სარა ბარელისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარა ბარელისი
ინგლ. Sara Bareilles

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სარა ბეტ ბარელისი
დაბ. თარიღი 7 დეკემბერი, 1979 (1979-12-07) (44 წლის)
დაბ. ადგილი Eureka
წარმოშობა ეურეკა, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, პოპ-როკი, სოული
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2002 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Epic Records
ხელმოწერა
საიტი sarabmusic.com
სარა ბარელისი ვიკისაწყობში

სარა ბეტ ბარელისი (ინგლ. Sara Beth Bareilles; დ. 7 დეკემბერი, 1979, ეურეკა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მას გაყიდული აქვს სამ მილიონზე მეტი ალბომი და 15 მილიონზე მეტი სინგლი შეერთებულ შტატებში. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ორი გრემი, სამი ემის ნომინაცია და ორი Tony Awards. 2012 წლის თებერვალში VH1-მა სარა ბარელისი 100 საუკეთესო ქალ მუსიკოსს შორის დაასახელა.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარელისი დაიბადა და გაიზარდა ეურეკაში, კალიფორნია. მას ჰყავს ორი და, სტეისი და ჯენიფერი, და ნახევარდა, მელოდი.[2][3][4] ის არის იტალიური, ინგლისური, გერმანული, პორტუგალიური და ფრანგული წარმოშობის. მისი გვარი - ბარელისი - ფრანგულია. მან იცის იტალიური და ცხოვრობდა ბოლონიაში სწავლის დროს.[5] ბარელისი კათოლიეა. ის ბავშვობაში სწავლობდა სამრევლო სკოლაში. ის მღეროდა სკოლის გუნდში, Limited Edition. ასევე ის თამაშობდა ადგილობრივი თეატრის მუსიკალურ სპექტაკლებში.[6]

1998 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, ბარელისმა დაიწყო სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს ანჯელესში,[7] სადაც ის იყო ა კაპელა ჯგუფის, Awaken a Cappella, წევრი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბარელისი მღეროდა ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. ბარელისმა 2004 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Careful Confessions. მუსიკოსმა ალბომის გამოშვებიდან მალევე დადო კონტრაქტი ხმისჩამწერ ლეიბლთან - Epic Records.[8] მან 2007 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი Little Voice, რომელმაც მუსიკოსს აღიარება მოუტანა. 2007 წლის ივლისში Little Voice-მა დაიკავა პირველი ადგილი iTunes-ის ჩარტში. ალბომის დებიუტი შედგა 45-ე ადგილზე ბილბორდ 200-ის ჩარტში. ალბომში შედის ჰიტ სინგლი „Love Song",[9] რომელიც გავიდა მეოთხე ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში და მოიპოვა გრემის ნომინაცია წლის სიმღერის კატეგორიაში.[10] 2010 წელს Little Voice-მა მიიღო RIAA-ის პლატინის სერტიფიკატი 1 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვისთვის. ალბომი ჩარტში მე-7 ადგილზე გავიდა. ამასთანავე, „Love Song"-მა მიიღო სამმაგი პლატინის სერტიფიკატი.[11]

2010 წელს მან გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი Kaleidoscope Heart,[12] რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე გავიდა.[13] 2013 წელს მან გამოუშვა თავის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი The Blessed Unrest.[14][15] მუსიკოსმა მიიღო გრემის ნომინაცია წლის ალბომის კატეგორიაში.

2015 წელს შედგა მუსიკოსის დებიუტი ბროდვეიზე, მიუზიკლში Waitress.[16] მან მიიღო ნომინაციები ტონის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური სპექტაკლისთვის და გრემის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური თეატრის ალბომისთვის. მუსიკოსმა 2015 წელს გამოუშვა მიუზიკლის ალბომი What's Inside: Songs from Waitress.[17] 2016 წელს ბროდვეის მიუზიკლში, SpongeBob SquarePants, თამაშისთვის მან მიიღო ტონის ჯილდოს ნომინაცია. 2018 წელს მუსიკოსმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა მარიამ მაგდალინელის როლისთვის NBC-ის მუსიკალურ შოუში Jesus Christ Superstar Live in Concert. ამ როლისთვის იგი ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე, მოკლემეტრაჟიან სერიალში ან ფილმში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლის კატეგორიაში. ასევე 2018 წელს ის ჯოშ გრობანთან ერთად 72-ე Tony Awards-ის წამყვანი იყო, რისთვისაც მან მოიპოვა კიდევ ორი ემის ნომინაცია.

2019 წელს მან გამოუშვა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი Midst the Chaos,[18] სინგლით „Saint Honesty", რომელმაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო American Roots Performance-ის კატეგორიაში. 2022 წელს მან ითამაშა სტივენ სონჰეიმის Into the Woods-ში და მეორე გრემის ჯილდო დაიმსახურა.[19]

2020 წლის 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბარელისი ითამაშებდა Peacock-ის ახალ მუსიკალურ კომედიაში Girls5eva. 2021 წლის 6 მაისს, Girls5eva-ის პირველი სეზონის რვა ეპიზოდი გამოვიდა Peacock-ზე.[20]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა ბარელისი კარიერის დასაწყისში ხვდებოდა ხავიერ დანთს 2013 წლამდე.[21][22][23] 2015 წლის აგვისტოში, მან გაიცნო მსახიობი ჯო ტიპეტი და მოგვიანებით მათ დაიწყეს ურთიერთობა.[24][25][26][27] 2023 წელს ისინი დაინიშნნენ.

