შინაარსზე გადასვლა

სარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარი-ქალის ტრადიციული სამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე

სარი — ქალის ტრადიციული სამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს.

სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთ-ერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე თავსაფრის სახით იხვევენ.

ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ სტატუსზე და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო.

ისტორია/ წარმომავლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სარიში გამოწყობილი გოგონა-1847 წ.
სარიში გამოწყობილი გოგონა-1847 წ.
აბრეშუმის სარიs ქსოვა
აბრეშუმის სარის ქსოვა

თავად სიტყვა სარი( ჰინდ. साड़ी, ساڑی) მომდინარეობს პრაკრიტული სიტყვიდან „სატიკა“.[1]სანსკრიტზე „სატი“( शाटी śāṭ) ნიშნავს ქსოვილის ზოლს.

სამოსს უძველესი ისტორია აქვს.ინდის ხეობის ცივილიზაციიდან იღებს სათავეს, რომელიც ძვ.წ. 2800-1800-იან წლებში ყვაოდა. ინდოეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. [2][3] [4]ბამბის მოყვანა და მისგან ქსოვილის დამზადება ინდოეთის სუბკონტინენტზე უკავშირდება ძვ. წ. V ათასწლეულს.[5]

ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. [6]

კოსტიუმების ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მამაკაცების დჰოტი (უძველესი ინდური დრაპირებული სამოსი) წინ უძღოდა სარის. მე -14 საუკუნემდე დჰოტი-ს ატარებდნენ როგორც  ქალები, ასევე მამაკაცები.[2] განდჰარის ქანდაკებებში (ახ. წ. I-VI საუკუნე) გამოსახულია  ერთგვარ სამოსში ჩაცმული ქალღმერთები და მოცეკვავეები.

ცნობილი ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა ტრადიციულ სამოსში

ისეთი წერილობითი წყაროებიდან, როგორიცაა „რამაიანა“ და „მაჰაბჰარატა“, ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები ყოველდღიურ ჩაცმულობაში ატარებდნენ  დჰოტს ან ლუნგას (სარონგი) ერთი ქსოვილის ნაჭრის სარი,  გვიანდელი სიახლეა. მხოლოდ ახ.წ. IV საუკუნიდან  ჩმოყალიბდა დჰოტისა და სარის ტარების გარკვეული წესები, გამოჩნდა განსხვავება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის განსხვავებელი ელემენტები და სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი ნიშნები.[7][8][9]

ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ.

ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.

სამხრეთ ინდოეთში მე -20 საუკუნემდე მრავალი ტომის ქალები ატარებდნენ მხოლოდ სარს და ზედა ნაწილებს ღიად ტოვებდნენ. დღესაც ზოგიერთ სოფელში ქალები არ ატარებენ ჩოლის.[10]

ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში.

  1. Mohapatra, R. P. (1992) «Fashion styles of ancient India», B. R. Publishing corporation, ISBN 81-7018-723-0
  2. 2.0 2.1 Alkazi, Roshan (1983) "Ancient Indian costume", Art Heritage
  3. Boulanger, Chantal; (1997) Saris: An Illustrated Guide to the Indian Art of Draping, Shakti Press International, New York.
  4. Ghurye (1951) "Indian costume", Popular book depot (Bombay); (Includes rare photographs of 19th century Namboothiri and nair women in ancient sari with bare upper torso)
  5. Stein, Burton (1998). A History of India. Blackwell Publishing. ISBN 0-631-20546-2, p. 47
  6. Alkazi, Roshan (1983) «Ancient Indian costume», Art Heritage; Ghurye (1951) «Indian costume», Popular book depot (Bombay); Boulanger, Chantal; (1997)
  7. Katiyar, Vijai Singh (2009). Indian saris : traditions, perspectives, design. New Delhi: Wisdom Tree in association with National Institute of Design, Ahmedabad. p. 211. ISBN 9788183281225. Retrieved 31 October 2015.
  8. Emma Tarlo (1996) "Clothing Matters: Dress and Identity in India.", p.154
  9. Encyclopedia of Indian Women Through the Ages: Ancient India – Simmi Jain.
  10. Linda Lynton, Sanjay K. Singh (2002) "The Sari: Styles, Patterns, History, Techniques.", p.40
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სარი&oldid=4284311“-დან