სარკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელაია-ვეჟის ექსკლავები ოლეშიე და ტმუტარაკანი XI საუკუნის რუსეთის რუკაზე.

სარკელი (ხაზარ. „თეთრი სახლი“), შემდეგ ბელაია-ვეჟა — ხაზარების, მოგვიანებით კი ძველი რუსული ქალაქი-ციხესიმაგრე მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად მდებარეობს ციმლიანსკის წყალსაცავის ფსკერზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრე ააშენეს 834 და 837 წლებს შორის მდინარე დონზე დასავლეთ მხარეს, იქ სადაც მდებარეობდა ვოლგა-დონის ტვირთგადამზიდი. ხაზართა ხაკანის თხოვნით, რომლითაც მიმართა ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს, ციხესიმაგრე ააშენეს ბიზანტიელმა მშენებლებმა, რომელთაც სათავეში ედგა პეტრონ კამატირი.

სარკელი იყო ხაზართა სახაკანოს მთავარი ფორპოსტი სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე. ციხესიმაგრეში რეგულარულად იდგა გარნიზონი 300 ადამიანის ოდენობით. ხაზარულ ენაზე ქალქის სახელწოდება ჟღერდა როგორც „შარკილი“.

სარკელის ხედი კოსმოსიდან

965 წელს სარკილს თავს დაესხა თავადი სვიატოსლავ I. ამის შემდეგ მოსახლეობა გადავიდა კიევის რუსეთის მფლობელობაში და ციხესიმაგრეს ეწოდა რუსული სახელი - ბელაია-ვეჟა. კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის კედელზე არის წარწერა, სადაც მოიხსენიება „ტიატკიუში, ბელოვეჟის მღვდელი“. წარწერა შეიცავს როგორც სლავურ ისე თურქულ სიტყვებს. წარწერიდან ცნობილი ხდება, რომ სარკელის ოსმალურ მოსახლეობას შორის ცხოვრობნენ ქრისტიანები და მოღვაწეობდა ქრისტიანი მღვდელიც. 1103 წელს ვლადიმერ მონომახმა ტყვედ წაიყვანა პეჩენგები და ტორკები, რომელთა დახმარებითაც ჩამოაყალიბა ბელაია-ვეჟის გარნიზონი, რომელიც ქალაქს იცავდა 1117 წლამდე, როდესაც ყივჩაყები დაესხნენ თავს და მოსახლეობამ მიატოვა ციხესიმაგრე.

დიდი ხნის განმავლობაში ქალაქის მდებარეობა ცნობილი არ იყო და მას თეორიულად ათავსებდნენ ვოლგასა და დონს შორის ტერიტორიაზე. 1934-1936 წლებში აქ მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ არტამონოვი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოხერხდა სარკელის ადგილმდებარეობის დაზუსტება.

ციხესიმაგრე მდებარეობდა კონცხზე, რომელიც ნაპირიდან თრხილებით იყო გამოყოფილი. კედელთან მდებარეობდა მეორე თხრილი. ნაქალაქარის გეგმა ოთხკუთხედის ფორმისა იყო (193,5 X 133,5 მ). მთავარი ჭიშკარი მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთის კედელში, მეორე უფრო მცირე ზომის ჭიშკარი მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელში და გადიოდა მდინარის სანაპიროზე. ციხესიმაგრეს გააჩნდა თავდაცვის რამდენიმე ხაზი.

ქალაქის აშენების შემდეგ სარკელი სწრაფად გაიზარდა და გახდა სავაჭრო-სამრეწველო ქალაქი. მოსახლეობა შედგებოდა ორი ეთნიკური ჯგუფისაგან. აქ ცხოვრობდნენ ოსმალები და ალანები.

დასახლების დაცემის შემდეგ აგური ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიყენა საკუთარი საცხოვრებლების ასაშენებლად. 1952 წელს სარკელის დასახლება დატბორეს ციმლიანსკის წყალსაცავის მშენებლობის გამო. აღმოჩენილი ნივთები ნახება ერმიტაჟში და ნოვოჩერკასკის მუზეუმში[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Артамонов М. И. Средневековое поселение на нижнем Дону. По материалам Северо-Кавказской экспедиции // Известия Государственной Академии истории материальной культуры. — 1935. Вып. 31.
  • Труды Волго-Донской археологической экспедиции. Тт. 1-3. — М., 1958—1963.
  • Плетнева С. А. Саркел и «шёлковый» путь. — Воронеж, 1996.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]