შინაარსზე გადასვლა

საოცარი ახალი სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საოცარი ახალი სამყარო“

ავტორი ოლდოს ჰაქსლი[1]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური ენა
გამოცემის თარიღი 1932[1]
მთარგმნელი თათო შანიძე
ქართულად გამოიცა 2013 (გამომცემლობა „სიესტა“)
გვერდი 260
მომდევნო ბრმა ღაზაში

საოცარი ახალი სამყარო (ინგლ. Brave New World) — ინგლისელი ავტორის, ოლდოს ჰაქსლის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დისტოპიური რომანი, დაიწერა 1931 წელს, ხოლო გამოქვეყნდა 1932 წელს. მას ხშირად ადარებენ ჯორჯ ორუელის რომანს „1984“ (1949).

1999 წელს Modern Library-ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნების ასეულში „საოცარი ახალი სამყარო“ მეხუთე ადგილზე მოხვდა,[2] ხოლო 2003 წელს The Observer-ს სიაში „ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი“ 53-ე ადგილზე დასახელდა.[3]

რომანის სათაური მომდინარეობს შექსპირის პიესიდან „ქარიშხალი“:[4]

ვიკიციტატა
„ო, საოცრებავ,

ერთად ვხედავ ამდენ ლამაზ არსს! რა მომხიბლავი არის თურმე ადამიანი!

ან ის ქვეყანა რა იქნება.“
(ქარიშხალი, აქტი V, სურათი I. 203–206[5][6])

შექსპირი ამ სიტყვებს ირონიული მიზნით იყენებს, რამდენადაც მთხრობელი საკუთარი გულუბრყვილობის გამო კუნძულის სტუმართა ბოროტ ბუნებას ვერ აცნობიერებს.[7]

  1. 1.0 1.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. 100 Best Novels. Random House (1999). ციტირების თარიღი: 2007
  3. McCrum, Robert (2003). „100 greatest novels of all time“. Guardian. London. ციტირების თარიღი: 10 October 2012.
  4. Anon. Brave New World. In Our Time. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 2009
  5. Bate, Jonathan; Rasmussen, Eric (2007) William Shakespeare: Complete Works, The Royal Shakespeare Company, გვ. 47. ISBN 978-0-230-00350-7. 
  6. ვ.ჭელიძის თარგმანი
  7. Ira Grushow (October 1962). „Brave New World and The Tempest“. College English. 24 (1): 42–45. doi:10.2307/373846. JSTOR 373846.