საპროფაგები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sarcophaga nodosa.jpg

საპროფაგები (ბერძნ. sapros— დამპალი და phagos— შთამნთქმელი) — ცხოველები, რომლებიც სხვა ცხოველთა ლეშით იკვებებიან. ასეთებია აფთარი, სვავი, ყორანი, ლეშიჭამია და ტყავიჭამია ხოჭოები, ხორცისა და ლეშის ბუზების მატლები, წყლის ცხოველებიდან ზოგი კიბოსნაირი (განსაკუთრებით ფსკერის გვერდულები, მდინარის კიბოები). საპროფაგებს ნაწილობრივ მტაცებელი და ყველაფრისმჭამელი ცხოველებიც განეკუთვნება. ლპობადი ნარჩენების მოსპობით საპროფაგები სანიტრის როლს ასრულებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]