ბარელისი საკუთარ თავს „ნამდვილ ფემინისტად" თვლის და ამბობს: „არა მგონია, რომ ფემინისტობა რაიმეს სიძულვილთან იყოს დაკავშირებული. ეს არის ქალების მნივნელობის აღნიშვნა. ინტელექტუალ ქალებს უბრალო სექს-სიმბოლოებად აღიქვამენ“.[28] ბარელისი არის ლგბტქ+ საზოგადოების მხარდამჭერი, რის შესახებაც მან გამოუშვა სინგლი „Brave“.[29][30]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Graham, Mark. VH1's 100 Greatest Women in Music. VH1. ციტირების თარიღი: February 29, 2012
  2. Sara Bareilles does music for love en-US (17 April 2008). ციტირების თარიღი: 2020-09-06
  3. [1][მკვდარი ბმული]
  4. Zooey Magazine: Sara Bareilles Cover დაარქივებული October 5, 2013, საიტზე Wayback Machine. ZooeyMagazine.com
  5. Bareilles, Sara (October 6, 2015). Sounds Like Me: My Life (So Far) in Song. Simon & Schuster. ISBN 978-1-4767-2778-3. 
  6. Sara Bareilles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: September 30, 2011
  7. Eureka native Sara Bareilles' first Grammy win is 'emotional,' mother says (January 28, 2020).
  8. Sara Bareilles. Radioalice.com. Epic Records (February 2008). ციტირების თარიღი: November 27, 2009
  9. Bareilles, Sara (October 6, 2015). Sounds Like Me: My Life (So Far) in Song. Simon & Schuster. ISBN 978-1-4767-2778-3. 
  10. „Sara Bareilles | Chart History“. Billboard. ციტირების თარიღი: 6 September 2020.
  11. Grein, Paul (April 30, 2014). „Chart Watch: Pharrell Steps Up“. Yahoo Music. ციტირების თარიღი: August 15, 2015.
  12. Bareilles, Sara. (10 May 2010) Quick clarification y'all.... Twitter status update. ციტირების თარიღი: May 11, 2010
  13. Caulfield, Keith (15 September 2010). „Sara Bareilles' 'Heart' Beats at No. 1 on Billboard 200“. Billboard.
  14. Sara Bareilles – The Blessed Unrest – Webisode. YouTube (April 17, 2013). ციტირების თარიღი: July 16, 2013
  15. Sara Bareilles News – New Song: Sara Bareilles – 'Brave'. Artists.letssingit.com (April 19, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2013. ციტირების თარიღი: July 16, 2013
  16. Snetiker, Marc. (June 9, 2013) Sara Bareilles to Score New Musical Adaptation of Waitress, Directed by Diane Paulus.
  17. Gans, Andrew; Viagas, Robert. Make it "Mine": Listen to Sara Bareilles Single from "What's Inside: Songs from Waitress". Playbill (September 25, 2015). ციტირების თარიღი: October 4, 2015
  18. Caulfield, Keith (April 14, 2019). „Khalid's 'Free Spirit' Debuts at No. 1 on Billboard 200 Albums Chart“. Billboard. ციტირების თარიღი: April 14, 2019.
  19. Culwell-Block, Logan. (May 4, 2022) Heather Headley, Sara Bareilles, Neil Patrick Harris, More Go Into the Woods for New York City Center Encores! Beginning May 4. Playbill. ციტირების თარიღი: May 26, 2022.
  20. Watch Girls5eva Streaming | Peacock en-US. ციტირების თარიღი: 2021-06-13
  21. Weigle, Lauren. (April 1, 2018) Joe Tippet, Sara Bareilles' Boyfriend: 5 Fast Facts You Need to Know.
  22. Aversa, Ralphie. (May 7, 2013) INTERVIEW: Sara Bareilles Gets 'Brave' With New Single, Home, and Tour. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2018. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2023.
  23. Nattress, Katrina. (June 18, 2013) Javier Dunn Chats About Signing To Red Parade Music And How Sara Bareilles Changed His Life.
  24. Weigle, Lauren. (April 1, 2018) Joe Tippet, Sara Bareilles' Boyfriend: 5 Fast Facts You Need to Know.
  25. Quinn, Dave. (June 14, 2017) Sugar, Butter, Flour, Love! Sara Bareilles Dating Waitress Costar Joe Tippett. People.
  26. Maple, Taylor. (June 10, 2018) Who's Sara Bareilles' Boyfriend? Joe Tippett Is Also In The Theater World. Bustle.
  27. Bundel, Ani. (March 27, 2018) Who Is Sara Bareilles' Boyfriend? The Pair Have An Adorable Story. Elite Daily.
  28. Bell, Crystal (October 19, 2011). „Sara Bareilles Talks 'The Sing-Off,' Feminism & Her Low Tolerance For 'Nasty' Reality TV Judges“. The Huffington Post. ციტირების თარიღი: May 28, 2015.
  29. Azzopardi, Chris. (8 October 2015) Q&A: Sara Bareilles Talks Gay 'Brothers and Sisters,' Whether Closeted Celebs Are 'Brave' & Why She Thinks Taylor Swift Stands For 'Sisterhood'. ციტირების თარიღი: March 2, 2017
  30. Nagy, Evie (2013-05-29). „Pride in Music: Sara Bareilles Releases "Brave," Written for Friend Struggling to Come Out“. Billboard. ციტირების თარიღი: 6 September 2020.