სარაევოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სარაევოს უნივერსიტეტი

სარაევოს უნივერსიტეტი (ბოსნ. Univerzitet u Sarajevu / Универзитет у Сарајеву) — სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში. სარაევოს უნივერსიტეტი არის ქვეყნის უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტი, ასევე უმაღლესი განათლების უძველესი დაწესებულებაა მთელ ყოფილ იუგოსლავიაში. დაარსდა 1537 წელს, როგორც მედრესე.[1]

სარაევოს უნივერსიტეტი ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მხრივ ბალკანეთის უდიდეს უნივერსიტეტებს შორისაა. 1949 წელს გახსნის შემდეგ, სულ 122 000 სტუდენტმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი, 3,891-მა მიიღო მაგისტრის ხარისხი და 2,284-მა მიიღო დოქტორის ხარისხი 45 სხვადასხვა სფეროში.[2] უნივერსიტეტს აქვს 32 ფაკულტეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პირველი უმაღლესი სკოლები დაარსდა მე-16 საუკუნეში ოსმალების მეთვალყურეობის ქვეშ. პირველი მედრესე ბოსნიაში, კერძოდ, ღაზი ხოსრო-ბეგის მედრესე და ბიბლიოთეკა, გაიხსნა სარაევოში 1537 წელს.[3][4][5]

ავსტრია-უნგრეთის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტმა თავისი თანამედროვე იერსახე ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მმართველობის დროს მიიღო, როდესაც დაარსდა მრავალი უმაღლესი განათლებისა და კულტურის ინსტიტუტი, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნული მუზეუმი, რომელიც დღემდე აქტიურია.[6]

პარტნიორული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობები აქვს ევროპის, აშშ-ის, კანადისა და ახლო აღმოსავლეთის 120-ზე მეტ უნივერსიტეტთან.[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Agency, Anadolu. Saraybosna'da 476 yıldır yaşayan medrese! (Sarajevo Celebrates 476 Years of its Medresa!). Haber7. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  2. Univerzitet u Sarajevu - O Univerzitetu bs. ციტირების თარიღი: 26 April 2017
  3. History en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 26 April 2017
  4. Gazi Husrev-begova medresa bs-BA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 26 April 2017
  5. Saraybosna'da 476 yıldır yaşayan medrese! (Sarajevo Celebrates 476 Years of its Medresa!) tr. ციტირების თარიღი: 11 November 2013
  6. A History of the University of Sarajevo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 10 June 2012
  7. University of Sarajevo – DEPARTMENT FOR INTERNATIONAL COLLABORATION. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 27 April 2017
  8. University of Sarajevo - INFO - International agreements. ციტირების თარიღი: 27 April 2017