საპარლამენტო იმუნიტეტი
საპარლამენტო იმუნიტეტი — პარლამენტის წევრის სამართლებრივი ხელშეუხებლობა, რომელიც გულისხმობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დადგომის შეუძლებლობას მაშინ, როდესაც პირს იმუნიტეტი იცავს. იმისთვის რომ დეპუტატს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, აუცილებელია რომ მას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნას. იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე წინადადების უფლების მქონე სუბიექტთა წრე სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებულია. [1]
საქართველოს პარლამენტის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-13 მუხლი ეხება პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებს.[2] საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემია შეუძლია საქართველოს გენერალურ პროკურორს.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.