ყუმური (ვანის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საპაიჭაო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყუმური.
სოფელი
ყუმური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ყუმური
კოორდინატები 42°01′47″ ჩ. გ. 42°27′41″ ა. გ. / 42.02972° ჩ. გ. 42.46139° ა. გ. / 42.02972; 42.46139
ადრეული სახელები საპაიჭაო
ცენტრის სიმაღლე 210
მოსახლეობა 445[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყუმური (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ყუმური (ვანის მუნიციპალიტეტი)
ყუმური (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ყუმური (ვანის მუნიციპალიტეტი)

ყუმური (ყოფ. საპაიჭაო) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დუცხუნი, მაისაური). მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე ყუმურის (რიონის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 210 მეტრი. ვანიდან 14 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის, ღვთისმშობლისა და ჯვარცმის ეკლესიები.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 445 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 556 264 292
2014[1] 445 216 229

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II