სარეზის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სარეზი)
სარეზის ტბა
სარეზის ტბა
სარეზის ტბა
კოორდინატები: 38°15′ ჩ. გ. 72°37′ ა. გ. / 38.250° ჩ. გ. 72.617° ა. გ. / 38.250; 72.617
მდებარეობა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
სიგრძე 75 კმ
სიგანე 3,4 კმ
ფართობი 86,5 კმ²
საშუალო სიღრმე 190 
მაქსიმალური სიღრმე 505 
სარეზის ტბა — ტაჯიკეთი
სარეზის ტბა

სარეზის ტბა (ტაჯ. Кӯли Сарез) — ტბა პამირში, ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ჩრდილოეთი ალიჩურისა და მუზქოლის ქედებს შორის, 3239 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 86,5 კმ². სიგრძე დაახლოებით 75 კმ, სიგანე 3,4 კმ-მდე, საშუალო სიღრმე 190 მეტრი, მაქსიმალური 505 მეტრი. წარმოიქმნა 1911 წლის მიწისძვრის შედეგად. უმთავრესად საზრდოობს მყინვარის წყლით. დონის რყევა დაახლოებით 6 მეტრი. იყინება დეკემბრის ბოლო-იანვრის I ნახევარში. ყინულისაგან თავისუფლდება მარტის ბოლო-მაისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]