამა სარკინიგზო გადასასვლელების რაოდენობების შემცირების პროგრამა და მათი შეცვლა არაერთდონიანი გადასასვლელებით (გზაგამტარებისა და გვირაბების დახმარებით) შეფარდებით 4:1, ანუ ოთხი სარკინიგზო გადასასვლელი იცვლება ერთი არაერთდონიანი გადასასვლელით.
ნიდერლანდებში ახალი სარკინიგზო გადასასვლელის აგება მკაცრად აკრძალულია.
გადასასვლელების აღჭურვილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


პირველ სარკინიგზო გადასასვლელებზე აღჭურვილობის როლს თამაშობდა მესიგნალე. მატარებლის მოახლოებისას ის დროშის ან ფანრის დახმარებით (დღე-ღამის ბნელ დროს) საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევდა გაჩერების სიგნალს. მოგვიანებით გამოყენებული იქნა ხელით ან ელექტრულად მოქმედებაში მომყვანი სპეციალური კარებები ან ბარიერები. იმ დროს, როდესაც ავტოგზებზე ხშირად ერეკებოდნენ დიდი რაოდენობის საქონელს, აუცილებელი გახდა ფიზიკური ბარიერების შემოღება. აშშ-ში სარკინიგზო გადასასვლელისთვის კარების პირველი პატენტი გაცემული იქნა 1867 წლის 27 აგვისტოს ბოსტონელი J. Nason და J. F. Wilson-ის სახელებზე.

XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო ავტომობილების რაოდენობის სწრაფი მატება. იმავე დროს ნახირის გადარეკვა ავტოგზებზე გახდა საკმაოდ იშვიათი მოვლენა. ასეთ პირობებში კარებების და ბარიერების აუცილებელი ყოფნა უკვე საჭიროებას აღარ საჭიროებდა, ამიტომ დაიწყო მათი შეცვლა შლაგბაუმებით ან უბრალოდ სინათლის სიგნალებით, ეყრდნობოდნენ რა მძღოლთა შეგნებას.
თავდაპირველად შლაგბაუმები მოძრაობაში მოდიოდნენ ხელით — მათ აღებდა და კეტავდა სარკინიგზო გადასასვლელის მორიგე. ასეთი შლაგბაუმები კეტავდა ავტოგზის მთელ სიგანეს. მოგვიანებით ხელის შლაგბაუმები შეიცვალა ავტომატურით. ბევრ ქვეყანაში ავტომატურ შლაგბაუმებს აქვთ ნახევარგზის სიგანე, რათა ავტომობილი არ მოხვდეს ჩაკეტილ მდგომარეობაში სარკინიგზო გადასასვლელზე ორ შლაგბაუმს შორის (სარკინიგზო გადასასვლელის მორიგე, რომელსაც შეუძლია გახსნას შლაგბაუმი აუცილებლობის შემთხვევაში, ავტომატურ სარკინიგზო გადასასვლელზე უკვე აღარ დგას).
ნებისმიერი სარკინიგზო გადასარბენის წინ განსაზღვრულ მონაკვეთზე ყენდება საგზაო ნიშნები „შლაგბაუმიანი სარკინიგზო გადასასვლელი“ (თეთრი სამკუთხედი წითელი ზოლით და ღობის სილუეტით) ან „უშლაგბაუმო სარკინიგზო გადასასვლელი“ (თეთრი სამკუთხედი წითელი ზოლით და ორთქლმავლის სილუეტით). უშუალოდ სარკინიგზო გადასასვლელის წინ ყენდება ნიშანი ანდრია მოციქულის ჯვრის ფორმაში. მხოლოდ ყველაზე უფრო ნაკლებად მომუშავე რკინიგზებზე სარკინიგზო გადასასვლელების აღჭურვილობა შემოიფარგლება საგზაო ნიშნებით. სარკინიგზო გადასასვლელების უმრავლესობაზე ასევე ყენდება სპეციალური კონსტრუქციის რკინიგზის შუქნიშნები და მათთან სინქრონულად მომქმედი ხმოვანი სიგნალი. გადატვირთული მოძრაობის სარკინიგზო გადასასვლელებზე შუქნიშნებთან დამატებით ყენდება შლაგბაუმები. გვხვდება ისეთი სარკინიგზო გადასასვლელები, რომლებიც აღჭურვილები არიან საგანგაშო ინფრაბგერული აკუსტიკით.