შინაარსზე გადასვლა

საოლქო სასამართლოს შენობა (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო სასამართლოს შენობა
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ძეგლი
არქიტექტორი ა. ზაგოსკინი
მოქანდაკე ნ. ჯურიჩი
დაწყება 1860-იანი წლები
Map

საოლქო სასამართლოს შენობა (რუს. Здание окружного суда) — ძველი სამსართულიანი სახლი ქალაქ ტაგანროგის ცენტრში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. 1860-იანი წლების არქიტექტურის ძეგლი. ამჟამად შენობაში განთავსებულია ტაგანროგის მეტალურგიული კოლეჯი.

მისამართი: ტაგანროგი, დობროლიუბოვის შესახვევი № 11.

საოლქო სასამართლოს შენობა (ჯურიჩის სახლი) მდებარეობს დობროიუბოვის შესახვევისა და პეტროვის ქუჩის კუთხეში. იგი XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლია. მისი მშენებლობა საკუთარი სახსრებით დაიწყო მომავალმა ქალაქის თავმა, ვაჭარმა ნ. ჯურიჩმა. სახლის მიმათ დაკარგა ინტერესი და იგი მიჰყიდა საოლქო სასამართლოს. აღნიშნული შენობა იყო პირველი სამსართულიანი სახლი ტაგანროგში.

საოლქო სასამართლო ჯურიჩის სხლში გაიხსნა 1869 წლის 30 აპრილს. სასამართლო განიხილავდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს. სასამართლო შედგებოდა თავჯდომარის, გამომძიებლისა და ნაფიცი მსაჯულებისაგან, რომლებსაც ირჩევდნენ ქალაქის საკრებულოს წევრები კარგი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი მოსახლეობისაგან.

1882 წელს შენობა დატოვა საოქლო სასამართლომ და გადავიდა ტაგანროგის ცენტრალურ - პეტროვის ქუჩაზე.

1920 წელს აღნიშნულ შენობაში განათავსეს შორმის სასახლე, მოგვიანებით შრომის ბირჟა. 1939-1941 წლებში სამასაწავლებლო ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე შენობაში მოქმედებს ტაგანროგის მეტალურგიული ტექნიკუმი (ამჟამად კოლეჯი).

საოლქო სასამართლოს შენობის არქიტექტორი იყო ა. ზაგოსკინი. შენობას გააჩნია მდიდრულად გაფორმებული ფასადი. ტაგანროგელები მას ზოგჯერ უწოდებდნენ „მინიატურულ ზამთრის სასახლეს“. მთავარი კუთხის შესასვლელის თავზე ჩამონტაჟებული იყო საათი, ამჟამად მის ადგილზე განთავსებულია მეტალურგიული კოლეჯის გერბი.

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]