საპილოტე ეპიზოდი (ოფისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საპილოტე ეპიზოდი
ოფისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 1
სცენარი რიკი ჯერვეისი
სტივენ მერჩანტი
გრეგ დენიელსი
რეჟისორი კენ კვაპისი
მოწვეული მსახიობები მელორა ჰარდინი როგორც ჯენ ლევინსონი
დევიდ დენმანი როგორც როი ანდერსონი
ოპერატორი პიტერ სმოკლერი
კოდი 1001[1]
ეთერი 24 მარტი, 2005 (2005-03-24)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„―“ „მრავალფეროვნების დღე“
ოფისი, I სეზონი
ეპიზოდების სია

საპილოტე ეპიზოდი ― ამერიკული კომედიური ტელესერიალის, ოფისის, I სეზონის პირველი ეპიზოდი. ეპიზოდის პრემიერა აშშ-ში 2005 წლის 24 მარტს გაიმართა NBC-ის ეთერში. ეპიზოდის სცენარი გრეგ დენიელსმა ოფისის ბრიტანული ვერსიის პირველი ეპიზოდის მიხედვით დაწერა, რომლის ავტორები რიკი ჯერვეისი და სტივენ მერჩანტი არიან. საპილოტე ეპიზოდის რეჟისორია კენ კვაპისი.

საპილოტე ეპიზოდში დოკუმენტური სერიალის გადამღები ჯგუფი ჩადის დანდერ მიფლინის სკრენტონის (პენსილვანია) ფილიალში, რათა დასაქმებულებს დააკვირდნენ და თანამედროვე მენეჯმენტის შესახებ გაიგონ. მენეჯერი მაიკლ სკოტი (სტივ კარელი) ცდილობს, მხიარული სურათი შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ კორპორაცია შტატების შემცირებას აპირებს. ოფისში რაიან ჰოვარდი (ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი) დროებით თანამშრომლად იწყებს მუშაობას, ხოლო ჯიმ ჰელპერტი (ჯონ კრასინსკი) ანტაგონისტ დუაიტ შრუტს (რეინ უილსონი) ეხუმრება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდში წარმოჩენილია მაიკლ სკოტი (სტივ კარელი), კომპანია დანდერ მიფლინის რეგიონული მენეჯერი სკრენტონში, რომელიც ქაღალდის პროდუქციის დისტრიბუციას ეწევა და ამჟამად შტატების შემცირების საფრთხის წინაშეა. მაიკლს ახალ ამბავს ჩრდილო-აღმოსავლეთის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი, ჯენ ლევინსონი (მელორა ჰარდინი), ატყობინებს, რომელიც სხვა თანამშრომლების მსგავსად, ტოლერანტულადაა განწყობილი მაიკლის სისულელეების მიმართ.

ეპიზოდში წარმოჩენილი არიან ოფისის სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის: დუაიტ შრუტი (რეინ უილსონი), სოციალურად უტაქტო კომივოიაჟორი და შერიფის მოხალისე მოადგილე ნახევარ განაკვეთზე; ჯიმ ჰელპერტი (ჯონ კრასინსკი), კიდევ ერთი კომივოიაჟორი, რომელიც დუაიტისთვის მოწყობილი ხუმრობებით ერთობა; პემ ბიზლი (ჯენა ფიშერი), მდივანი, რომელიც ჯიმს მოსწონს; რაიან ჰოვარდი (ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი) ― დროებითი თანამშრომელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shows A–Z – Office, The on NBC. The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 25, 2013