სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ჩრდილოეთი ქვემო კალიფორნია)
იერსახე
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი | |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 30°33′22″ ჩ. გ. 114°54′04″ დ. გ. / 30.55611° ჩ. გ. 114.90111° დ. გ. |
| სატელეფონო კოდი | 686 |
სან-ფელიპეს მუნიციპალიტეტი (ესპ. Municipio de San Felipe) ― მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ქვემო კალიფორნიის შტატში, მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შეიქმნა 2022 წლის 1-ელ იანვარს.[1] მდებარეობს შტატის დედაქალაქ მეხიკალიდან 190 კმ-ით სამხრეთით. მუნიციპალიტეტი კალიფორნიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გაშლილი. ჩრდილოეთიდან მეხიკალის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთიდან ― ენსენადის მუნიციპალიტეტი, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ― სან-კინტინის მუნიციპალიტეტი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― კალიფორნიის ყურე. მუნიციპალიტეტი მოიცავს ყურეში მდებარე მრავალ კუნძულს, მათ შორის: როკა-კონსაგს, კოლორადიტოს, ელ-მუერტოს, ენკანტადასა და სან-ლუისს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1996) Estado de Baja California. División Territorial de 1810 a 1995. (Spanish). Mexico: INEGI, გვ. 65–66. ISBN 978-970-13-1487-6.
| ||||||||