შინაარსზე გადასვლა

სან-პაოლოს კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-პაოლოს კარიბჭე
სან-პაოლოს კარიბჭე — იტალია
სან-პაოლოს კარიბჭე
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 41°52′36″ ჩ. გ. 12°28′53″ ა. გ. / 41.87667° ჩ. გ. 12.48139° ა. გ. / 41.87667; 12.48139

სან-პაოლოს კარიბჭე (იტალ. Porta San Paolo) — რომის ავრელიანეს კედლების ერთ-ერთი სამხრეთის კარიბჭე, რომელიც III საუკუნეში ააგეს. კარიბჭის შენობაში განთავსებულია ვია ოსტიენსეს მუზეუმი.[1] მდებარეობს ოსტიენსეს უბანში. მის დასავლეთით მდებარეობს ცესტიუსის რომაული პირამიდა, ეგვიპტური სტილის პირამიდა და მის მიღმა არის პროტესტანტული სასაფლაო.

კარიბჭის თავდაპირველი სახელი იყო „პორტა ოსტიენსისი“, რადგან ის მდებარეობდა ვია ოსტიენსეს დასაწყისში, გზისა, რომელიც რომსა და ოსტიას აკავშირებდა. ვია-ოსტიენსე იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იმავე სახელის კარიბჭეში შესვლისას გზა იყოფოდა, ერთი მიმართულება კი მიდიოდა ცნობილ ემპორიუმამდე, რომის დიდ ბაზრამდე.

კარიბჭის შენობას ორივე მხარეს აქვს ცილინდრული კოშკები და ორი შესასვლელი, რომლებიც დაფარული იყო მეორე, ერთი ღიობის მქონე კარიბჭით, რომელიც პირველის წინ ააშენა ბიზანტიელმა გენერალმა ველისარიუსმა (530-540-იანი წლები).

სტრუქტურა IV საუკუნეში მაქსენციუსის დროს აშენდა, მაგრამ ორივე კოშკი ჰონორიუსმა აამაღლა. მისი პირველადი ლათინური სახელი იყო „პორტა-ოსტიენსისი“, რადგან ის იხსნებოდა ოსტიისკენ მიმავალ გზაზე. მოგვიანებით, მას დაარქვეს იტალიური სახელი „პორტა-სან-პაოლო“, რადგან ეს იყო რომის გასასვლელი, რომელიც მიდიოდა წმინდა პავლეს ბაზილიკამდე კედლებს გარეთ.

549 წელს რომი ალყაში იყო. ოსტგუთები ტოტილას მეთაურობით ამ კარიბჭიდან შევიდნენ ქალაქში ისავრიელთა გარნიზონის ღალატის გამო.

1943 წლის 10 სექტემბერს, მოკავშირეებსა და იტალიას შორის ზავის შეთანხმებიდან ორი დღის შემდეგ, იტალიის სამხედრო და სამოქალაქო ძალები ცდილობდნენ შეეჩერებინათ გერმანელების მიერ ქალაქის დაკავება, რასაც 570 ადამიანი ემსხვერპლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]