სარანტა-კოლონესის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარანტა-კოლონესის ციხესიმაგრის ნანგრევები

სარანტა-კოლონესის ციხესიმაგრე (ბერძ. Κάστρο Σαράντα Κολώνες) — ბიზანტიური ციხესიმაგრე კვიპროსში, დაარსებულია VII საუკუნეში ქალაქ პაფოსის არაბების თავდასხმისაგან დასაცავად. 688 წელს არაბეთ-ბიზანტიის შეთანხმების შედეგად თითქმის მთლიანად დაანგრიეს. 965 წელს მთლიანად აღადგინეს და 1191 წელს გადავიდა რიჩარდ ლომგულის კონტროლის ქვეშ. მნიშვნელოვნად გადაკეთეს ჯვაროსნებმა 1200 წელს. 1222 წლის მიწისძვრის შემდეგ დანგრეული ციხესიმაგრე მეტად აღარ აღუდგენიათ, ამჟამად მისი ნაშთები შედის პაფოსის არქეოლოგიური პარკის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]