სარდიონ დალაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სარდიონ დალაქიშვილი (დ. 9 მარტი, 1844 — გ. 2 აპრილი, 1929) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის მოხელე.

დაამთავრა ქუთაისის ოთხკლასიანი სასწავლებელი. მსახურობდა ქუთაისის გუბერნიის მმართველობაში. 1874-1896 წლებში იყო ქუთაისის, რაჭის, ლეჩხუმისა და ალპანას, 1896 წლიდან კი სვანეთის ბოქაული. სვანეთში მუშაობის დროს გაიყვანა საურმე და საცალფეხო გზები, გახსნა 12 სკოლა, მისივე გეგმით ლაშხეთიდან ორბელამდე გაყვანილ იქნა გზა, ასევე ლენტეხში გვირაბების გაჭრით ღელის გზა, რომელმაც საგრძნობლად შეამოკლა მანძილი სვანეთსა და ლეჩხუმს შორის. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მოსახლეობის კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებას, მისი უშუალო მითითებით სამრევლო სკოლებში სწავლა მიმდინარეობდა ქართულ ენაზე. 1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა მესტიაში აღმოჩენილი ნივთები: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და სხვ. მისი შვილი იყო სოციალისტი რევოლუციონერი აკაკი დალაქიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.837.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]