შინაარსზე გადასვლა

სარელსო ტრანსპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარელსო ტრანსპორტი — ტრანსპორტის სახეობა, რომლის დანიშნულებაა სპეციალური გზებით გადაადგილება მიმმართველი — რელსებით.

განასხვავებენ სარელსო ტრანსპორტის საშუალებებს:

ამას გარდა, სარელსო ტრანსპორტის საშუალებებს მიეკუთვნება მაღალსიჩქარიანი მიწისზედა ტრანსპორტი მაგნიტურ ბალიშზე და ზოგჯერ მაღალსიჩქარიანი მატარებლები საჰაერო ბალიშზე, რომლებიც განსხვავდებიან პრინციპულად სხვანაირი „ძრავი–გზა“ კონსტრუქციით.

ტრამვაი — ქუჩის და ნაწილობრივ ქუჩის სარელსო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობა მგზავრთა გადაყვანისათვის მოცემულ მარშრუტზე (ჩვეულებრივ ელექტროწევაზე), რომელიც უპირატესად ქალაქებში გამოიყენება. ტრამვაი XXI საუკუნის დასაწყისში არსებულთაგან საქალაქო სამგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა[1] და გაჩნდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში — თავდაპირველად ცხენის წევაზე. ელექტრული ტრამვაი გამოჩნდა XIX საუკუნის ბოლოს — 1881 წელს გერმანიაში.[2] აყვავების ხანის შემდეგ, დაიწყო ტრამვაის ძლიერების ვარდნა, მაგრამ უკვე 1970-იანი წლებიდან ხელახლა შეიმჩნევა ტრამვაის პოპულარობის მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის ასეთი სახის ტრანსპორტის მაღალი გადამყვანუნარიანობისა და ეკოლოგიურობის გამო.

მეტროპოლიტენი (მეტრო) — სიტყვა-სიტყვით „დედაქალაქის რკინიგზა[3] — ტრადიციულ გაგებაში ქალაქის ქუჩისგარეთა რკინიგზა მასზე კურსირებული სამარშრუტო მატარებლებით მგზავრთა გადასაყვანად, ინჟინრულად გამოყოფილი ნებისმიერი სხვა ტრანსპორტისგან და საფეხმავლო მოძრაობისგან.

  1. Пономарев А. А., Иеропольский Б. К., Подвижной состав и сооружения городского электротранспорта, М.: Транспорт, 19815000 ეგზ., ISBN УДК 629.431/433+629.113.62+629.488.2(-21) Invalid ISBN.
  2. Габарда Д. (Dusan Habarda), Новые транспортные системы в городском общественном транспорте = Nove dopravne systemy v mestskej hromadnej doprave / Перевод со словацкого канд. техн. наук В. В. Косминой, М.: Транспорт, 1990, ISBN 5-277-00873-X.
  3. Что значит «метро»? / Ликбез / Блоги / Newslab.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2014-03-28