შინაარსზე გადასვლა

სარა ბარასი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარა ბარასი
დაბადების თარიღი 25 აპრილი 1971
სან-ფერნანდო,კადისი,ესპანეთი
საქმიანობა მოცეკვავე

სარა ბარასი (დ. 25 აპრილი,1971) ესპანელი, ფლამენკოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი. დაიბადა სან-ფერნანდოში. მან დაარსა ცეკვის კომპანია და ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა თანამედროვე ფლამენკოს ცეკვებში.

სარა ბარასი დაიბადა სან-ფერნანდოში, მან ცეკვის შესწავლა დაიწყო დედის, კონჩა ბარასის, სკოლაში,[1] მოგვიანებით შეუერთდა ჯგუფს "Los Niños de la Tertulia Flamenca", რომელთან ერთადაც ბარსელონის ფლამენკოს ფესტივალებზე გასტროლებდა.

24 წლის ასაკში ის შეურთდა მანუელ მორაოს დასს[2] და მონაწილეობა მიიღო გრანადაში გამართულ ფესტივალში "Teatro Flamenco Alhambra 89". იმავე წელს მოიპოვა პირველი პრემია ესპანური ტელევიზიის კონკურსში "Gente Joven". 1991 წელს მანუელ მორაოს დასთან ერთად ორი თვის განმავლობაში ცეკვავდა პარიზის, ედუარ VII-ის თეატრში.

1992 წელს ბარასმა იმღერა და იცეკვა ლიონის „Bienal de Danza“-ზე, პარიზის Palais des Congrès-ში, მოგვიანებით კი პარტნიორ ხავიერ ბარონთან ერთად, სევილიის მსოფლიო გამოფენის ფარგლებში იგი გამოვიდა, დე ლა კარტუხაში მანუელ მორაოს სპექტაკლში.

1993 წელს მან მოიპოვა ჯილდო მონტელიანოში (სევილია),[3] როგორც წლის გამორჩეული არტისტი, და მონაწილეობა მიიღო სევილიის ფესტივალში სპექტაკლით Flamenco Íntimo.

1994 წელს ბარასმა იცეკვა ენრიკე მორენტესთან ერთად Semana Flamenca de la Caja de Ávila-ს ფესტივალზე. იგი ორი თვის განმავლობაში გასტროლებდა პაკო პენიას დასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

1996 წლის მაისში მან მონაწილეობა მიიღო მერჩე ესმერალდას კომპანიის მიერ დადგმულ სპექტაკლში Mujeres, რომლის პრემიერა გაიმართა ვიტორიას თეატრში. ამის შემდეგ სპექტაკლი წარადგინეს მადრიდში, ბარსელონაში, სეგოვიის ფესტივალზე და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ზაფხულის ფესტივალზე.[4] ამავე პერიოდში იგი მოწვეული არტისტის სახით იყო ანტონიო კანალესის სპექტაკლში Gitano, რომელიც წარმოდგენილი იყო სევილიის ფლამენკოს ბიენალეზე და გასტროლებით მოიარა ესპანეთისა და ევროპის წამყვანი თეატრები.

სოლო მოცეკვავის სტატუსით ბარასი მონაწილეობდა კამარონ დე ლა ისლასადმი მიძღვნილ არაერთ საღამოში. 1997 წელს მან დააარსა საკუთარი კომპანია. 1999 წლის შობას იგი მოწვეული არტისტი იყო „ელ გიტოს“ ფლამენკოს კომპანიის სპექტაკლში პარიზის Théâtre du Châtelet-ში.

1998 წლის 2 აპრილს სარა ბარასმა საკუთარი კომპანიასთან ერთად დებიუტი შეასრულა მურსიის აუდიტორიაში. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ტელეპროგრამაში და წარსდგა ევიანის ფესტივალზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაესტრო მსტისლავ როსტროპოვიჩი.

იგი ცეკვავდა ჩაველა ვარგასის კონცერტებზე გრანადაში კადისში, ბარსელონაში, გუანახუატოში, ბოგოტასა და ბუენოს-აირესში. ბარასი მონაწილეობდა კარლოს საურას ფილმში , რომლის პრემიერა 2005 წლის ნოემბერში გაიმართა.

1999 წლის ივლისში სევილიაში, Casa de Pilatos-ის ეზოში, იგი გადაიღეს ფილმში. როგორც მოდელი, მონაწილეობდა ამაია არზუაგას ჩვენებებში ლონდონის მოდის კვირეულზე და ფრანსის მონტესინოსის კოლექციებში მადრიდსა და ლისაბონში.[5]

2003 წელს სარა ბარასს მიენიჭა ესპანეთის ეროვნული ცეკვის პრემია .

ბარასი ასევე თანამშრომლობდა ბრენდ Triumph-თან საცვლების კოლექციის პოპულარიზაციის ფარგლებში და მონაწილეობდა კარტიეს-ის კატალოგში. 2016 წელს იგი მონაწილეობდა კარლოს საურას ფილმში J: Beyond Flamenco.[6]


• Sensaciones, 1998.

• Càdiz- La Isla, 1998.

• Sueños, 1999.

• Juana la loca, 2000, which won 3 prizes.

• Mariana Pineda, 2002.

• Sabores, 2005.

• Baras-Carreras, 2006.

• Carmen, 2007.

• Esencia, 2009.

• La Pepa, 2013.

• Medusa, 2014.

• Voces, 2015.

• Sombras, 2018.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ბარასი,სარა

  1. http://www.eoisabi.org/?p=44934 "Flamenco Dance." EOI SABINIGO. N.p., n.d. Web. 31 Aug. 2015.
  2. Flamenco - Sara Baras. Tony Bryant, andalucia.com. ციტირების თარიღი: 2014-04-03
  3. Sara Baras. don Quijote Spanish school. ციტირების თარიღი: 2014-04-03
  4. baile flamenco - Sara Baras - Biografía. deflamenco.com. ციტირების თარიღი: 2014-04-03
  5. Sara Baras| Andalucia.com en-GB. ციტირების თარიღი: 2017-06-06
  6. EFE – 16/08/16 "La jota", de Carlos Saura, se estrenará en el Festival de Cine de Toronto