დავით სარაჯიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სარაჯიშვილი, დავით)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სარაჯიშვილი.
დავით სარაჯიშვილი

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი — გ. 20 ივნისი, 1911, იქვე) — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილისა (1861―1911)

1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

დავით სარაჯიშვილის კონიაკის პავილიონი (1889 წ.).

სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.

საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ ლიქიორის ხოლო შემდეგ კონიაკის დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

სარაჯიშვილი აფინანსებდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას და პირადად ნოე ჟორდანიას. მას მიაჩნდა, რომ ქართული ბურჟუაზია არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა. ამიტომ აფინანსებდა სოციალ-დემოკრატებს და ამ საკითხის გამო პოლემიკა ჰქონდა მემარჯვენე ინტელიგენციასთან (ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე და სხვ.)[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე გ., ღლონტი თ., ქართველი მეღვინეები, თბ., 1974;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია, ნოე [პარიზი, 1953] (1990). ჩემი წარსული (მოგონებანი), პირველი გამოცემა, ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი: „სარანგი“, გვ. 64-65.