სან-ფელიპე (იარაკუი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სან-ფელიპე
San Felipe
Plaza Bolívar de San Felipe.jpg
ბოლივარ პლასა, სან-ფელიპე
დროშა გერბი
Flag of None.svg Escudo San Felipe.jpg

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი იარაკუი
კოორდინატები 10°20′25″ ჩ. გ. 68°44′09″ დ. გ. / 10.34028° ჩ. გ. 68.73583° დ. გ. / 10.34028; -68.73583
ფართობი 472±0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 220,786 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 467.766 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 0254
საფოსტო ინდექსი 3201
ოფიციალური საიტი sanfelipe-yaracuy.gob.ve
სან-ფელიპე (იარაკუი) — ვენესუელა
სან-ფელიპე (იარაკუი)

სან-ფელიპე (ესპ. San Felipe) — ქალაქი ჩრდილოეთ-დასავლეთ ვენესუელაში, იარაკუის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს სეგოვიის მთიანეთის აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 220,786 კაცს. დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 270 კილომეტრით, პუერტო-კაბელიოდან 90 კილომეტრით. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით გარშემო ტერიტორია მეტად მდიდარია. გაბატონებულია ტროპიკული კლიმატი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უტოლდება 24,8°C-ს.

დაარსდა 1729 წელს. წარმოადგენდა კაკაოთი ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტს, მანამ იგი არ იმსხვერპლა კარაკასის 1812 წლის უძლიერესმა მიწისძვრამ. შემდეგ წლებში იგი ახალ ადგილზე გააშენეს. სან-ფელიპე კომერციული და საწარმოო ცენტრია, სადაც მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, ბამბის, კაკაოს, სიმინდის, ბრინჯისა და ხილის წარმოება. ამრავლებენ საქონელს. ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კალდერა ქალაქ სან-ფელიპეში დაიბადა. სან-ფელიპე კათოლიკური ეპარქიის რეზიდენციაა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]