სან-პედრო (კოტ-დ’ივუარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სან-პედრო
ფრანგ. San-Pédro
ქვეყანა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი
ოლქი ქვემო სასანდრა
კოორდინატები 4°44′45″ ჩ. გ. 6°38′00″ დ. გ. / 4.74583° ჩ. გ. 6.63333° დ. გ. / 4.74583; -6.63333
ცენტრის სიმაღლე 1
მოსახლეობა 164 944 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+0
სან-პედრო (კოტ-დ’ივუარი) — კოტ-დ’ივუარი
სან-პედრო (კოტ-დ’ივუარი)

სან-პედრო (ფრანგ. San-Pédro) — ქალაქი კოტ-დ’ივუარის სამხრეთ-დასავლეთში. იგი ასევე ქვემო სასანდრის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ოლქის სამხრეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის სანაპიროზე, მასში მდინარე სან-პედროს ჩადინების ადგილიდან დასავლეთით, დაახლოებით 270 კმ-ის მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ იამუსუკროდან. აბსოლუტური სიმაღლე — ზღვის დონიდან 0 მეტრი[1].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 131 800 ადამიანს[2], ხოლო 2014 წლის აღწერის მონაცემებით 164 944 ადამიანს.[3][4] ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1975 1988 1998 2014
31 606 70 601 131 800 164 944

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. სან-პედროს შემოგარენში მოჰყავთ ჰევეა (ლათ. Hēvea brasiliēnsis), ზეთოვანი პალმა (ლათ. Elaeis guineensis), კაკაო და სხვა კულტურები. ქალაქის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს ტურიზმი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-პედროში მდებარეობს კოტ-დ’ივუარის მეორე დიდი პორტი, რისი საშუალებითაც ძირითადად ხორციელდება ქვეყანაში ნაწარმოები კაკაოს მარცვლების დიდი ნაწილის ექსპორტი.

ქალაქიდან 2 კმ-ში დასავლეთით მდებარეობს სან-პედროს აეროპორტი (ICAO: DISP, IATA: SPY)[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 San-Pedro, Cote D'Ivoire (Ivory Coast) Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
  2. San-Pédro. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-19. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
  3. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
  4. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)