შინაარსზე გადასვლა

სან-სისტო-ვეკიო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-სისტო-ვეკიო
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა კათოლიკური
ქვეყანა იტალია
სტატუსი ეკლესია
საიტი sansistoroma.it
სან-სისტო-ვეკიო ვიკისაწყობში


სან-სისტო ვეჩიოს ბაზილიკა- კათოლიკური მცირე ბაზილიკა და დომინიკელთა კონვენციური ეკლესია რომში, იტალია. 600 წლიდან არის ტიტულოვანი ეკლესია. მისი კარდინალი მღვდელი ამჟამად არის ანტუან კამბანდა.

ბაზილიკა აშენდა მეოთხე საუკუნეში და მოხსენიებულია, როგორც „ტიტულუს კრესენტიანა“, რაც ეკლესიას გარკვეულ კრესენტიას (შესაძლოა, რომაელ ქალს, რომელმაც ეკლესია დააარსა) უკავშირებს. ტრადიციის თანახმად, ეკლესია დააარსა პაპმა ანასტასიუს I-მა (399–401).

ეკლესია ეძღვნება პაპ სიქსტე II-ს და მასში ინახება მისი სიწმინდე (იქ გადაასვენეს კალიქსტეს კატაკომბიდან მეექვსე საუკუნეში.)

სან სისტო მე-13 საუკუნის დასაწყისში აღადგინა პაპმა ინოკენტი III-მ. ამჟამინდელი ეკლესია მე-18 საუკუნეში პაპი ბენედიქტე XIII-ის მიერ ჩატარებული რესტავრაციის შედეგია, რის შედეგადაც შუა საუკუნეების ეკლესიიდან მხოლოდ სამრეკლო და აფსიდა დარჩა.

შენარჩუნებულია მე-13 საუკუნის ფრესკების ციკლი, რომელიც ასახავს ახალი აღთქმის და აპოკრიფების სცენებს.[1][2][3][4]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rudolf Hüls, Kardinäle, Klerus und Kirchen Roms, 1049-1130 (Tübingen: Max Niemeyer 1977), pp. 205-206.
  2. Barbara Zenker, Die Mitglieder des Kardinalkollegiums, von 1130 bis 1159 (Wurzburg 1964), p. 102.
  3. Conradus Eubel, Hierarchia catholica medii aevi I, editio altera (Monasterii 1913), p. 47. (1350-1436)
  4. David M. Cheyney, Catholic-Hierarchy: San Sisto. Retrieved: 2016-03-16. (1368 - present)