სარისუს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სარისუს ტბა
აზერ. Sarısu
კოორდინატები: 40°02′50″ ჩ. გ. 48°10′22″ ა. გ. / 40.04722° ჩ. გ. 48.17278° ა. გ. / 40.04722; 48.17278
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
იმიშლის რაიონი
საბირაბადის რაიონი
სიგრძე 22 კმ
სიგანე კმ
ფართობი 65,7 კმ²
მოცულობა 60 მილიონი კმ³
მაქსიმალური სიღრმე 6,05 
საშუალო სიღრმე
სარისუს ტბა — აზერბაიჯანი
სარისუს ტბა

სარისუ (აზერ. Sarısu; ქართ. ყვითელი ტბა) — ფართობით აზერბაიჯანის უდიდესი ტბა, რომელიც მდებარეობს იმიშლისა და საბირაბადის რაიონში, მტკვარ-არაქსის დაბლობზე.[1]

სარისუს ტბა მდებარეობს მტკვრის გასწვრივ, იმიშლის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღწევს საბირაბადის რაიონამდე. ტბის მაქსიმალური სიგრძეა 22 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე 3 კმ. ტბის წყალი მტკნარია. ტბა ივსება აღგიოლის ტბიდან არხის მეშვეობით. საზრდოობს მიწისქვეშა და წვიმის წყლით. ტბის წყლის გადინება ხდება მტკვარში, რომელიც რეგულირდება მურადბეილის წყალსარინის მეშვეობით.[2]

ტბა გამოყოფილია საცხოვრებელი ტერიტორიებიდან გზატკეცილის ჩრდილოეთით, რომელიც ხელს უშლის მის პოტენციურ დაბინძურებას. ტბის სამხრეთი ნაწილი იყო დაბინძურებული, წარსულში ტბის სანაპიროზე ნავთობის წარმოების გამო.

სარისუს სანაპირო ზოლი ძირითადად შედგება ჭაობებისგან. ტბის ზედაპირის ფართობი 65.7 კმ²-ია,[3] წყლის სავარაუდო მოცულობა 60 მლნ. კუბ. მეტრი. საშუალო სიღრმე 1-3 მეტრია, სანაპირო ზოლი 0.1-0.9 მეტრი. ტბის წყლის მოცულობა ძირითადად იზრდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

ზამთარში, ყინულის საფარის საშუალო პერიოდია 11 დღე. სარისუ მდიდარია კობრით. ტბის ხელსაყრელი პირობები იზიდავს 300-350 ათას გადამფრენ ფრინველს ზამთარში. სარისუს მინერალიზაცია მაღალია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]